სამუშაო შეხვედრა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან - ინტერნეტის რეგულირება საქართველოში

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | სტატია 28 აპრილი 2017

ავტორი: სოფიო გიორგაძე

 

IDFI-ის ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა ონლაინ კონტენტის დაბლოკვის, გაფილტვრისა და მოხსნის რეგულაციების შესახებ. შეხვედრას ესწრებოდნენ სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, კერძოდ: მაგთიკომი, ჯეოსელი, ბილაინი, კავკაზუს ონლაინი, სილქნეტი, საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია, adjara.com, LPA და „Digital Report.

 

ღონისძიების მიზანი იყო საქართველოში ინტერნეტ შეზღუდვის სფეროში არსებული პრობლემების გამოვლენა და ონლაინ კონტენტის დაბლოკვის, გაფილტვრისა და მოხსნის შესახებ კერძო სექტორის პოზიციების გათვალისწინება.

 

შეხვედრას IDFI-ის ელექტრონული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ტურაშვილი და კანონის უზენაესობის მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ბერაია უძღვებოდნენ. საუბარი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა ინტერნეტ თავისუფლებასთან დაკავშირებით სახელმწიფოსა და მარეგულირებელი კომისიის როლი, კანონში „დაუშვებელი პროდუქციის“, „შეურაცხმყოფელი პროდუქციისა“ და „პორნოგრაფიის“ განმარტების ბუნდოვანება და ამავე საკითხთან მიმართებაში ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების ვალდებულებები.

 

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე წარმოადგინეს საავტორო უფლებების და ქართულ დომენებზე არსებული კონტენტის კონტროლირების საკითხებთან დაკავშირებული რეკომენდაციები.

 

კერძო სექტორის წარმომადგენლებმა საკუთარ პრაქტიკაში არსებული შემთხვევები განიხილეს და IDFI-ს საჩივრების განხილვის პროცედურები გააცნეს. მონაწილეთა თქმით, არსებული რეგულაციები მოძველებულია;კომუნიკაციების ეროვნული კომისია ახალ რეგლამენტზე მუშაობს, თუმცა მისი დასულების თარიღი ცნობილი არ არის.

 

შეხვედრის მონაწილეებმა წარადგინეს რეკომენდაცია აუდიოვიზუალური პროდუქციის რეგულირების შესახებ და აღნიშნეს, რომ ევროკავშირში ინტერნეტით და ელექტრონული მედიის სხვა საშუალებებით გავრცელებული აუდიოვიზუალური მასალა თანაბარი წესით რეგულირდება, საქართველოში კი ინტერნეტი ჯერ კიდევ განსხვავებულ მედია საშუალებად ითვლება.

 

პორნოგრაფიული პროდუქციის რეგულირებასთან დაკავშირებით გაჟღერდა ე.წ „hot listing“-ის შექმნის საერთაშორისო პრაქტიკა, რაც გულისხმობს ამ შინაარსის ვებგვერდთა ჩამონათვალის შექმნას და მასზე ოპერატორების შესაბამის რეაგირებას. 

 

შეხვედრაზე საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა უჩა სეთურმა ისაუბრა ახალ ინიციატივაზე თვითრეგულირების დოკუმენტის შექმნასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ დოკუმენტი ევროკავშირის დახმარებით იქმნება და საწყის ეტაპზე მას მცირე და საშუალო ოპერატორები შეიმუშავებენ.

 

შეხვედრის დასკვნით ეტაპზე შემაჯამებელი დისკუსია გაიმართა. მონაწილეებმა შეაჯამეს საქართველოში ინტერნეტ რეგულირების საკითხში ჩართული მხარეების უფლებამოსილებები და პროექტის შემდგომი ეტაპების წარმატებით განხორციელებისთვის საჭირო რეკომენდაციები წარადგინეს.

 

შეხვედრა ჩატარდა პროექტ „საქართველოში ინტერნეტის თავისუფლების სამართლებრივი გარანტიების გაუმჯობესებას“ ფარგლებში. IDFI მომავალში მსგავსი შეხვედრის ჩატარებას სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებთანაც გეგმავს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023