სამუშაო შეხვედრა სახელწოდებით „დიალოგი საჯარო და კერძო სექტორებს შორის“
IDFI-მ და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამა „მმართველობა განვითარებისთვის საქართველოში“ (G4G) გამართეს სამუშაო შეხვედრა სახელწოდებით „დიალოგი საჯარო და კერძო სექტორებს შორის.“ შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის, ფინანსთა, იუსტიციის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებში დასაქმებული ის პიროვნებები რომელთა საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს საკანონმდებლო ცვლილებათა ტექსტებზე მუშაობა წარმოადგენს.
შეხვედრის მიზანი იყო საჯარო დაწესებულებებში რეფორმების შემუშავების პროცეში კერძო სექტორთან დიალოგის წახალისება და მისი მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება.