სამუშაო შეხვედრა საქართველოში ღია მონაცემების ხელმისაწვდომობის საჭიროებების, საერთაშორისო სტანდარტებისა და კარგი პრაქტიკების შესახებ

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | ღია მმართველობა | სტატია 15 ნოემბერი 2022

2022 წლის 15 ნოემბერს, IDFI-მ გამართა სამუშაო შეხვედრა - საჯარო მონაცემების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება: საერთაშორისო სტანდარტები, კარგი პრაქტიკები და საქართველო. ღონისძიება ეხებოდა საქართველოში საჯარო/ღია მონაცემების ხელმისაწვდომობას: მთავარ მიღწევებს, გამოწვევებსა და საჭიროებებს. ღონისძიება განკუთვნილი იყო საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის. 

 

ღონისძიებაზე IDFI-ის წარმომადგენლებმა გააკეთეს პრეზენტაციები ქვეყანაში ღია მონაცემების განკარგვისა და ხელმისაწვდომობის შესახებ მთავარ საჭიროებებზე, რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია მონაწილეების აქტიური ჩართულობით. კერძოდ, IDFI-ის ადგილობრივი მმართველობის, ინტერნეტისა და ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელმა, თეონა ტურაშვილმა გააკეთა პრეზენტაცია საჯარო/ღია მონაცემების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით სხვადასხვა საერთაშორისო კვლევის/გამოკითხვის მიხედვით საქართველოს შედეგებზე, გამოკვეთილ მიღწევებსა და საჭიროებებზე. აქცენტი გაკეთდა თუ რა ესაჭიროება ქვეყანას აღნიშნულ გამოკითხვებში შედეგების გასაუმჯობესებლად: კანონმდებლობის გაუმჯობესება, ცალკეული მონაცემების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, თუ მონაცემების უფრო დეტალური ფორმით გამოქვეყნება. ამისთვის, IDFI-ის ანალიტიკოსმა, დავით ერისთავმა მიმოიხილა მსგავსი კვლევების საფუძველზე გამოკვეთილი კარგი პრაქტიკები სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც შესაძლებელია სასარგებლო აღმოჩნდეს საქართველოსთვის ცალკეულ საკითხებზე მონაცემების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად. დავითმა, ასე მიმოიხილა საჯარო მონაცემების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული ევროკავშირის მთავარი დირექტივა - ღია მონაცემების დირექტივა: დირექტივის მთავარი პრინციპები და მოთხოვნები. აღნიშნული დირექტივის გათვალისწინება მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროსტანდარტებთან კანონმდებლობის ჰარმონიზაციის კუთხით. 

 

პრეზენტაციების პარალელურად გაიმართა დისკუსია საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლების მონაწილეობით, რომლებმაც მიმოიხილეს ცალკეულ უწყებაში დაგეგმილი აქტივობები მონაცემების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიმართულებით. მათი შეფასებით, ამ პროცესში სასარგებლო იქნება ღონისძიების დროს მიწოდებული ინფორმაცია და საქართველოს შედეგები საერთაშორისო კვლევებსა და რეიტინგებში. ღონისძიების მონაწილეებს შორის იყვნენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, ციფრული მმართველობის სააგენტოს, ეროვნული ბანკის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები.     

 

ღონისძიება გაიმართა პროექტის-ღია მონაცემების სტანდარტების ამაღლება და გამოყენების წახალისება საქართველოში - ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო მედიის მხარდაჭერის (IMS - International Media Support) მიერ. 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024

მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ ლიდერებს, ქართველ ხალხს აუხსნან, ავალებდნენ თუ არა მათ უცხო სახელმწიფოს ინტერესის სასარგებლოდ მოქმედებას

07.04.2024

კოალიცია ანტიკორუფციული ბიუროსთვის მოსამართლეთა ქონების შემოწმების შეჩერებას ეხმიანება

06.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023