სამუშაო შეხვედრა აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატთან

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 23 აპრილი 2021

23 აპრილს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) აჭარის უმაღლესი საბჭოს თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა პეტიციის წარდგენისა და განხილვის პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

 

წერილობითი და ელექტრონული პეტიციის დანერგვა აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მე-4 ვალდებულებაა. აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის წერილობითი პეტიციით მიმართვის შესაძლებლობა ამოქმედდება 2021 წლის 1 მაისიდან.

 

შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წარმომადგენელი, რომელმაც უმაღლეს საბჭოს აპარატს გაუზიარა პარლამენტის გამოცდილება წერილობითი და ელექტრონული პეტიციის წარდგენისა და განხილვის წესთან დაკავშირებით.

 

სამუშაო შეხვედრა გაიმართა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის - „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი მჭიდროდ თანამშრომლობს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI), საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში ღია მმართველობის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

მანიფესტანტების მასიური თვალთვალი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის არასათანადო რეაგირება

15.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

საიამ, IDFI-მ და უფლებები საქართველომ ეუთოს ვენის მექანიზმს წერილობითი ინფორმაცია წარუდგინეს

10.04.2025
განცხადებები

მედია კოალიცია რეგიონული მედიის საქმიანობის შეზღუდვის ფაქტებს ეხმიანება

28.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
ბლოგპოსტები

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024