აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის სამუშაო შეხვედრა

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 20 ივლისი 2022

14-15 ივლისს აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოსა და მასთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის წევრებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრის ფარგლებში განიხილეს უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის წარმოდგენილი ინიციატივები.

 

სამუშაო შეხვედრა გახსნეს უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის მენეჯერმა, გიორგი ბობღიაშვილმა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ღია მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელმა დავით მაისურაძემ. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები, აპარატის უფროსი, ქეთევან კვინიკაძე და აპარატის უფროსის მოადგილე გიორგი ცხვედიანი, რომლებმაც შეხვედრის განმავლობაში გაუზიარეს აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებს საქართველოს პარლამენტის გამოცდილება ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმების შემუშავებასთან დაკავშირებით.

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს 2022-2024 წლების ღია მმართველობის სამოქმედო გეგმისთვის ინიციატივები წარმოადგინეს საკონსულტაციო ჯგუფის წევრმა ორგანიზაციებმა - გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), დემოკრატიის ინსტიტუტმა, მწვანე სექტორმა, ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრმა და ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრმა. ინიციატივები ასევე წარმოადგინეს უმაღლესი საბჭოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა. შეხვედრაზე განიხილეს ინიციატივების კონკურსში - „იდეა უმაღლესი საბჭოს ღიაობისთვის“ გამარჯვებული სამი იდეაც - მობილური აპლიკაცია SCAapp, კონკურსი „ვიცი კონსტიტუცია“ და მიეცით ხმა კანონპროექტს, რომელთა ავტორები არიან სკოლების მოსწავლეები. აღნიშნული იდეების გათვალისწინებაც მოხდება ახალ სამოქმედო გეგმაში.

 

წარდგენილი ინიციატივები და რეკომენდაციები მიზნად ისახავს უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო და საზედამხედველო  საქმიანობაში საზოგადოების მონაწილეობის გაზრდას, მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და უმაღლესი საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობის ზრდას.

სამუშაო შეხვედრაზე განხილული ინიციატივები შეჯერდა და რვა ვალდებულების ფორმით ჩამოყალიბდა, რომლებსაც განიხილავს აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭო და საბოლოო ფორმით დაამტკიცებს აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიურო.

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის სამუშაო შეხვედრა ჩატარდა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი მჭიდროდ თანამშრომლობს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI), საქართველოს პარლამენტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ღია მმართველობის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ლიზიკო აბზიანიძის მოგონებები

12.07.2024

ამერიკული სამხედრო დახმარება - რატომ, რისთვის და რამდენით აფინანსებს აშშ საქართველოს

11.07.2024

GRECO-ს შეფასების მე-5 რაუნდის ანგარიშის მიმოხილვა: გამოვლენილი გამოწვევები და საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციები

11.07.2024

ონლაინ ტრენინგი საჯარო მონაცემების მოპოვებისა და შეგროვების საკითხებზე

10.07.2024
განცხადებები

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024

ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

30.05.2024
ბლოგპოსტები

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსის შედეგები აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში

04.07.2024

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024