აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი ინფორმაციის თავისუფლების აქტის ფუნქციონირების სრულყოფისთვის

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 6 მარტი 2014

გამოქვეყნდა Freedominfo.org.- ზე

5 თებერვალს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ 410 ხმით არც ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ინფორმაციის თავისუფლების აქტის (FOIA) გაუმჯობესებას.

წარმომადგენელთა პალატის ინფორმაციის თავისუფლების აქტის ზედამხედველობისა და განხორციელების აქტმა უნდა:


- მოსთხოვოს მართვის სამსახურს ჩამოაყალიბოს სამწლიანი საპილოტე პროგრამა, რომელიც შეისწავლის საჯარო ინფორმაციის მოთხოვნების ერთიანი პორტალის ჩამოყალიბებას. კანონპროექტი იქნა იმგვარად ფორმულირებული, რომ გამორიცხულიყო უკვე არსებულ ვებ-რესურსთან კავშირი (FOIAOnline შემუშავდა და იმართება გარემოს დაცვის სააგენტოს მიერ და მას სხვა ბევრი უწყება იყენებს).

- გააძლიეროს სახელმწიფო ინფორმაციის სამსახურის როლი - ეს არის ომბუდსმენის ინსტიტუტის მაგვარი ორგანო. მისი გაძლიერება უნდა მოხდეს მისი როლის მაქსიმალური გაზრდით დაწესებულებებისთვის დახმარების გაწევის გზით; მის მოვალეობაში შედის უზრუნველყოს, რომ ყველა უწყებამ ინფორმაციის მომთხოვს აცნობოს მედიაციის სერვისის გამოყენების უფლების  შესახებ.სახელმწიფო ინფორმაციის სამსახურს ასევე მოეთხოვება  სააგენტოს განახლებული რეგულაციების გადახედვა და საკუთარი ანგარიშების პირდაპირ კონგრესში გადაგზავნა.

- მოახდინოს ბარაკ ობამას მიერ თავისი საპრეზიდენტო ვადის დასაწყისში ხელმოწერილი ინფორმაციის თავისუფლების აქტის შესახებ საპრეზიდენტო მემორანდუმის კოდიფიცირება, სადაც საუბარია, რომ: „დაწესებულებამ არ უნდა დაფაროს ინფორმაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ ინფორმაციის გამოქვეყნება გონივრული განჭვრეტის შემდეგ შესამჩნევ ზიანს მიაყენებს უწყებას ან თუ ამ ინფორმაციის გამოქვეყნება აკრძალულია კანონით.

- მოსთხოვოს დაწესებულებებს ვებ-გვერდებზე გამოაქვეყნონ ის დოკუმენტები, რომლებიც სამზე მეტჯერ იყო გამოთხოვილი.

- თითოეული ფედერალური დაწესებულების გენერალურ ინსპექტორს მოსთხოვოს პერიოდულად FOIA მოთხოვნებთან შესაბამისობის ზედამხედველობა და რეკომენდაციების შემუშავება.

- მოსთხოვოს დაწესებულებებს მაქსიმალურად გამოაქვეყნონ ინფორმაცია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

- მოსთხოვოს ამერიკის შეერთებული შტატების არქივის ხელმძღვანელს, ჩამოაყალიბოს ღია მმართველობის მრჩეველთა კომიტეტი, რათა მან შეიმუშავოს რეკომენდაციები მთავრობის გამჭვირვალობის დონის გასაუმჯობესებლად. პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკვე აყალიბებს ამგვარ კომიტეტს.

- მოსთხოვოს თითოეულ დაწესებულებას განაახლოს FOIA რეგულაციები არაუგვიანეს აქტის ძალაში შესვლიდან 180 დღისა.

 

კანონპროექტი, რომელიც შემუშავდა წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობისა და სამთავრობო რეფორმის კომიტეტის თავმჯდომარის დარელ ისას მიერ, კომიტეტმა გასულ მარტს დაამტკიცა.


როგორც ეროვნული უშიშროების არქივის წარმომადგენელი ნეით ჯონსი აცხადებს, მსგავსი კანონპროექტი სენატში არ არსებობს და სენატის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2005 წლის შემდეგ სამჯერ მიიღო კანონმდებლობა სახელწოდებით დაჩქარებული FOIA აქტი, თუმცა ის ძალაში არასდროს შესულა.

რამდენიმე ორგანიზაციის გაერთიანებამ, მათ შორის Sunlight Foundation, ეფექტური მმართველობის ცენტრმა (the Center for Effective Government) და ეროვნული უშიშროების არქივმა (National Security Archive) მხარი დაუჭირეს კანონპროექტს წერილით, სადაც აღნიშნულია, რომ „FOIA უნდა გახდეს ეფექტური და ძლიერი მექანიზმი საზოგადოების ხელში სახელმწიფო ინფორმაციაზე წვდომისთვის; გასული რამდენიმე წლის გამოცდილება ცხადჰყოფს რეფორმის აუცილებლობას, რათა დავრწმუნდეთ, რომ კანონი ხორციელდება კონგრესის გადაწყვეტილებისამებრ“.

ამასთანავე, ჯგუფმა მოითხოვა დამატებითი რეფორმა FOIA გამონაკლისებთან დაკავშირებით: „ჩვენ ველით სენატის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან თანამშრომლობას, რათა გავაუმჯობესოთ კანონმდებლობა დამატებითი რეფორმებით, მათ შორის უზრუნველვყოთ გარკვეული FOIA გამონაკლისების ბოროტად გამოყენების პრეცედენტის აღმოფხვრა; ეს განსაკუთრებით ეხება მე-3 და მე-5 გამონაკლისებს“. მესამე გამონაკლისი ეხება ინფორმაციას, რომლის გამოქვეყნებასაც კრძალავს სხვა ფედერალური კანონი. არსებობს ამგვარი დაახლოებით 170 აკრძალვა. მე-5 გამონაკლისის კი ეხება საჯარო ორგანიზაციების შიდა და ურთიერთ კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმების, მათ შორის ე.წ. აღმასრულებელი პრივილეგიის დაცვას.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024

პირველი ინსტანციის სასამართლომ, შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად, გიორგი დავითური სამართალდამრღვევად ცნო

11.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024