ENG

 

 

 

ბავშვების მიერ ინტერნეტის უსაფრთხოდ მოხმარება - მშობელთა გზამკვლევი

 

 

 

 

თანამედროვე ბავშვებისთვის ინტერნეტი და კომპიუტერული მოწყობილობები ცხოვრების ბუნებრივი და განუყოფელი ნაწილია. ეს ასეც უნდა იყოს, რადგან ინტერნეტ უნარების გამომუშავება აუცილებელია მათი მომავალი წარმატებისთვის.


თუმცა, ამავე დროს, ინტერნეტ სივრცე შეიცავს არასრულწლოვანი ბავშვებისთვის შეუსაბამო უამრავ მასალას. რა მოსაზრებისაც არ უნდა იყოთ ბავშვებისთვის ინტერნეტის და კომპიუტერული მოწყობილობების გამოყენების უფლების მიცემაზე, ვფიქრობთ, აუცილებელია, თითოეულმა მშობელმა იცოდეს არასრულწლოვანი ბავშვების ონლაინ უსაფრთხოების დაცვის არსებული საშუალებები.

საბედნიეროდ, კომპიუტერული მოწყობილობებისა და ინტერნეტ პლატფორმების უმეტესობას ჩაშენებული აქვს ბავშვთა უსაფრთხოების ფუნქციები, რომლებიც ამცირებენ შეუსაბამო მასალასთან არასრულწლოვანი ბავშვების წვდომის რისკებს.


IDFI-ის მშობელთა გზამკვლევი გთავაზობთ ამ ფუნქციების აღწერას ყველაზე პოპულარული მოწყობილობებისა (Windows 7 და 10, Android, iPhone, iPad) და პლატფორმებისთვის (Google, Youtube და Facebook). 

Google-ის უსაფრთხო საძიებო სისტემა (Google SafeSearch)

ბავშვები Google-ს სულ უფრო ხშირად იყენებენ ნებისმიერი სახის ინფორმაციის მოსაძიებლად. ამ დროს ისინი, შესაძლოა, არასასურველ მასალას გადააწყდნენ. ამის თავიდან ასაცილებლად, უმჯობესია, მშობლებმა გამოიყენონ Google SafeSearch ფუნქცია, რომელიც ავტომატურად ფილტრავს საფრთხის შემცველ ინფორმაციას.

მის გასააქტიურებლად:

თუ იყენებთ ერთზე მეტ ბრაუზერს, ამ ოპერაციის ჩატარება თითოეული ბრაუზერისთვის ცალ-ცალკე დაგჭირდებათ. ასევე, თუ კომპიუტერზე სხვადასხვა მომხმარებლის ანგარიში გაქვთ დარეგისტრირებული, მათ შორის თქვენი ბავშვის პირადი ანგარიში, მაშინ ეს ოპერაციები მისი ანგარიშიდან უნდა შეასრულოთ.

ფუნქციის გააქტიურების შემდეგ, ბრაუზერის ფანჯარაში შეტყობინება მოგივათ.

 

უსაფრთხო ძიების ფუნქციის გააქტიურება 100%-იანი დაცვის გარანტიას არ იძლევა, მაგრამ მნიშვნელოვნად ამცირებს არასრულწლოვანთა შეხებას არასასურველ ონლაინ კონტენტთან.

 

როგორ გამოვიყენო უსაფრთხო ძიების ფუნქცია Android პლატფორმაზე?

 

Google აპლიკაციის შემთხვევაში:

1. გახსენით აპლიკაცია 

2. ქვედა მარჯვენა კუთხეში მონიშნეთ Menu  Settings > Accounts & privacy

3. „SafeSearch“ ფილტრის გვერდით გადაწიეთ ჩამრთველი „On“.

 

 

ტელეფონის ბრაუზერის შემთხვევაში:

1. გახსენით ძიების პარამეტრები (Search Settings)

2. მოძებნეთ „SafeSearch filters“განყოფილება

3. მონიშნეთ „Filter explicit results“

4. ეკრანის კიდეში დააჭირეთ „Save“-ს.

 

ტაბლეტის ბრაუზერის შემთხვევაში:

1. გახსენით ძიების პარამეტრები (Search Settings)

2. მოძებნეთ „SafeSearch filters“ განყოფილება

3. ონიშნეთ „Filter explicit results“

4. ეკრანის კიდეში დააჭირეთ „Save“-ს.

 

Android ტელევიზიის შემთხვევაში:

1. (საწყისი გვერდიდან) გახსენით პარამეტრები (Settings)

2. მოძებნეთ სექცია „Preferences“ და მონიშნეთ Search (ძიება) > SafeSearch filter (უსაფრთხო ძიების ფილტრი)

3. მონიშნეთ „On“.

 

უსაფრთხო ძიება Google Play-ის შემთხვევაში:

 

13 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის:

 

ოფიციალურად Google ანგარიშის დასარეგისტრირებლად, მოზარდი მინიმუმ 13 წლის უნდა იყოს. თუ თქვენ 13 წლამდე ასაკის ბავშვისთვის საკუთარი Google ანგარიში შექმენით, მის ანგარიშზე შეზღუდვები თქვენივე Google ანგარიშით უნდა დააწესოთ/მოხსნათ. ამისათვის:

 

1. გახსენით აპლიკაცია Family link 

2. მონიშნეთ თქვენი ბავშვის ანგარიში

3. პარამეტრებში (Settings) მონიშნეთ Manage Settings > Controls on Google Play

4. მიუთითეთ იმ კონტენტის სახეობა, რომლის გაფილტვრაც გსურთ

5. აირჩიეთ გაფილტვრის ან შეზღუდვის ტიპი.

 

13 წლის და მეტი ასაკის ოჯახის წევრისთვის:

 

1. გახსენით აპლიკაცია Play Store 

2. ზედა მარცხენა კუთხიდან აირჩიეთ მენიუ  > Settings (პარამეტრები) > Parental Controls (მშობლის კონტროლი)

3. მონიშნეთ „On“

4. მოიფიქრეთ და შეიყვანეთ PIN კოდი რათა ბავშვმა ვერ შეძლოს თქვენ მიერ დაყენებული პარამეტრების შეცვლა

5. ეკრანზე ნაჩვენები ვარიანტებიდან მონიშნეთ კონტენტის სახეობა, რომლის შეზღუდვაც გსურთ

6. აირჩიეთ შეზღუდვის ან ფილტრაციის ტიპი.

YouTube-ის უსაფრთხო საძიებო სისტემა

YouTube ყველაზე პოპულარული ვიდეო პორტალია მსოფლიოში. მასზე წუთში დაახლოებით 300 საათის კონტენტი იტვირთება.

მართალია YouTube-ის ადმინისტრაცია თავად ცდილობს, შეზღუდოს მძიმე ფორმებში გამოხატული ძალადობისა და პორნოგრაფიის შემცველი ვიდეოები, თუმცა სიძულვილის ენასა და აგრესიულ შეხედულებებს შეიძლება მაინც შეხვდეთ.

 

ამ საფრთხის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა „უსაფრთხო რეჟიმის“ (Safety Mode) გააქტიურება ყველა იმ მოწყობილობაზე, რომელსაც თქვენი ბავშვი იყენებს YouTube-ის საყურებლად. უსაფრთხო რეჟიმი ავტომატურად ფილტრავს არასრულწლოვნებისთვის შეუსაბამო მასალას.

 

 

YouTube-ის უსაფრთხო ძიების გააქტიურება პერსონალურ კომპიუტერზე, და IOS და Android აპლიკაციებზე

რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის მაგივრად, შეგიძლიათ, გამოიყენოთ YouTube Kids აპლიკაცია, თუმცა თვალის მიდევნება მასზეც დაგჭირდებათ.

 

 

 

YouTube Kids-ს მარტივი ინტერფეისი აქვს და საბავშვო ვიდეოებს ფილტრავს. აპლიკაცია სავსეა სხვადასხვა მულტფილმებით, თუმცა აქაც მრავლად შეხვდებით პაროდიებს და მასალას, რომელიც გარკვეული დოზით ძალადობას შეიცავს. სამწუხაროდ, YouTube Kids მხოლოდ აპლიკაციაა და მას ბრაუზერების ვერსია არ გააჩნია.

იმისთვის, რომ YouTube Kids აპლიკაცია მაქსიმალურად უსაფრთხო გახადოთ, გახსენით იგი, დააწექით „Home screen age level”-ს იმისთვის, რომ განსაზღვროთ მაყურებლების აუდიტორია, იქნება ეს ნებისმიერი ასაკის ბავშვი, სკოლამდელი, თუ სკოლის ასაკის.

 

 

 

 

YouTube-ის უსაფრთხო ძიების გააქტიურება iPhone და iPod Touch-ზე

 

თუ თქვენი ბავშვი iPhone-ს ან iPod Touch-ს იყენებს, შეგიძლიათ ამ მოწყობილობებზეც გაააქტიუროთ უსაფრთხო ძიების ფუნქცია. ამ მოწყობილობებს აქვთ YouTube აპლიკაცია, თუმცა აპლიკაციაზე უსაფრთხო ძიების ფუნქცია ხელმისაწვდომი არ არის. ფუნქციის გააქტიურებას იმ შემთხვევაში შეძლებთ, თუ თქვენი ბავშვი YouTube-ს ბრაუზერიდან უყურებს. ამისათვის:

YouTube-ის უსაფრთხო ძიების გააქტიურება iPad/iPad Mini-ზე

 

ფუნქციის გააქტიურებას იმ შემთხვევაში შეძლებთ, თუ თქვენი ბავშვი YouTube-ს ბრაუზერიდან უყურებს. ამისათვის:

უსაფრთხო ძიების გააქტიურება Android-ის YouTube აპლიკაციის შემთხვევაში:

 

მნიშვნელობა არ აქვს, იყენებთ სმარტფონს, თუ ტაბლეტს, ნაბიჯები უსაფრთხო ძიების გასააქტიურებლად ერთნაირია. ამისათვის:

Facebook-ის უსაფრთხო რეჟიმში მოხმარება

Facebook-ი არ არის ბოლომდე ბავშვებზე მორგებული პლატფორმა, რის გამოც მასზე დასარეგისტრირებლად მინიმალური ასაკი 13 წელია. Facebook-ს არ აქვს კონტენტის პირდაპირი გაფილტვრის ან მშობლის კონტროლის ფუნქციები. გარდა ამისა, Facebook მეგობრებს დიდი გავლენა აქვთ იმ მასალაზე, რასაც თითოეული მომხმარებელი სიახლეების ზოლში ხედავს. 

 

ამ პირობებში, საუკეთესო, რისი გაკეთებაც მშობელს შეუძლია ბავშვის უსაფრთხოების დასაცავად, არის ბავშვის Facebook ანგარიშში უსაფრთხოების პარამეტრების ისე დარეგულირება, რომ მინიმუმამდე შემცირდეს რისკები. ამ საკითხზე IDFI-ის ცალკე გზამკვლევი აქვს მომზადებული.

უსაფრთხო რეჟიმის გააქტიურება Windows 7-ზე

გარდა კონკრეტული ონლაინ პლატფორმისა, უსაფრთხოების ჩაშენებული ფუნქცია გააჩნია თავად კომპიუტერულ მოწყობილობასაც, იქნება ეს პერსონალური კომპიუტერი, სმარტფონი თუ ტაბლეტი. ეს ფუნქცია დაგეხმარებათ, აკონტროლოთ თქვენი ბავშვის მიერ ეკრანთან გატარებული დრო, და მისი წვდომა თამაშებსა თუ კონკრეტულ პროგრამებზე. Windows 7-ის შემთხვევაში, უსაფრთხო რეჟიმის გასააქტიურებლად:

დამატებითი კონტროლის მექანიზმები

 

Windows 7-ს არ აქვს ვებფილტრი (ეს ფილტრი აქვს Windows Vista-ს). თუ გსურთ, გქონდეთ დამატებითი კონტროლის მექანიზმები, მაგალითად ვებ ფილტრი, რომელიც შეუსაბამო კონტენტს გაფილტრავს და ასევე გსურთ, გქონდეთ საქმიანობის ანგარიშები (Activity Reports), შეგიძლიათ დააყენოთ Windows Live Family Safety.

 

 

 

 

 

მისი დახმარებით ზოგიერთ ვებგვერდთან წვდომას შეზღუდავთ, ასევე შეძლებთ, მიიღოთ ჩანაწერი იმის შესახებ, თუ რომელ ვებგვერდებს ეწვია თქვენი ბავშვი. საქმიანობის ანგარიშების ნახვა დისტანციურად (მაგალითად სამსახურის კომპიუტერიდან) ონლაინ რეჟიმშია შესაძლებელი. ასევე დისტანციურად შეიძლება ცვლილების შეტანა პარამეტრებში. ამისათვის თქვენ უნდა მონიშნოთ “Activity reporting”და შეიტანოთ მასში სასურველი ცვლილებები.

 

უსაფრთხო რეჟიმის გააქტიურება Windows 10-ზე

Windows 10-ზე Microsfot-ს გააჩნია „Family Security settings“. ეს ფუნქცია მშობელს საშუალებას აძლევს, არასრულწლოვან ბავშვს შეუქმნას საკუთარი ანგარიში, შეზღუდოს მისი წვდომა გარკვეულ მასალებზე და დაუწესოს მოწყობილობის გამოყენების დროის ლიმიტი. ამისათვის:

სისტემა თქვენი ბავშვისთვის ელფოსტის შექმნას მოგთხოვთ. შეიყვანეთ დეტალები შესაბამის ველებში და უსაფრთხოებისთვის დაამატეთ ტელეფონის ნომერი.

 

ანგარიშზე პარამეტრების შესაცვლელად, ახლადშექმნილი ანგარიშის ქვემოთ დააწექით „Manage family settings online“, იგი Microsoft-ის ვებგვერდზე გადაგამისამართებთ. აქვე გამოჩნდება თქვენი ოჯახის წევრების ანგარიშები. თითოეული ანგარიშის მარჯვნივ არის ჩამონათვალი, საიდანაც შეგიძლიათ, შეამოწმოთ საქმიანობა, დანახარჯები, ეკრანთან გატარებული დრო და ა.შ. ასევე არის ღილაკი “More”, რომელზე დაჭერითაც ვებბრაუზერის ფილტრს გახსნით:

 

 

ვებბრაუზერის ფილტრი თქვენს არასრულწლოვან ბავშვს შეუსაბამო ვებგვერდებისა და მასალებისგან დაიცავს. მისი მეშვეობით, შეგიძლიათ შეადგინოთ ნებადართული ვებგვერდების სია, სადაც აკრძალულ ვებგვერდებსაც მიუთითებთ. ის ასევე ფილტრავს იმ მასალას, რასაც თქვენი ბავშვი Windows store-ზე (Windows ონლაინ მაღაზია) პოულობს. ფილტრის დახმარებით, თქვენ შეგიძლიათ, მიუთითოთ კონკრეტული ასაკი და მასალები ამ ასაკის შესაბამისად გაიფილტრება.

 

გამოსადეგი ფუნქციაა ასევე “Screen Time”. იგი გეხმარებათ, აკონტროლოთ, რამდენი საათი იყენებს თქვენი ბავშვი დღეში კომპიუტერს. დროზე ლიმიტის დაწესებისას, შეგიძლიათ მონიშნოთ დღის მხოლოდ ის მონაკვეთი, როდესაც თქვენი ბავშვი გამოიყენებს კომპიუტერს.

 

 

 

 

უსაფრთხო რეჟიმის გააქტიურება Android მოწყობილობებზე

ეს რეჟიმი მუშაობს Android 5.0 (ან მომდევნო) ვერსიებზე (4.3 ან მომდევნო ვერსიებზე პლანშეტის შემთხვევაში)

Android-ის სხვადასხვა ვერსიაზე ინტერფეისი არაერთგვაროვანია, შესაბამისად, პარამეტრებიც სხვადასხვანაირად ჩანს. თუმცა, უსაფრთხო რეჟიმის პროცესის გააქტიურება ერთნაირად ხდება - პირველ რიგში უნდა მოიძიოთ “User” (მომხმარებლის) პარამეტრები. 

მშობლის კონტროლის რეჟიმის გააქტიურება iPhone და iPad-ზე

არასრულწლოვანი ბავშვის iPhone/Ipad-ზე მშობლის კონტროლის რეჟიმის გასააქტიურებლად:

იხილეთ გზამკვლევის სრული ვერსია