IDFI-ის, სოციალური სამართლიანობის ცენტრისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სამუშაო შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან

სიახლეები | კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები | სტატია 28 ივნისი 2021

2021 წლის 24-25 ივნისს,  სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან თანამშრომლობით „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა” (IDFI) და “სოციალური სამართლიანობის ცენტრმა” მედიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. 

 

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა და სოციალური სამართლიანობის ცენტრის პროექტების კოორდინატორმა თამარ გვასალიამ.  

 

მედიის წარმომადგენლებმა დამსწრეებს გაუზიარეს სამუშაო შეხვედრასთან დაკავშირებით მათი მოლოდინები, რის შემდეგაც სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილემ, სოფიო ჯიაძემ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ფუნქციებზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიღწევებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. 

 

მეორე სესია საგამოძიებო მიმართულებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას დაეთმო, სადაც სახელმწიფო ინსპექტორის პირველმა მოადგილემ, გიორგი გამეზარდაშვილმა საგამოძიებო მიმართულებით არსებულ წარმატებებზე, დაგროვილ გამოცდილებებსა და დაბრკოლებებზე გაამახვილა ყურადღება. მომხსენებელმა ხაზი გაუსვა იმ პრობლემებს, რომლებიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლებს სამსახურის ქვემდებარე საქმეებზე შეტყობინებათა დროულად მიღების, გამოძიების სწრაფად და ეფექტიანად განხორციელებისა და მტკიცებულებათა მოპოვების პროცესში აქვთ. 

 

IDFI-სა და სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს კვლევის “დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი საქართველოში - მიღწევები და არსებული გამოწვევები” ძირითადი მიგნებები, რომლის საჯარო პრეზენტაცია 2021 წლის 12 ივლისს იგეგმება. IDFI-ს და სოციალური სამართლიანობის ცენტრის ეს ერთობლივი კვლევა პირველი დოკუმენტია, რომელიც სრულყოფილად მიმოიხილავს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის საქმიანობას და ყურადღებას ამახვილებს სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერებისა და დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე.

 

მომხსენებლების გამოსვლის შემდეგ, მედიის წარმომადგენლების აქტიური ჩართულობით გაიმართა დისკუსია, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა იმსჯელეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით  თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე.

 

ღონისძიება გაიმართა პროექტის “სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის მხარდაჭერა” ფარგლებში, რომელსაც “ღია საზოგადოების ფონდის (OSGF)” მხარდაჭერით, “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)” “სოციალური სამართლიანობის ცენტრთან” თანამშრომლობით ახორციელებს

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023