ორგანიზაციული განვითარების გრანტი - IDFI

პროექტები | დასრულებული პროექტები 29 დეკემბერი 2015

 

საგრანტო ღონისძიების დასახელება: ორგანიზაციული განვითარების გრანტი - IDFI
დონორი ორგანიზაცია: ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდი (OSI)
გრანტის მიმღები: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
გრანტის სრული ოდენობა: 113,850 აშშ დოლარი
პროექტის ნომერი: OR2015-22682
შესრულების პერიოდი: 1 სექტემბერი, 2015 - 31 აგვისტო, 2017

 

პროექტის აღწერა


დაარსებიდან წლების განმავლობაში, IDFI თანდათან იქცა ისეთ სანდო ორგანიზაციად, რომელიც აერთიანებს სამოქალაქო კონტროლის აქტივობებს, სიღრმისეულ კვლევებსა და ადვოკატირებას ღია მმართველობის სფეროში. თუმცა, მიუხედავად მნიშვნელოვანი წარმატებისა, IDFI იზიარებს მრავალი სხვა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის ბედს, როდესაც მიღებული დაფინანსებების უმეტესობა მიმართულია ანალიტიკურ საქმიანობაზე, რის გამოც მას თითქმის არ რჩება რესურსი ინსტიტუციონალური განვითარებისათვის.

 

Think Tank-ის ფონდის დაფინანსება მნიშვნელოვანია IDFI-ის შემდგომი ორგანიზაციული და ფინანსური მდგრადობისთვის, რისი საჭიროებაც IDFI-ის გავლენის ზრდასთან ერთად სულ უფრო აშკარა გახდა. იქიდან გამომდინარე, რომ ორგანიზაციაში მოვალეობები მკაფიოდ არ არის დანაწილებული, ინსტიტუტს სჭირდება მხარდაჭერა შიდა სტრუქტურის რეორგანიზაციისათვის, რისი ერთ-ერთი მიზანიც იქნება პასუხისმგებლობების დელეგირება. კვლევის ხარისხის თვალსაზრისით, IDFI-ის აპირებს განსაზღვროს გრძელვადიანი თემატური პრიორიტეტები კვლევითი პროდუქტისათვის, ერთიანი სახე მისცეს სხვადასხვა კვლევის შედეგებს, გააუმჯობესოს ხარისხის კონტროლის შიდა მექანიზმი და დააარსოს ხარისხის კონტროლის გარე მექანიზმი. გარდა ამისა, შეზღუდული რესურსები საშუალებას არ აძლევდა IDFI-ის მისი კვლევების სრულყოფილი რედაქტირებისთვის. IDFI-ის კვლევითი საქმიანობის კიდევ ერთი გამოწვევა არის კვლევის სხვადასხვა მეთოდების განვითარება და გამოყენება.


გარდა ამისა, IDFI-ის სჭირდება მეტი რესურსი და ცოდნა იმისათვის რომ უკეთ მიაწოდოს კვლევის შედეგები სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებს. ამ მხრივ საჭიროა უფრო სრულყოფილი კომუნიკაციის სტრატეგია, ვებ-დეველოპერის და დიზაინერის დახმარება და ა. შ.

 

პროექტის მიზანი

 

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს IDFI-ის როგორც კვლევითი ორგანიზაციის განვითარებას სამი კონკრეტული მიმართულებით: კვლევების ხარისხი, კომუნიკაცია და ადვოკატირება და შიდა განვითარება და მმართველობა.


აქტივობები

  • პოლიტიკის კვლევისა და მეთოდოლოგიის ხარისხი
    • კვლევისათვის თემატური პრიორიტეტების, ფორმატებისა და მეთოდების შექმნა
    • შიდა და გარე კონტროლის სისტემების დანერგვა
    • რედაქტირება და მთარგმნელობითი მომსახურება
    • კვლევის შედეგების გავრცელების ორგანიზება
    • IDFI-ის თანამშრომელთათვის კვლევით მეთოდებსა და ფორმატებზე ტრენინგების ჩატარება
    • ონლაინ ბიბლიოთეკების გამოწერა
  • კომუნიკაცია და საზოგადოებასთან ურთიერთობა
    • გრძელვადიანი და მოკლევადიანი ცვლილების თეორიების შემუშავება
    • კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება
    • საჯარო პოლიტიკაზე IDFI-ის გავლენის სრულყოფილი ანალიზის მომზადება და წარდგენა
    • IDFI-ის წარმომადგენლის გაგზავნა სასწავლო ვიზიტზე უცხოეთის წამყვან კვლევით ორგანიზაციაში
    • IDFI-ის თანამშრომელთათვის კომუნიკაციის თემაზე ტრენინგის ჩატარება
    • ვებ-დიზაინერის/დეველოპერის აყვანა
    • საჯარო პოლიტიკაზე IDFI-ის გავლენის შესაფასებლად მედია მონიტორინგის ჩატარება
  • შიდა განვითარება და მართვა
    • ახალი მმართველი სტრუქტურის შექმნა, რომელიც შედგება მრჩეველთა საბჭოს, გამგეობისა და აღმასრულებელი დირექტორისაგან
    • თემატური ინსტიტუციური მიმართულებების შექმნა, რომლებიც ასახავს ინსტიტუტის ჰიბრიდულ ხასიათს
    • აღმასრულებელი დირექტორის ასისტენტის თანამდებობის შექმნა
    • შიდა განვითარების ექსპერტის მოწვევა რეგულარული კონსულტაციისა და დახმარებისათვის
    • გრანტების მოძიების ექსპერტების მოწვევა რეგულარული კონსულტაციისა და დახმარებისათვის
    • PR-ისა და კომუნიკაციების მენეჯერის თანამდებობის შექმნა სრული განაკვეთით
    • ყოველწლიური გუნდური შეხვედრების ორგანიზება თანამშრომელთათვის

 

 

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

2024 წელს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025

IDFI-ის მოსაზრებით საჯარო სამსახურის ბიუროს გაუქმება პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელებაა

06.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024