ვაკანსია: IDFI ეძებს ასისტენტს და სტაჟიორს

სიახლეები 14 ივლისი 2015

IDFI ეძებს ასისტენტს და სტაჟიორს!


აღწერა: ასისტენტი

 

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მისიას წარმოადგენს დემოკრატიულ ფასეულობებზე დამყარებული ინფორმირებული საზოგადოების ჩამოყალიბება, ღია და გამჭვირვალე მმართველობის დამკვიდრების ხელშეწყობა.


სხვა მიმდინარე პროექტებთან ერთად, “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” (IDFI)ახორციელებს პროექტს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერა“. აღნიშნული პროექტი ხორციელდება საქართველოს პარლამენტთან პარტნიორობით ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში.


პროექტის ფარგლებში „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) აცხადებს ვაკანსიას - ასისტენტის - პოზიციაზე.


თანამდებობრივი სარგო: 1180 ლარი (დარიცხული)


ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
ხანგრძლივობა: 5 თვე (გაგრძელების პერსპექტივით)
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი


ფუნქცია-მოვალეობები:


- პროექტის პერსონალის მხარდაჭერა ორგანიზაციულ საკითხებში
- კვლევითი საქმიანობის განხორციელება
- სამუშაო შეხვედრების და საჯარო კონსულტაციების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება
- პროექტიდან გამომდინარე სხვა ფუნქციების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული მიმართულებით)
- მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
- ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (აუცილებელი)
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის და დაძაბულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი


დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancies@idfi.ge 2015 წლის 19 ივლისის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - “ასისტენტი“.

 


აღწერა: სტაჟიორი

 

სტაჟიორის პოზიციაზე ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
ხანგრძლივობა: 3 თვე (გაგრძელების პერსპექტივით)
სამუშაოს ტიპი:უპირატესობა მიენიჭება მათ, ვისაც შეუძლია სრულ განაკვეთზე მუშაობა


ფუნქცია-მოვალეობები:


- პროექტის პერსონალის მხარდაჭერა ორგანიზაციულ საკითხებში
- კვლევითი საქმიანობის განხორციელება
- საოფისე და ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
- ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (აუცილებელი)
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა


დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancies@idfi.ge 2015 წლის 19 ივლისის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - “სტაჟიორი“.


სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.
სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი


გისურვებთ წარმატებას!

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური ჩართულობა და მათი ელექტორალური ქცევა

12.09.2024

ფარული მეთვალყურეობის ზედამხედველობა: კანონმდებლობა და პრაქტიკა

05.09.2024

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური არ ასაჯაროებს იმ პერსონალურ მონაცემებს, რომელთა გამოქვეყნებასაც რუსული კანონი სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებს ავალდებულებს

30.08.2024

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024
განცხადებები

მმართველი პარტია მართლმსაჯულების საკითხებს პროპაგანდისტული და პარტიული ინტერესებისათვის იყენებს

21.08.2024

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024
ბლოგპოსტები

ფარული მეთვალყურეობის ზედამხედველობა: კანონმდებლობა და პრაქტიკა

05.09.2024

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024