ვეხმიანებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ლევან ნემსაძის კენჭისყრის პროცესს

განცხადებები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება 18 ოქტომბერი 2023

ჩვენი შეფასებით, საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ განზრახ - სათანადო დასაბუთების გარეშე აუარა გვერდი კანონმდებლობის მოთხოვნებს ლევან ნემსაძის კანდიდატის კენჭისყრისას.  ეს პრეცედენტი აკნინებს თავისუფალი მანდატის კონსტიტუციურ ინსტიტუტსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის, ისევე როგორც მისი ჩართულობით მისაღები გადაწყვეტილებების, ფორმალურ ლეგიტიმაციას. 

 

2023 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა ხუთივე ვაკანსია შეივსო. საქართველოს პარლამენტმა ერთ-ერთი კანდიდატის,  ლევან ნემსაძის კენჭისყრისას სახიფათო პრეცედენტი დაამკვიდრა.  კერძოდ, ლევან ნემსაძის კანდიდატის არჩევას მხარი 89 დეპუტატმა დაუჭირა, რაც ერთი ხმით ნაკლებია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ასარჩევად საჭირო რაოდენობაზე.  სხვაგვარად, საბჭოს წევრობის კანდიდატმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 208-ე მუხლის შესაბამისად პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის (მინიმუმ 90 ხმა) მხარდაჭერა უნდა მიიღოს. საკმარისი ხმების არარსებობის ფონზე, პარლამენტის რეგლამენტის 208-ე მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, კენჭისყრიდან 2 დღის შემდეგ უნდა გამართულიყო კენჭისყრის მესამე ტური. 

 

შემაშფოთებელია, რომ „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ კენჭისყრა არშემდგარად მიიჩნია და იმ საბაბით, რომ „რომელიღაც პულტმა არ იმუშავა“ ხელახალი კენჭისყრის საკითხი დააყენა, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დააკმაყოფილა. მამუკა მდინარაძემ ტაბლოზე 89 ხმის დაფიქსირებისთანავე, მოითხოვა მიკროფონი და განაცხადა, რომ “რომელიღაც პულტმა არ იმუშავა”. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მყისიერად და არც ინიციატორს და არც პარლამენტის თავჯდომარეს არ გამოუკვლევია საკითხი ნამდვილად იყო თუ არა ტექნიკური ხარვეზი. ამ ფონზე, მიგვაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ განზრახ აარიდა თავი პარლამენტის რეგლამენტის 208-ე მუხლის მე-15 პუნქტის მოთხოვნებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის არჩევა ხდება ფარული კენჭისყრის საფუძველზე. პარლამენტის თავმჯდომარისა და მმართველი ფრაქციის თავმჯდომარის მიერ კენჭისყრის შედეგების ვალიდურობაში უპირობო ეჭვის შეტანა აზიანებს დეპუტატის თავისუფალი მანდატის კონსტიტუციურ გაგებას.

 

IDFI მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, თუ არსებობდა ტექნიკური ხარვეზი, პარლამენტს ეს ხარვეზი უნდა გამოეკვლია პარლამენტის აპარატის კვალიფიციურ პირთა მონაწილეობით. გადაწყვეტილების მიღებისას პარლამენტის თავჯდომარეს არ და ვერ ეცოდინებოდა იყო თუ არა ტექნიკური ხარვეზი. მხოლოდ ამ საკითხის გამოკვლევის შემდგომ შეიძლებოდა ყოფილიყო შესაძლებელი ხელახალი კენჭისყრის ჩატარება. აღნიშნულის გარეშე კენჭისყრის ხელახლა გამართვა იძლევა კანონისა და კონსტიტუციის მოთხოვნების, გვერდის ავლის შესაძლებლობას. ეს პრეცედენტი მნიშვნელოვნად აკნინებს პარლამენტის წევრების თავისუფალ მანდატს.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

1924 წლის აჯანყების მე-100-ე წლისთავთან დაკავშირებით, ქალაქ ახმეტაში საინფორმაციო ბანერი განთავსდა

05.08.2024

ინტერვიუ KARTA-ს ცენტრის თანადამფუძნებელთან, ალისია ვანცერც–გლუზასთან

01.08.2024

IDFI-მ ევროინტეგრაციის გზაზე კორუფციასთან ბრძოლის რეფორმებზე ონლაინ დისკუსია ჩაატარა

31.07.2024

ქალაქ თბილისის საპარკინგე პოლიტიკა 2018-2024

29.07.2024
განცხადებები

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024
ბლოგპოსტები

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა ჩეხეთის რესპუბლიკაში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა პოლონეთში

29.07.2024