სტუდენტებისთვის სემინარი „ჰიბრიდული ომი და ჟურნალისტიკა“ ჩატარდა

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია 14 თებერვალი 2022

2022 წლის 10 თებერვალს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) და საქართველოს უნივერსიტეტის საერთო პროგრამის: “დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კვლევის” სტუდენტებისა და საქართველოს უნივერსიტეტის, სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტებისთვის სემინარი ჩატარდა. სემინარზე ყურადღება გამახვილდა მთავრობებისა და სამხედროების მიერ საბრძოლო მოქმედებების ხაზზე გავრცელებული დეზინფორმაციული ნარატივების შინაარსსა და მათი გაბათილების მექანიზმებზე. ამასთანავე, სემინარის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია მეინსტრიმული და რუსული მარიონეტული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემოწმებაზე, განსაკუთრებით კონფლიქტურ ზონებში ( განხილული იყო აფხაზეთისა და ყირიმის მაგალითები).


სემინარის განმავლობაში, მონაწილეებმა განიხილეს ჰიბრიდული ომის ისტორია მოწმის პერსპექტივიდან, იმის გათვალისწინებით, რომ ჰიბრიდულ ომში, რომლის წინაშეც ახლა ყველანი ვართ, ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია ნებისმიერ დროს გახდეს ასეთი მოწმე.

 

მთავარი მომხსენებელი ალექსეი ბობროვნიკოვი აკვირდებოდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას და სამხედრო დანაშაულთა სერიას უკრაინის საოკუპაციო ძალებთან სადემარკაციო ხაზზე. ახლა ის მუშაობს კავკასიაში ნობელის პრემიის ლაურეატი „ნოვაია გაზეტას“ დავალებით.

 

სპიკერის შესახებ: ალექსეი ბობროვნიკოვი ბეჭდვითი და სატელევიზიო ჟურნალისტი დაიბადა კიევში. გამოქვეყნებული აქვს მრავალი მოთხრობა და ესსე უკრაინის სხვადასხვა გამომცემლობასა და ყოველკვირეულ ჟურნალებში. ბობროვნიკოვი აშუქებდა 2014 წლის დასაწყისში კიევში მაიდანის საპროტესტო აქციების შესახებ, ხოლო 2015 წლიდან ის იკვლევს კონტრაბანდის გზებს აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასში. ამ კვლევის გამო, ის ხშირად გამხდარა მუქარის ობიექტი. მისმა რედაქტორების ზეწოლის შედეგად, ბობროვნიკოვმა დატოვა ზემოაღნიშნული კვლევა 2016 წლის ივნისში. მას შემდეგ, იგი მიიმალა დასავლეთ უკრაინაში და დატოვა ქვეყანა 2016 წელს. 2017 წლიდან 2018 წლამდე იმყოფებოდა ჰამბურგის ფონდში, პოლიტიკურ დევნილთათვის. ამის შემდეგ იგი გახდა გერმანული PEN-ის ემიგრაციაში მყოფ მწერალთა პროგრამის წევრი.

 

სემინარის ჩატარდა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მხარდაჭერის ფარგლებში.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების “გამჭვირვალობის” კვლევით დაკავებული ხელისუფლების გამჭვირვალობა

18.07.2024

ონლაინ ტრენინგი საჯარო პოლიტიკის ანალიზის საკითხებზე

15.07.2024

ლიზიკო აბზიანიძის მოგონებები

12.07.2024

ამერიკული სამხედრო დახმარება - რატომ, რისთვის და რამდენით აფინანსებს აშშ საქართველოს

11.07.2024
განცხადებები

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024
ბლოგპოსტები

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსის შედეგები აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში

04.07.2024

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024