სამუშაო შეხვედრა კიბერუსაფრთხოების შესახებ სამოქალაქო საზოგადოებისთვის: საფრთხეები და რეაგირება

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | სტატია 21 აპრილი 2023

2023 წლის 20 აპრილს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და ელექტრონული მმართველობის აკადემიის (eGA) ერთობლივი პროექტის (DRIVE: ციფრულად მოწყვლადი მოქალაქეების საჭიროებების კვლევა) ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა - კიბერუსაფრთხოება სამოქალაქო საზოგადოებისთვის: საფრთხეები და რეაგირება.  ღონისძიებას სამოქალაქო საზოგადოების, საჯარო უწყებებისა და მედიის წარმომადგნლები (ჯამში 22 მონაწილე) ესწრებოდნენ. ონლაინ ღონისძიება ციფრული კონფიდენციალურობის, კიბერუსაფრთხოების მთავარი გამოწვევებისა და 2023 წლის ძირითადი ტენდენციების შესახებ დამსწრეთა ინფორმირებას ისახავდა მიზნად. 

 

სამუშაო შეხვედრას უძღვებოდა ელექტრონული მმართველობის აკადემიის კიბერუსაფრთხოების პროგრამის დირექტორი და ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის (EPF) კიბერ თავდაცვის პროგრამის გუნდის ხელმძღვანელი საქართველოში, მერლ მაიგრე. სამუშაო შეხვედრა დაეთმო საიმედო პაროლის შექმნის, პროგრამებისა და მოწყობილობების უსაფრთხო გამოყენების, ასევე სოციალურ ქსელში ინფორმაციის განთავსების რისკების შესახებ პრაქტიკული ცოდნის გაზიარებას. გარდა ამისა, ქალბატონმა მაიგრემ შეხვედრის დროს კიბერუსაფრთხოების გეგმის არსებობის მნიშვნელობასა და პოტენციურ საფრთხეებს გაუსვა ხაზი.

 

სამუშაო შეხვედაზე მოხსენებებით წარდგნენ კიბერუსაფრთხოების ეროვნული ასოციაციის წარმომადგენელი, ეკა გორდაძე, რომელმაც საქართველოს წინაშე არსებულ მთავარ კიბერ გამოწვევებს გაუსვა ხაზი; ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციის „მშობლები განათლებისთვის“ პროექტის მენეჯერი, ნუცა გოგუაძე, რომელმაც გამარჯვებული პროექტის - მშობლების ციფრული განათლება - შესახებ ისაუბრა. პროექტი მშობლების ციფრული უნარების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად და ითვალისწინებს თბილისში, ბოლნისსა და გორში, როგორც ონლაინ, ისე პირისპირ შეხვედრებისა და ტრენინგების ჩატარებას.

 

გარდა ამისა, სამუშაო შეხვედრის დამსწრეებმა საქართველოში ელექტრონული არჩევნების ჩატარების შესაძლებლობაზე ისაუბრეს და სისტემის მხარდაჭერისთვის აუცილებელი სამართლებრივი და ტექნიკური საფუძვლებიც მიმოიხილეს. ღონისძიების დასკვნითი ნაწილი დაეთმო ორგანიზაციის რისკების მართვის პროცედურებს, ბიზნეს პროცესების უწყვეტობის გეგმასა და მონაცემთა კატეგორიზაციას.

 

საერთო ჯამში, სამუშაო შეხვედრა იყო პრაქტიკული და ინტერაქციული - მონაწილეებმა ღირებული ინფორმაცია მიიღეს როგორც ინდივიდუალურ, ისე ორგანიზაციულ დონეზე პოტენციური კიბერშეტევების მაქსიმალურად თავიდან არიდების შესახებ.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024