თანამდებობის პირთა დეკლარირებული სახელფასო შემოსავლების განახლებული ცხრილი

სიახლეები 2 მარტი 2012

განახლდა საქართველოს თანამდებობის პირთა დეკლარირებული სახელფასო შემოსავლების ვიზუალიზაციის ცხრილი.  

არსებულ მონაცემებს დაემატა საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო უმცირესობის ფრაქციების თავმჯდომარეების, ასევე ფრაქციის გარეშე დარჩენილი პარლამენტის წევრების 2010 წლის დეკლარირებული სახელფასო შემოსავლები. სახელფასო შემოსავლების ცხრილში ასევე წარმოდგენილია პარლამენტში არსებული კომიტეტების თავმჯდომარეების დეკლარირებული შემოსავლები.

ინფორმაციის ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ კომიტეტების თავმჯდომარეებს შორის 2010 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ოდენობით შემოსავალს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი იღებდა. პარლამენტში მის მიერ სამუშაოს შესრულებით მიღებულმა შემოსავალმა 72 082,49 ლარი შეადგინა, მომდევნო ადგილებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი ინაწილებენ 68 674 და 67 232,49 ლარის ოდენობის შემოსავლებით. ფრაქციის თავმჯდომარეებიდან 2010 წელს სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავლით ფრაქციის გარეშე დარჩენილი პარლამენტის ფორმალური წევრი შალვა ნათელაშვილი ლიდერობს, მისმა დეკლარირებულმა შემოსავალმა 67 111 ლარი შეადგინა, მას მოყვებიან ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე პეტრე ცისკარიშვილი 63 682,49 ლარის და ფრაქცია "ძლიერი საქართველო"-ს თავმჯდომარე გია თორთლაძე 59 572,49 ლარის ოდენობის შემოსავლებით. უნდა აღინიშნოს რომ პარლამენტის წევრების 2011 წლის დეკლარაციები ჯერ კიდევ არ მოიპოვება ვებ-გვერდზე www.declaration.ge. დეკლარაციების გამოქვეყნების პარალელურად განახლდება საქართველოს თანამდებობის პირთა დეკლარირებული სახელფასო შემოსავლების ვიზუალიზაციის ცხრილიც და საშუალება გექნებათ თვალყური ადევნოთ სხვადასხვა საჯარო დაწესებულებების თანამდებობის პირთა შემოსავლებსა და ფინანსურ მდგომარეობას.  


საჯარო დაწესებულების კატეგორიების ჩამონათვალს დაემატა გუბერნატორებისა და გამგებლების კატეგორიაც, სადაც საშუალება გაქვთ იხილოთ მათი 2011 წლის დეკლარირებული სახელფასო შემოსავლები.

გუბერნატორისა და გამგებლის წლიური სახელფასო შემოსავალი შესაბამისად 35 400 და 28 320 ლარს შეადგენს, თუმცა მათი დეკლარირებული შემოსავლები და აღნიშნული ციფრები ბევრად განსხვავდება ერთმანეთისაგან, მაგალითისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ზაზა გოროზიას 2010 წლის სამუშაოს შესრულებით მიღებულმა შემოსავალმა 97 350 ლარი შეადგინა, შესაბამისად არის საფუძველი ვივარაუდოთ რომ  მან ხელფასთან ერთად მისი თითქმის ორმაგი ოდენობა 61 950 ლარი პრემიის სახით მიიღო. 76 700 ლარი კახეთის გუბერნატორის გიორგი ღვინიაშვილის დეკლარირებულ შემოსავალს ხოლო 73 765 ლარი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის დავით გაგოშიძის სამუშაოს შესრულებით მიღებულ შემოსავლებს წარმოადგენს. სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის ლაშა ჭკადუასა და გურიის გუბერნატორის ვალერიან ჩიტაიშვილის სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავლები 70 409 ლარითა და 62 888 ლარით განისაზღვრა. აქვე უნდა აღინიშნოს რომ შიდა ქართლის გუბერნატორის 2010 წლის დეკლარაცია ჯერ კიდევ არ არის ცნობილი.

იხილეთ თანამდებობის პირთა დეკლარირებული სახელფასო შემოსავლები
 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მარეგულირებლის უფლებამოსილების გაზრდა მედიაზე დამატებითი ზეწოლისათვის არის მიმართული

06.06.2025

IDFI-ის 2024 წლის ანგარიში

05.06.2025

ეკონომიკური ზრდა ნეგატიური პერსპექტივით (Fitch შეფასება)

04.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024