„მამხილებლის ინსტიტუტი” საჯარო სამსახურში: საერთაშორისო პრაქტიკა და საქართველო

სიახლეები | კვლევები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 29 ნოემბერი 2013

„მამხილებლის ინსტიტუტი” საჯარო სამსახურში: საერთაშორისო პრაქტიკა და საქართველო

კვლევის მიზანია საჯარო სამსახურში მამხილებლის ინსტიტუტის საკანონმდებლო რეგულირებისა და სასამართლო პრაქტიკის შეფასება. სტატიის პირველი ნაწილი განიხილავს მამხილებლის ინსტიტუტის სამართლებრივ რეგულირებას საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო ნორმების შედარების საფუძველზე.

სტატიის მეორე ნაწილი წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის ანალიზს საჯარო მოსამსახურის გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით. დასკვნის სახით, სტატია წარმოადგენს ძირითად მიმართულებებსა და რეკომენდაციებს საქართველოში მამხილებლის ინტიტუტის გაუმჯობესების მიზნით.

მამხილებლის ინსტიტუტის დაცვის საკანონმდებლო და სასამართლო პრაქტიკის შედარებითი ანალიზის საფუძველზე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საჯარო მოსამსახურის გამოხატვის თავისუფლებასა და სახელმწიფოსადმი ერთგულების ვალდებულებას შორის გონივრული ბალანსის მიღწევა შესაძლებელია ნათელი, არაორაზროვანი და დეტალური საკანონმდებლო ნორმების მეშვეობით, რომელიც შესაბამისობაში იქნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილ სტანდარტებთან.

საქართველომ, როგორც ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის ხელმომწერმა სახელმწიფომ, უნდა უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საჯარო მოსამსახურის გამოხატვის თავისუფლების დადგენილი სტანდარტების იმპლემენტაცია ეროვნულ კანონმდებლობასა და სასამართლო პრაქტიკაში. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიცვას გონივრული ბალანსი საჯარო მოსამსახურის გამოხატვის თავისუფლებასა და სახელმწიფოსადმი ერთგულების ვალდებულებას შორის, რაც უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ შემუშავებული პროპორციულობის ტესტის საფუძველზე.

საქართველოში მამხილებლის ინსტიტუტის ამოქმედება დამოკიდებულია შესაბამისი საკანონმდებლო ბაზასა და სასამართლო პრაქტიკაზე, რომელიც შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან. მამხილებლის ინსტიტუტის ეფექტური ფუნქციონირების მიზნით, მნიშნელოვანია, რომ საჯარო მოსამსახურეებსა და საზოგადოებას მიეწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია მამხილებლის ინსტიტუტის არსისა და მიზნების, ასევე მისი მნიშვნელობის შესახებ ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე საჯარო სამსახურის სისტემის შექმნის პროცესში.
 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიებების ახალი ეტაპი საქართველოში

30.04.2025

ქართული ოცნების შემომწირველები და მათი ბენეფიტები არჩევნების შემდეგ

24.04.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

მანიფესტანტების მასიური თვალთვალი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის არასათანადო რეაგირება

15.04.2025
განცხადებები

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

08.04.2025

ვეხმიანებით დიდი ბრიტანეთის მიერ გავლენიან მოსამართლეთა დასანქცირებას მართლმსაჯულებით ვაჭრობისთვის

04.04.2025
ბლოგპოსტები

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024