საქართველოში ინფორმაციის თავისუფლების ახალ კანონზე მუშაობა მიმდინარეობს

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 14 თებერვალი 2014

public, information, legislationსაქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით, ექსპერტების და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით დაიწყო მუშაობა ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ცალკე კანონის შექმნაზე.

ინფორმაციის თავისუფლების კანონპროექტზე სფეროს ექსპერტებმა 13 თებერვალს “ქორთიარდ მერიოტში” გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.

ახალი კანონის მიღება მიზნად ისახავს საჯარო ინფორმაციის მარეგულირებელი ნორმების ერთ ნორმატიულ აქტში გაერთიანებას, რაც ხელისუფლების გამჭვირვალობის ახალ სტანდარტს დაამკვიდრებს და ხაზს გაუსვამს მთავრობის ღიაობისა და საჯარო მმართველობის პოლიტიკას.

მრგვალი მაგიდა  ფონდ "ღია საზოგადოება – საქართველოს" მხარდაჭერით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში გაიმართა. შეხვედრას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე უძღვებოდა.ღონისძიებას ესწრებოდნენ აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

დისკუსიის მონაწილეებმა  ინფორმაციის თავისუფლების კანონპროექტზე მუშაობის პროცესი განიხილეს, მის კონცეფციაზე იმსჯელეს და ძირითადი პრობლემური საკითხები განსაზღვრეს.

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ აქტიურად არის ჩართული ინფორმაციის თავისუფლების კანონის შექმნასა და მისი განხორციელების უზრუნველყოფის მექანიზმების შემუშავებაში.

ინფორმაციის თავისუფლების ახალ კანონზე სამი ჯგუფი იმუშავებს. კანონით ზუსტად უნდა განისაზღვროს ინფორმაციის გაცემის ვადა,  უნდა გაიწეროს, თუ როგორი უნდა იყოს საჯარო დაწესებულებაში ინფორმაციის საჯარო რეესტრი, ყველა უწყებას უნდა ჰყავდეს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი.

კანონის პარალელურად მიმდინარეობს დისკუსია ინფორმაციის თავისუფლების საზედამხედველო ორგანოს - კომისიონერის ინსტიტუტის შექმნაზეც.

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა, როგორც კანონპროექტის შემუშავებაში ჩართულმა ექსპერტმა კომისიონერის ინსტიტუტის მნიშვნელობის, ფუნქციების და არსებული საერთაშორიო პრაქტიკს შესახებ კვლევის პრეზენტაცია წარმოადგინა.მისი თქმით, ამგვარი ინსტიტუტი ზოგ ქვეყანაში დამოუკიდებლად არსებობს, არის შერწყმული პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორატთან ან სახალხო დამცველს ექვემდებარება. გიორგი კლდიაშვილი მიიჩნევს, რომ უმჯობესია კომისიონერი დამოუკიდებლად არსებობდეს, ვინაიდან მას უნდა ჰქონდეს სანქცირების, სახალხო კონტროლის საშუალება, ამიტომ მისი დამოუკიდებლობის ხარისხი უზრუნველყოფილი უნდა იყოს.

კომისიონერის ფუნქცია იქნება, როგორც არ გაცემულ ინფორმაციასთან დაკავშირებული საჩივრების განხილვა და ადმინსიტრაციული ორგანოების სანქცირება, ასევე გაუწევს კონსულტაციებს დაინტერესებულ პირებს ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით. მისივე კომპეტენცია იქნება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულების შესრულების უწყვეტი მონიტორინგი.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024