Facebook-ის მოხმარებას, სარგებლის გარდა, თან გარკვეული რისკებიც ახლავს. ბოლო მონაცემებით, 83 მილიონი ყალბი Facebook ანგარიში არსებობს. ასეთი ანგარიშები ხშირ შემთხვევაში იდენტობის დაფარვის ან ინფორმაციის ანონიმურად გავრცელების მიზნებით გამოიყენება. მათი არსებობა სოციალური ქსელის გამოყენების რისკს საგრძნობლად ზრდის, რადგან ყალბი ანგარიშის მფლობელს შეუძლია მარტივად მიითვისოს თქვენი იდენტობა, დაუმეგობრდეს თქვენსავე მეგობრებს და მათგან თქვენივე პირადი ინფორმაცია გამოითხოვოს.
საბედნიეროდ, Facebook ითვალისწინებს ამ და სხვა რისკებს და აძლევს მომხმარებელს არაერთ საშუალებას, აკონტროლოს საკუთარი უსაფრთხოების პარამეტრები. მაგალითად, Facebook-ზე განსაკუთრებულად მოწყვლადი სეგმენტისთვის - მოზარდებისთვის - სპეციალური უსაფრთხოების პორტალია შექმნილი. თუმცა, სამწუხაროდ, ცოტამ თუ იცის ამ საშუალებების შესახებ.
სწორედ ამიტომ, IDFI-მ მოამზადა Facebook უსაფრთხოების გზამკვლევი, რომელიც დაგეხმარებათ პირადი ინფორმაციის დაცვაში.
ზოგადი რჩევები
Facebook-ში შესვლა
აუდიტორიის მართვა
მონიშვნის (tag)ფუნქცია
პირადი მონაცემების მართვა
Messenger მიმოწერის უსაფრთხოება
სმარტფონებზე თქვენ დაინსატლირებული გაქვთ, როგორც Facebook-ის ისე მესენჯერის აპლიკაციები, თუმცა Facebook-იდან გამოსვლით მესენჯერი ჩართული რჩება. შესაბამისად, თუ ვინმე თქვენს ტელეფონს აიღებს, მას მთელი თქვენი მიმოწერის ნახვა შეეძლება.
Facebook Messenger-იდან გამოსვლის ინსტრუქცია IOS-ის მაგალითზე
1. გახსენით Facebook აპლიკაცია;
2. Facebook-ის მარჯვენა ქვედა კუთხეში არსებული მენიუს საშუალებით აირჩიეთ პარამეტრები;
3. აირჩიეთ "Account Settings", შემდეგ კი - "Security" (ან "Security and Login");
4. აირჩიეთ "Active Sessions" > "Facebook Messenger" შემდეგ კი - "Log Out".
Facebook Messenger-იდან გამოსვლის ინსტრუქცია Android-ის მაგალითზე
1. გადადით თქვენი სმარტფონის პარამეტრების განყოფილებაში;
2. აირჩიეთ "Apps";
3. აირჩიეთ Messenger აპლიკაცია;
4. Android 6.0 ვერსიის შემთხვევაში ეკრანზე გამოჩნდება "Storage";
5. მონიშნეთ იგი და აირჩიეთ "Clear Data", შემდეგ კი - "Ok".