ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის უკრაინული მაგალითები

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | სტატია 26 სექტემბერი 2013
მიმდინარე წლის 12-13 სექტემბერს ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“  ექსპერტმა მედიისა და ტელეკომუნიკაციის მიმართულებით - უჩა სეთურმა, რომელიც მუშაობს საქართველოს ციფრული მაუწყებლობაზე გადასვლის პროექტზე და წარმოდგენილი აქვს რამდენიმე კვლევა და რეკომენდაციები ამ საკითხთან დაკავშირებით, მონაწილეობა მიიღო უკრაინის მედიის კვირეულის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე უკრაინის მაუწყებელთა ასოციაციის მიწვევით. IDFI-ს ექსპერტის პრეზენტაციისას  წარდგენილი იყო ინფორმაცია საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასავლის პროცესის შესახებ. ყურადღება გამახვილდა პრობლემურ მიმართულებებზე და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე რეგიონული და ადგილობრივი მაუწყებლების პრობლემების მიმართულებით.
 
უკრაინამ რამდენიმე წლის წინ დაიწყო ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი, ხოლო ანალოგური მაუწყებლობის გამორთვა, ჩვენი ქვეყნის მსგავსად, 2015 წელსაა დაგეგმილი.  მიუხედავად წინ გადადგმული ნაბიჯებისა, მოუგვარებელ პრობლემად რჩება რეგიონული და ადგილობრივი მაუწყებლების ციფრულ ქსელში განთავსების საკითხი, რაც ძირითადად ტრანსლირების ანუ მულტიპლექსორში განთავსების ტარიფის სიდიდით არის განპირობებული. შეხვედრის მონაწილეების მოსაზრებით, აღნიშნული პრობლემები, პოლიტიკური ნების არარსებობითაა განპირობებული. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის მთავარ გამოწვევად მედიაპლურალიზმისათვის შექმნილი საფრთხე რჩება, რაც მცირე ბიუჯეტიანი, რეგიონული და ადგილობრივი მედია საშუალებებისათვის გადარჩენის  შანსებს ამცირებს.
 
მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება საეთერო ქსელის მესაკუთრე, კონკურენტისაგან მისი დაცულობის შემთხვევაში, მას შექმნილი ექნება სასათბურე პირობები ექსკლუზიური ქსელის შესაქმნელად და დაკისრებული ექნება ვალდებულებები, რომლითაც წარმატებით მოახერხებს სახელმწიფოსთან ვაჭრობას, განსაკუთებით ისეთი სოციალურად მტკივნეული საკითხით, როგორიცაა რისივერების დაფინანსება და რაც ყველაზე მთავარია, მათი დარიგება-გამართვა. ეს საკითხი უფრო აქტუალურია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კონტექსტში.
 
კონკურენციისაგან დაცული და ვერტიკალურად ინტეგრირებული მონოპოლისტი არასასურველია ისეთ საბითუმო ბაზარზე, რომელზედაც 100%-ითაა დამოკიდებული ქვეყნის მედია საშუალებების ბედი, რაც კარგად გამოჩნდა უკრაინის პრაქტიკის მაგალითზე. უალტერნატივობის გამო, შესაძლოა, სხვადასხვა გზებით მოხდეს კონტენტის მწარმოებლების შეზღუდვა, მაგალითისათვის დისკრიმინაციული და გაუმჭვირვალე პირობებით, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვნად, უკრაინელების მოსაზრებით მაინც დაშვების ტარიფების პრობლემა დგას.
 
ჩვენი ინფორმაციით, როგორც ერთადერთი, დამაფიქრებელია ტანზანიის მაგალითი.  მარეგულირებელმა კომისიამ, მიუხედავად ზეწოლისა, მოახერხა და ხარჯებზე ორიენტირებულობის უზრუნველსაყოფად, მულტიპლექს ოპერატორის მიერ დადგენილი ტარიფები რამოდენიმეჯერ შეამცირა. ეს ჯერჯერობით ვერ მოახერხა უკრაინამ, სადაც მიუხედავად დიდი ვნებათაღელვისა და დავებისა, საკითხის გადაჭრა არ ხდება. 
 
ამ საკითხის ირგვლივ გამართულ ცხარე დებატების დროს უკრაინის ტელე-რადიომაუწყებლობის ეროვნული საბჭო (მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანო) წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არანაირი პოლიტიკური ქვეტექსტი ამ საკითხს არ აქვს და საქმე მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური ხარჯების სიძვირეს შეეხება. დამსწრე საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის მოსაზრებით კი, საკითხის გადაჭრა პოლიტიკური მოსაზრებების გამო ჭიანურდება, ხოლო ტარიფი კი დაახლოებით 5-ჯერ არის გაზრდილი. პრეტენზია შესაბამისი გაანგარიშებით და დასაბუთებით წარდგენილია მარეგულირებელ კომისიაში და ანტიმონოპოლიურ ორგანოში, თუმცა შედეგი არ დამდგარა და არც მისი პერსპექტივებია ცნობილი.
 
 უკრაინის არსებული მაუწყებლები გაურკვეველი კომპრომისების ხარჯზე ერთვებიან უალტერნატივო და „ძვირიან“ ქსელში. ბოლო პერიოდში ცნობილი გახდა, რომ დაფიქსირდა დაშვების ტარიფზე 70%-იანი ფასდაკლების შემთხვევაც. 
 
უკრაინაში რეგიონული დაფარვის მულტიპლექსორებთან დაშვების ტარიფები განსხვავებულია ოლქების მიხედვით და ლოგიკურიცაა, რადგან დამოკიდებულია დასაფარი ტერიტორიის სიდიდეზე. მაგალითისათვის, მოვიყვანთ ჩერნივიცკის მხარის და ოდესის მხარის, როგორც ყველაზე დიდი და ყველაზე პატარა ტერიტორიის  მაგალითებს. ჩერნოვიცკის ოლქში (რომელიც ოდნავ აღემატება მოსახლეობის და ტერიტორიის კუთხით იმერეთის მხარეს) არხის გავრცელების საფასური შეადგენს 32 500 გრივნას თვეში (3900 აშშ დოლარი), ხოლო წელიწადში დაახლოებით 50 000 აშშ დოლარს. რაც შეეხება ოდესის ოლქს (რომლის ტერიტორია და მოსახლეობა საქართველოს მთელი მოსახლეობის თითქმის ნახევარია) ტარიფი თვეში 200 000 გრივნამდეა (25000 აშშ დოლარი), რაც წელიწადში 300 000 დილარამდეა.
 
უდავოა, რომ საკმაოდ დიდია ამ რისკების არსებობა საქართველოსთვისაც. საქართველოს რეგიონული მაუწყებლების შემოსავლები დაბალია და თუ გავითვალისწინებთ, იმასაც რომ ოდესის ყველაზე მაღალი წერტილი 281 მეტრია, საქართველოს მთაგორიანი რელიეფის დაფარვა უფრო ძვირი დაჯდება ობიექტური გარემოებების გამო. 
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023