მხილების ინსტიტუტი საქართველოში

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 23 ივნისი 2021

IDFI-ს მიერ 2020 წელს ჩატარებული კვლევის ფარგლებში რესპონდენტთა 39%-მა აღნიშნა რომ მხილების ინსტიტუტთან დაკავშირებით ინფორმაცია საერთოდ არ ქონდა, 24%-მა ინფორმირების წყაროდ ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია დაასახელა, 20%-მა შესაბამისი ტრენინგი, ხოლო 17%-მა გამოკითხვისას საკუთარი ინიციატივით დაასახელა სხვა  წყაროები, რომლებიც უმეტესწილად დაკავშირებულია სამსახურეობრივი საქმიანობის პროცესთან და კანონმდებლობასთან.

   

              

 

რაოდენობრივი გამოკითხვის შედეგების მიხედვით იმ საჯარო მოსამსახურეების 29%-ს,  ვისთვისაც ცნობილი გახდა ეთიკის ნორმების დარღვევის კონკრეტული ფაქტი, რეაგირება საერთოდ არ მოუხდენია. ამასთან, რესპონდენტების 25%-ის შემთხვევაში, რეაგირება შემოიფარგლებოდა ეთიკის ნორმის დამრღვევ პირთან გასაუბრებით.

 

 

საჯარო მოსამსახურეთა 20%-მა ეთიკის ნორმების დარღვევის შემთხვევების რეაგირების გარეშე დატოვების მიზეზად დაასახელა, რომ არ იცოდა ვისთვის მიემართა; 10%-ს მიაჩნდა, რომ „დაბეზღება არასწორი საქციელია“; ხოლო 8% მიიჩნევდა, რომ მსგავსი დარღვევები მიღებული პრაქტიკა იყო მის უწყებაში.

 

კვლევის ფარგლებში იდენტიფიცირებული ხარვეზებისა და გამოწვევების საპასუხოდ მნიშვნელოვანია ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, კერძოდ:

 

-      მხილების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის გადასინჯვა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, მათ შორის, საკითხის ცალკე საკანონმდებლო აქტით დარეგულირება, მაკოორდინირებელი ორგანოს განსაზღვრა (დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო / სახელმწიფო ინსპექტორი), საჯარო მხილებისთვის ბარიერის მოხსნა, შიდა მექანიზმების და პროცედურების ერთიანი სტანდარტის დაწესება, ე.წ. ძალოვანი უწყებებისთვის სპეციალური კანონმდებლობის შემუშავება.

 

-      მხილების შესახებ საკანონმდებლო ნორმების კერძო სექტორზე გავრცელება.

 

-      საქართველოს მთავრობის მიერ დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის საჭიროების შესწავლა სამოქალაქო საზოგადოებასთან და დარგის ექსპერტებთან აქტიური კონსულტაციების გზით.

 

 

-      საქართველოს მთავრობის მიერ საჯარო დაწესებულებებისთვის მხილების განცხადებების აღრიცხვის წესის და მეთოდოლოგიის დამტკიცება.

 

-      საქართველოს მთავრობის, საჯარო სამსახურის ბიუროს და შესაბამისი საჯარო დაწესებულებების მიერ მხილების მექანიზმების, მათ შორის, ელექტრონული პლატფორმის, ასევე მამხილებელთა დაცვის მექანიზმების შესახებ საჯარო მოსამსახურეების ცნობიერების ამაღლება ტრენინგების, საინფორმაციო რგოლების, ბროშურების და ცნობიერების ასამაღლებელი სხვა ღონისძიებების საშუალებით.

 

-      საქართველოს მთავრობის მიერ მხილების ინსტიტუტის წახალისების მიზნით საკითხის შესწავლა, მათ შორის, მამხილებლის შევიწროვების შემთხვევაში სანქციების დაწესების, მამხილებლისთვის მიყენებული ზიანის კომპენსაციის წესის განსაზღვრისა და მამხილებლის დაჯილდოების შესაძლო შემთხვევების განსაზღვრის მიზნით.

 

-      საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ მხილების ელექტრონული პორტალის გამოყენების წახალისება, პორტალზე არსებული მონაცემების მუდმივი განახლება და ანალიზი, დამუშავებული მონაცემების პროაქტიული გამოქვეყნება, ანონიმური მამხილებლის ელექტრონული ანგარიშის შექმნის შესაძლებლობა, ელექტრონულ პორტალზე შესულ მხილების განცხადებებზე (მათ შორის, ანონიმურ განაცხადებზე) სავალდებულო უკუკავშირის დანერგვა, საკონსულტაციო ცხელი ხაზის უზრუნველყოფა და სხვა.

 

-      საჯარო დაწესებულებების მიერ ეთიკის კოდექსების მიღება, მათში მხილების საკითხების გათვალისწინება, მხილებაზე რეაგირების პროცედურების განსაზღვრა და თანამშრომლების ინფორმირებულობის უზრუნველყოფა.

 

-      მხილების ინსტიტუტთან დაკავშირებით საჯარო დაწესებულებათა ხელმძღვანელების მიერ მათი დამოკიდებულების აშკარად გამოხატვა და თანამშრომლებში მხილების ინსტიტუტის მუდმივი წახალისების უზრუნველყოფა.

 

_____

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024