ვორქშოპი ბიბლიოთეკარებისთვის - OGP და ინფორმაციის თავისუფლება საქართველოში

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 4 აპრილი 2014

Public, lecture, IDFI, საჯარო ლექცია, librarians, ბიბლიოთეკარები3 აპრილს საჯარო ბიბლიოთეკაში  საქართველოს ბიბლიოთეკართა ასოციაციასთან თანამშრომლობით OGP -ისა და ინფორმაციის თავისუფლების თემაზე IDFI -მ გაიმართა ვორკშოპი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ბიბლიოთეკების წარმომადგენლებისთვის. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა და ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარემ, ლევან ავალიშვილმა დამსწრეებს პრეზენტაციები წარუდგინეს. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონული და თბილისის ბიბლიოთეკების წარმომადგენლები.

გიორგი კლდიაშვილმა დამსწრეებს გააცნო ღია მმართველობის პარტნიორობა, ისაუბრა ინიციატივის მნიშვნელობაზე და საქართველოს მიღწევებზე საერთაშორისო საზოაგდოების წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების კუთხით.

შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბიბლიოთეკებზე, როგორც რეგიონებში საზოგადოებრივი ჩართულობის უზრუნველყოფის ძირითად საშუალებაზე. რამდენიმე რეგიონული ბიბლიოთეკა ადგილობრივებს სთავაზობს კომპიუტერითა და ინტერნეტით სარგებლობას. ამ საშუალებას განსაკუთრებით იმ რეგიონებში იყენებენ, სადაც საზოაგდოებრივი ცენტრები არ არის ხელმისაწვდომი.

გიორგი კლდიაშვილის ცნობით, იგეგმება რეგიონული ბიბლიოთეკების განახლება და საზოგადოებრივი ცენტრის ფუნქციებით აღჭურვა, ინფრასტრუქტურის განახლება, ბიბლიოთეკარების გადამზადება. ეს პროცესი დაიწყება საქართველოს მასშტაბით - ნუკრიანის, ხიდისთავის, ხულოსა და ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკების განახლებით. ეს ბიბლიოთეკები შეირჩა არსებული ინფრასტრუქტურისა და იუსტიციის სახლებიდან მოშორებულობის პრინციპით.

მონაწილეებმა ისაუბრეს მათთვის მტკივნეულ თემებზე, მათ შორის იმაზე, რომ ბიბლიოთეკათმცოდნეობა აღარ ისწავლება უნივერსიტეტში, რაც უახლოეს მომავალში კვალიფიციური კადრების ნაკლებობას გამოიწვევს. მათ ხაზი გაუსვეს სპეციალისტების მუდმივი გადამზადების აუცილებლობას ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად.

 მონაწილეებმა ასევე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საჯარო სამსახურის ბიუროს, hr.gov.ge -ს მუშაობაზე და ზოგადად საჯარო სამსახურში მუშაობის დაწყების პრობლემურობას გაუსვეს ხაზი.

გამოითქვა მოსაზრება, რომ ნეპოტიზმისა და უსამართლო გადაწყვეტილებების თავიდან არიდების მიზნით, საჯარო სამსახურში კადრების მიღების პროცესი გახდეს გამჭვირვალე.

 ლევან ავალიშვილმა მონაწილეებს გააცნო საქართველოს კანონმდებლობა და პრაქტიკა ინფორმაციის თავისუფლების სფეროში.

დამსწრეები განსაკუთრებულად დაინტერესდნენ პირადი და საჯარო ინფორმაციის დეფინიციით; დისკუსია მოყვა მინისტრების მეილით მიმოწერის განსაჯაროების თემას,  ასევე, მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს ინფორმაციის გაცემის ვადებზე.

ვორკშოპი ჩატარდა პროექტის "კანონმდებლობის გაუმჯობესება და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება ინფორმაციის თავისუფლების საკითხებში" ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI) და ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის „დემოკრატიული მმართველობა საქართველოში (G - 3)” ფარგლებში.

პროექტის განმავლობაში 13 მსგავსი ვორკშოპი და 9 დისკუსია ჩატარდა.



 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

26.12.2024

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024