სამუშაო შეხვედრა სტუდენტებთან

სიახლეები 6 ოქტომბერი 2014

2014 წლის 4-5 ოქტომბერს პროექტის „მთავრობის გასაკონტროლებლად საჭირო ელ-უნარების განვითარება“ მონაწილე სტუდენტებისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ დამატებითი ინფორმაცია ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) პლატფორმის, მასში ჩართული ქვეყნების და მათ მიერ აღებული ვალდებულებების შესახებ. IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა, სტუდენტებს გააცნო OGP-ის მუშაობის მექანიზმები, საქართველოს გაწევრიანება, სამოქმედო გეგმის პრიორიტეტები და უკვე შესრულებული თუ შესასრულებელი ვალდებულებები.


შეხვედრის მეორე ნახევარი დაეთმო საჯარო პოლიტიკის ანალიზს და აკადემიურ წერას. საჯარო პოლიტიკის ნაწილში სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ონლაინ-კენჭისყრაში და თავად გამოავლინეს საჯარო პოლიტიკის სამი მათთვის პრიორიტეტული სფერო, რომელზეც შემდგომში გააგრძელებენ მუშაობას. აკადემიური წერის სესია დაეთმო წერის ტექნიკებისა და კვლევის მეთოდების გაცნობას, სადაც მომხსენებელმა ძირითადი აქცენტი გააკეთა მოკლე, მარტივი და საინტერესოდ წასაკითხი ნაშრომის მომზადების მნიშვნელობასა და მცირე დროში ეფექტური კვლევის განხორციელებაზე.


აღსანიშნავია, რომ მონაწილეებს სამი თვის განმავლობაში შესაძლებლობა ექნებათ თავად დააკვირდნენ ხელისუფლების საქმიანობას და მოამზადონ ბლოგ-პოსტი საკუთარი მონიტორინგის შედეგების საფუძველზე. ტრენინგის მონაწილეები ასევე მიიღებენ მონაწილეობას ესეების კონკურსში, რომლის საუკეთესო 10 მონაწილის ბლოგი გამოქვეყნდება IDFI-ის გვერდზე და სამ გამარჯვებულს გადაეცემა Kindle.
პროექტის „ახალგაზრდებში მთავრობის გასაკონტროლებლად საჭირო ელ-უნარების განვითარება“ ხორციელდება საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

მანიფესტანტების მასიური თვალთვალი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის არასათანადო რეაგირება

15.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

საიამ, IDFI-მ და უფლებები საქართველომ ეუთოს ვენის მექანიზმს წერილობითი ინფორმაცია წარუდგინეს

10.04.2025
განცხადებები

მედია კოალიცია რეგიონული მედიის საქმიანობის შეზღუდვის ფაქტებს ეხმიანება

28.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
ბლოგპოსტები

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024