მე-4 საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში იან რაჩინსკიმ ღია ლექცია ჩაატარა

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 19 დეკემბერი 2022

2022 წლის 17 დეკემბერს, მე-4 საერთაშორისო კონფერენციის - „არქივების ღიაობის მნიშვნელობა საბჭოთა წარსულის გადაფასებასა და პროპაგანდისთვის წინააღმდეგობის გაწევაში“ ფარგლებში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) გორსა და კასპში გასვლითი შეხვედრები გამართა. 

 

შეხვედრებს ესწრებოდნენ კონფერენციის მომხსენებლები, სტუდენტები, შსს არქივისა და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებმაც ქალაქ გორში, IDFI-ის წარმომადგენლებთან ერთად,  აფხაზეთსა და სამაჩაბლოში სამშობლოსათვის დაღუპულ რაინდთა მემორიალი, საბრძოლო დიდების მუზეუმი, ერისთავის თეატრი და ქუჩის მხატვრობის ნიმუშები დაათვალიერეს. მათ, ადგილობრივ სტუდენტებთან ერთად,  საშუალება ჰქონდათ, გასცნობოდნენ პროექტის "გორის ალტერნატიული იდენტობის" ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებსა და შექმნილ მასალებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, ისინი ჩაერთვნენ შესაბამის ტურში "გორის ალტერნატიული იდენტობა".

 

მოგვიანებით, კასპის სკოლა-გიმნაზიაში არსებულ ოკუპაციის მუზეუმში, რომელიც საბჭოთა კავშირის დროინდელ პოლიციის ყოფილ შენობაშია განთავსებული, 2022 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ისტორიულ-საგანმანათლებლო და უფლებადამცველი ორგანიზაციის, “საერთაშორისო მემორიალის”, თავმჯდომარემ, იან რაჩინსკიმ ღია ლექცია ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც ისაუბრა რეპრესიების მიმდინარეობაზე, მასშტაბებსა და სტატისტიკის შედგენის მახასიათებლებზე. მან განიხილა რეპრესიების დინამიკა 1921 წლიდან დიდ ტერორამდე - 1937-1938 წლამდე, დიდი ტერორის დროს და დიდი ტერორიდან 1953 წლამდე. 

 

აღსანიშნავია, რომ კასპის სკოლა-გიმნაზიის შენობის სარდაფში საბჭოთა კავშირის პერიოდში მოწყობილი იყო წინასწარი დაკავების იზოლატორი, სადაც სკოლის ძალისხმევით დაარსდა კასპის საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი.

 

მუზეუმში ორი საგამოფენო დარბაზია მოწყობილი - ბანერებზე განთავსებული ინფორმაცია გვიყვება ბოლშევიკური რეჟიმის დამყარებიდან 2008 წლის აგვისტოს ომის ჩათვლით ისტორიებს რეპრესიებსა და გამოვლილ ომებზე, რომელსაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

 

ღია ლექციის ბოლოს, დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა, სალექციო თემის ირგვლივ, საკუთარი მოსაზრებები დაეფიქსირებინა და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარემართა დისკუსია.

 

ღია ლექცია გაიმართა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური ჩართულობა და მათი ელექტორალური ქცევა

12.09.2024

ფარული მეთვალყურეობის ზედამხედველობა: კანონმდებლობა და პრაქტიკა

05.09.2024

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური არ ასაჯაროებს იმ პერსონალურ მონაცემებს, რომელთა გამოქვეყნებასაც რუსული კანონი სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებს ავალდებულებს

30.08.2024

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024
განცხადებები

მმართველი პარტია მართლმსაჯულების საკითხებს პროპაგანდისტული და პარტიული ინტერესებისათვის იყენებს

21.08.2024

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024
ბლოგპოსტები

ფარული მეთვალყურეობის ზედამხედველობა: კანონმდებლობა და პრაქტიკა

05.09.2024

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024