კლიმატის ცვლილებისა და მისი ზეგავლენის წინააღმდეგ გადაუდებელი ზომების გატარება

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 25 ივლისი 2017

 

ესეს ავტორია კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტი მარიამ გელიაშვილი და იგი დაიწერა კონკურსისთვის „მდგრადი განვითარების მიზნები და საქართველო“. კონკურსი ჩატარდა IDFI-ის მიერ გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით.

 

----------

 

კლიმატის ცვლილება თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური გამოწვევაა . მისი ფენომენი შემჩნეული იქნა 20 საუკუნის 70 იანი წლებიდან , როდესაც დაფიქსირდა მსოფლიო საშუალო წლიური ტემპერატურის ზრდისა და გახშირებული კლიმატური კატასტროფების ტენდენცია . დღეისთვის , მეცნიერულად დადასტურებულია , რომ კლიმატის ცვლილება ხდება დედამიწის მასშტაბით . კლიმატის ცვლილების ზეგავლენა გამოიხატება მყინვარების და ყინულის ფენის დნობაში ოკეანეებში , ე.წ. „სითბური ტალღების“, გვალვების, ხოლო მეორე მხრივ, ძლიერი წვიმების, ოკეანის დონის აწევა, ,დატბორვების, წყალდიდოების , ღავრცოფების, მეწყერების, ზვავების, ცუნამების, სხვადასხვა ქარიშხლების გაძლიერებას და გახშირებას . კლიმატის ცვლილების შედეგად, იცვლება ბუნება და ეკოსისტემები , იზრდება ადამანიათა დაავადებების რისკი , ეპიდემიები. „სათბურის ეფექტით“ გამოწვეული მავნე შედეგების ინტენსივობა იზრდება ყოველწლიურად , რაც კიდევ უფრო ამძაფრებს და სასწრაფოს ხდის პრობლემის გადაჭრის აუცილებლობას . ეს სწორედ  ის ძირითადი საკითხია , რომელსაც საზოგადოება უკვე დიდი ხანია აქტიურად განიხილავს . ისევე როგორც მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, საქართველოც მწვავედ დგას ამ პრობლემის წინაშე . საინტერესოა , თუ რა იწვევს ჰაერის დაინძურებას . საქართველოში ატმოსფერული ჰაერი, ძირითადად , ბინძურდება ავტოტრანსპორტიდან , სამრეწველო და ენერგეტიკული ობიექტებიდან წარმოებული ატმოსფერული გაფრქვევებით. ამათგან , ძირითადი ურბანული დამბინძურებელია ავტოტრანსპორტი . როგორც ცნობილია ,  ავტოტრანსპორტის წილი ქვეყნის მთლიან გაფრქვევაში 62-78% –ს შეადგენს .  საქართველოს სატრანსპორტო სექტორიდან დამაბინძურებელ ნივთიერებათა დიდი გაფრქვევები რამდენიმე მიზეზითაა გამოწვეული . პირველი მიზეზი ისაა , რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილების რაოდენობა გაორმაგდა .  დღეს საქართველოში ყოველ 100 კაცზე 12 მსუბუქი ავტომობილი მოდის. მეორე მიზეზი ისაა , რომ ქვეყანაში არსებული საავტომობილო პარკის უდიდესი ნაწილი მოძველებულია . მესამე მიზეზი ისაა , რომ ქვეყანაში ამჟამად გამოყენებული საწვავის პირობებში გამონაბოლქვის გამწმენდი მოწყობილობა (კონვერტერი) , სწრაფად გამოდის მწყობრიდან, რის გამოც გაფრქვევები რამდენჯერმე იზრდება . მეოთხე მიზეზი ისაა , რომ  საქართველოს ზოგიერთ ქალაქში არასაკმარისად ფუნქციონირებს სატრანსპორტო ნაკადების ოპტიმიზაციის სისტემები. შედეგად ხშირია საცობები, რის გამოც ავტომობილების ძრავები მაღალი გაფრქვევის რეჟიმში მუშაობს . საქართველოში ჰაერის დაბინძურების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისშია დაპიქსირებული.დედაქალქში   ჰაერს განსაკუთრებით  სმოგი აბინძურებს, ის კვამლის, ნისლისა და მტვრის ნარევია , რომელიც ფაბრიკა-ქარხნებისა და ტრანსპორტის გამონაბოლქვისგან წარმოიქმნება . ბუნებრივია ამის მთავარი მიზეზი დღეს არსებული ავტომობილებითა და სხვა ტრანსპორტით გადატვირთული ქუჩებია . საქართველოში კი ყველაზე დაბინძურებული ადგილი თბილისია . 2015 წელს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ კვლევა გამოაქვეყნა,რომლის მიხედვითაც , თბილისში ყველაზე დაბინძურებული ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორია და  რუსთაველის გამზირია. საინტერესოა,თუ რა ზეგავლენას ახდენს მსგავსი მდგომარეობა ხალხის ჯანმრთელობაზე.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, პლანეტის მკვიდრთა 92% ცხოვრობს გარემოში, სადაც ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ორგანიზაციის მიერ დაწესებულ ზედა ზღვარს აღემატება.ამერიკული სააგენტო „Vox“ ინფორმაციით,ყოველ წელს მსოფლიოში ჰაერის დაბინძურების შედეგად 6.5 მილიონი ადამიანი კვდება.მათ უმეტესობას სიმსივნე და გულის სხვადასხვა დაავადება უვითარდებათ.საინტერესოა,თუ რას აკეთებს სახელმწიფო ამ პრობლების მოსაგვარებლად?პირველად პარლამენტის წევრები ამ პრობლემით 2000 წელს დაინტერესდნენ.სწორედ ამ წელს საქართველოს პრეზიდენტმა დაამტკიცა ოთხწლიანი გეგმა,რომლის მიხედვითაც,ურბანულ დასახლებებში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ერთ-ერთ პრიორიტეტულ გარემოსდაცვით პრობლემად განიხილებოდა.თუმცა ფინანსური მიზეზების გამო იმდროინდელმა მთავრობამ პირველი ეროვნული პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების უმრავლესობა არ განახორციელა.საქართველოს მთავრობის მიერ გარემოს დაცვის მოქმედებათა მეორე ეროვნული პროგრამის მიღება მხოლოდ 2012 წლის ინავარში გახდა შესაძლებელი . პროგრამა კვლავ ოთხწლიან პერიოდს მოიცავდა , რომლის მთავარ მიზანს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის უსაფრთხო ჰაერის ხარისხის უზრუნველყოფა წარმოადგენდა , თუმცა საქართველოს მთავრობამ ვერ მოახერხა სრულად განეხორციელებინა მეორე გარემოსდაცვითი ეროვნული პროგრამით გაწერილი საქმიანობები ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის და ეროვნული პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების უმრავლესობა რეალურად არ განხორციელებულა და ამის ყველაზე ნათელი მტკიცებულება 2016 წლის მაისში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულმა კვლევამ , რომლის თანახმადაც , საქართველო ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობით მსოფლიოში პირველ ადგილზე აღმოაჩნდა ,შეადგენდა 292 ადამიანს ყოველ 100 000 კაცზე . გამოსავალი შეიძლება იყოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება , რომლის ერთ-ერთი და მნიშვნელოვანი კომპონენტი არის სწორედ ეკოლოგიური სტანდარტი. 2017 წლის ბოლომდე ჩვენს ქვეყანაში აუცილებელი გახდება მიზნით , ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება ,  და გამონაბოლქვის შემოწმება ევროსტანდარტების მიხედვით . ეს ქმედება კი მოძრაობის უსაფრთხოებისა და ეკოლოგიური მდგომარეობას გააუმჯობესებს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024