IDFI-მ ბათუმის მედიისთვის OGP-ის შესახებ ვორქშოფი გამართა

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 22 სექტემბერი 2014

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ბათუმში მომუშავე ჟურნალისტებისთვის 19 სექტემბერს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) შესახებ ვორქშოფი გამართა. შეხვედრა, რომელსაც IDFI-ის დირექტორი და ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის თანათავმჯდომარე გიორგი კლდიაშვილი უძღვებოდა, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია როგორც ზოგადად პარტნიორობის, ისე სამოქმედო გეგმის ფარგლებში უკვე შესრულებული და ახლად აღებული ვალდებულებების შესახებ.

გიორგი კლდიაშვილმა ვრცლად ისაუბრა ღია მონაცემების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით 2014-2015 წლების დაგეგმილ აქტივობებზე – ინფორმაციის თავისუფლების აქტის შემუშავებაზე, ღია მონაცემების პორტალი Data.gov.ge-სა და მოქალაქის პორტალის My.gov.ge-ს განვითარებაზე. მანვე ჟურნალისტებს ინფორმაცია მიაწოდა ისეთი ვალდებულებების შესახებ, როგორიცაა სატელეფონო საუბრების ფარული მოსმენის კვარტალური სტატისტიკის გამოქვეყნება, თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციის მონიტორინგის სისტემის დანერგვა, არქივების ხელმისაწვდომობის გამარტივება, მთავრობისთვის პეტიციების ონლაინ გაგზავნის პორტალის ichange.ge -ის შექმნა და საბიუჯეტო პროცესების შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მექანიზმის შემუშავება.

IDFI-ის დირექტორმა ხაზი გაუსვა მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობას სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში და აღნიშნა, რომ მედიას მნიშვნელოვანი როლი აკისრია, როგორც საზოგადოებისთვის OGP-სი შესახებ ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით, ასევე სახელმწიფო უწყებების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების კონტროლის მიმართულებით.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ რა ახალი ნორმები დაემატება ინფორმაციის თავისუფლების აქტს, რა რეგულაციები დაინერგება, როგორ მოხდება საჯარო ინფორმაციის მიღების პროცესში არსებული ხარვეზების წარმოქმნა, რა მექანიზმი არსებობს იმისათვის, რომ უწყებებმა პროაქტიულად ინფორმაციის გამოქვეყნებისას ერთიანი სტანდარტი დაიცვან და ზუსტი ინფორმაცია განათავსონ.

შეხვედრა პროექტის „ღია მმართველობის პარტნიორობის ხელშეწყობის“ ფარგლებში გაიმართა, რომლის ფინანსური მხარდამჭერია USAID, დემოკრატიული მმართველობა საქართველოში პროგრამა (G-3)

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საქართველო Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში

11.03.2025

ინტერვიუ ისტორიკოს გიორგი მამულიასთან

07.03.2025

საით იხრება საქართველოს საგარეო სავაჭრო კავშირები?

06.03.2025

Cellebrite: მასობრივი კონტროლის თანამედროვე საშუალება

28.02.2025
განცხადებები

მედია კოალიცია რეგიონული მედიის საქმიანობის შეზღუდვის ფაქტებს ეხმიანება

28.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024