მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

განცხადებები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება 18 აპრილი 2024

24 საათზე მეტი გავიდა, რაც 2024 წლის 16-17 აპრილს რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის დაშლისას საპოლიციო ძალები ფიზიკურად გაუსწორდნენ მშვიდობიანი დემონსტრანტების ნაწილს.

 

საჯარო წყაროებზე დაყრდნობით იდენტიფიცირებულია სულ მცირე 10-ზე მეტი შემთხვევა, რომელიც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ არის გამოსაძიებელი, მათ შორის, 3 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია მიღებული დაზიანებების გამო. გარდა ამისა, სახალხო დამცველის ცნობით, 17 აპრილს პოლიციის მხრიდან პარლამენტის წევრის ალექსანდრე ელისაშვილის მიმართ გახორციელდა სავარაუდო არასათანადო მოპყრობა.

 

ამ დრომდე უცნობია, თუ რა არის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პოზიცია, დაიწყო თუ არა გამოძიება ან რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური შექმნილია, როგორცდამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო, რომელიც სამართალდამცავების მიერ ჩადენილ დანაშაულებს იძიებს. არსებითად მნიშვნელოვანია სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მყისიერი ნაბიჯების გადადგმით აჩვენოს საზოგადოებას, რომ საპოლიციო ძალების მიერ ღირსების შემლახავი ქმედებები არ იქნება შეწყნარებული სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ. 

 

საგანგაშოა, რომ, გარდა დემონსტრანტებისა, 16 აპრილის ღამის საათებში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ მედიის წარმომადგენლებსაც, რომლებიც ადგილზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ. მსგავსი ღონისძიებები, რომლებითაც ჟურნალისტებს ხელი ეშლებათ სამუშაო პროცესში, არღვევს საერთაშორისო სტანდარტებს, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით დაცულ გამოხატვის თავისუფლებას, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა კი, ასევე, არის სისხლის სამართლის დანაშაული.

 

მოვუწოდებთ:

 

მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს, დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება, და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს საპოლიციო ძალების წარმომადგენელთა მხრიდან აქციის მიმდინარეობისას აქციის მონაწილეების და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს; მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების დაწყებისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ.

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

უფლებები საქართველო (RG)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)

სამოქალაქო საზოგადოების ფონდი (CSF)

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

რუსული კანონის რეპრესიული ეფექტები

20.05.2024

ინტერვიუ “ესიმდე”-ს დამფუძნებელთან ყირგიზეთში “უცხოეთის აგენტების” კანონის შესახებ

20.05.2024

11 მაისს, ყოველწლიური ღონისძიება - ევროპის დღე გაიმართა, რომელიც ევროპაში მშვიდობისა და ერთიანობის დღესასწაულად ითვლება.

13.05.2024

IDFI-მ, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიწვევით, პოლონეთში ვიზიტის შედეგები და რეკომენდაციები წარადგინა

29.04.2024
განცხადებები

რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

16.05.2024

"რუსული კანონის" დასაცავად ხელისუფლება მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობას აგრძელებს

16.05.2024

რუსულ კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

12.05.2024

ხელისუფლების ძალადობა ვერ შეაჩერებს ქართველი ხალხის სწრაფვას ევროპული მომავლისკენ

09.05.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023