მოვუწოდებთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ დანიშნოს სასამართლოს თავმჯდომარეები გაუმჭვირვალე პროცესით

განცხადებები 29 მაისი 2017

 

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განიხილება სასამართლოს თავმჯდომარეების დანიშვნის საკითხი, რაც იმას ნიშნავს რომ, შესაძლოა, საბჭოს მოქმედმა შემადგენლობამ, საკუთარი უფლებამოსილების უკანასკნელ დღეებში, 5 წლიანი ვადით გაამწესოს სასამართლოს თავმჯდომარეები [1].


სასამართლოს/პალატების/კოლეგიების თავმჯდომარეების ფართო დისკრეციული უფლებამოსილება და მათი დანიშვნის გაუმჭვირვალე პრაქტიკა დიდი ხანია სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს სასამართლო სისტემისთვის. დღემდე კანონით არ არის დადგენილი თავმჯდომარეთა შერჩევის არც კრიტერიუმები და არც პროცედურა. სასამართლო სისტემის გამოცდილება მოწმობს, რომ სასამართლოს თავმჯდომარეთა ინსტიტუტი ყველაზე გავლენიანი მოსამართლეების ჯგუფს აერთიანებს და მათი ფორმალური თუ არაფორმალური როლი და სტატუსი ინდივიდუალურ მოსამართლეებზე კონტროლის შესაძლებლობას ქმნის. სწორედ ამიტომ, თავმჯდომარეები, წლებია, სასამართლო სისტემაში მოსამართლეების „უფროსებად” აღიქმებიან და ერთგვარად სასამართლო სისტემის „მართვის” ძირითად მექანიზმს წარმოადგენენ.


სწორედ ამიტომ, ყოველთვის მძაფრი და არარაციონალური კრიტიკით უპირისპირდებოდნენ სასამართლოს შიგნით არსებული გავლენიანი ჯგუფები ამ სისტემის რეფორმის იდეას. მაგალითისათვის, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო რეფორმის „მესამე ტალღის“ კანონპროექტების თავდაპირველი რედაქცია ითვალისწინებდა თავმჯდომარეების არჩევას თავად შესაბამისი სასამართლოების მიერ, რაც დადებითაც იქნა შეფასებული ვენეციის კომისიის 2014 წლის დასკვნაშიც, კანონპროექტების საბოლოო რედაქციიდან, აღნიშნული ცვლილება ამოიღეს, სავარაუდოდ სწორედ ამ ჯგუფების მოთხოვნის საფუძველზე. ასევე, საბჭოს წევრების უმრავლესობის მოთხოვნით, სასამართლო სისტემის მრავალწლიანი სტრატეგიის შემუშავების დასკვნით ეტაპზე შეიცვალა ჩანაწერი თავმჯდომარეების არჩევის წესის შემოღების შესახებ.


კოალიციის პოზიციით, სასამართლო თავმჯდომარეთა ინსტიტუტის გაჯანსაღება მათი არჩევის წესის ცვლილებით უნდა დაიწყოს. მიგვაჩნია, რომ შესაბამისი სასამართლოს მოსამართლეებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა თავად აირჩიონ თავმჯდომარეები, რათა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელში არ დარჩეს უფლებამოსილება კონკრეტულ სასამართლოებში მაკონტროლებლად მიავლინოს საკუთარი წარმომადგენელი თავმჯდომარის სახით.


ის ფაქტი, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომლის წევრების დიდ ნაწილსაც უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისში ეწურება, განიხილავს სასამართლოების თავმჯდომარეების გამწესებას 5 წლიანი ვადით აჩენს ეჭვებს იმის თაობაზე, რომ საბჭო ცდილობს მოქმედი შემადგენლობით მოასწროს მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული პოზიციების სასურველი კადრებით დაკომპლექტება. ასეთ ეჭვებს კიდევ უფრო ამძაფრებს მიმდინარე წლის 25 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოულოდნელად თანამდებობიდან გადადგომა, რამაც საბჭოს მოქმედ შემადგენლობას შესაძლებლობა მისცა ამ პოზიციაზეც გაამწესოს სასურველი კანდიდატი. აღსანიშნავია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს უფლებამოსილების ვადა 4 თვეში ეწურებოდა, რაც კიდევ უფრო მეტ კითხვებს აჩენს შესაძლო არაფორმალურ გარიგებებთან დაკავშირებით.


არსებულ ვითარებაში, კოალიცია მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში თუ საბჭო სასამართლოს თავმჯდომარეების ვაკანსიებს გაუმჭვირვალე პროცესის საფუძველზე და დამსახურების პრინციპის უგულვებელყოფით შეავსებს, ამით სასამართლო ხელისუფლებისადმი საზოგადოების ნდობა კიდევ ერთხელ მნიშვნელოვნად შეირყევა, უფრო მეტად გაიზრდება არაფორმალური გავლენები სასამართლო სისტემის შიგნით და ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობა მშვნელოვანი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

 

 

[1] გასათვალისწინებელია, რომ სასამართლო სისტემას აქვს ასეთი გამოცდილება, როცა 2012 წელს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ძველი ფორმაციის საბჭომ სწორედ დაჩქარებულად დახურულ სხდომაზე გადანიშნა მისთვის სასურველი თავმჯდომარეები 5 წლის ვადით.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას

25.04.2024

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023