საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 2016 წლის ანგარიშის პრეზენტაცია
28 სექტემბერს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით, გამართა საქართველოში ყველაზე ღია და ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულების დაჯილდოების ცერემონიალი. ღონისძიებაზე, რომელსაც IDFI უკვე მე-7-ე წელია მართავს, განხილულ იქნა 2016 წელს საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგის შედეგები, ძირითადი ტენდენციები და სასამართლო პრაქტიკა.