IDFI-ის პოლიტიკის დოკუმენტი - დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში პროკურატურის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ

სიახლეები | კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები | პოლიტიკის დოკუმენტები 15 მაისი 2020

სიძულვილით მოტივირებული დანაშაული ისევე, როგორც ოჯახური დანაშაული ან ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა, ყველა საზოგადოების უნივერსალურ რეალობას წარმოადგენს და მთელს მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული კომპლექსური პრობლემაა, რომელსაც, სპეციფიკური ხასიათისა და სოციალური საშიშროების გათვალისწინებით, დამანგრეველი შედეგები მოყვება არა მხოლოდ დაზარალებულისთვის, არამედ საზოგადოებისთვისაც.

 

მსოფლიოში ქალთა დაახლოებით ერთი მესამედი (35%) ერთხელ მაინც ყოფილა ძალადობის მსხვერპლი. სტატისტიკას კიდევ უფრო საგანგაშოს ხდის ის ფაქტი, რომ ამ ფორმის ძალადობას  ფარულობა ახასიათებს და დუმილის, სტიგმისა თუ სხვა ფაქტორის გამო, რიგ შემთხვევებში, არ მჟღავნდება. საქართველოშიც, 2018 – 2019 წლებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაული ოჯახში ძალადობა იყო. მსხვერპლთა მნიშვნელოვან სეგმენტს კი (88%) სწორედ ქალები წარმოადგენენ. სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან დაკავშირებით, მართალია, 2018 წლისთვის სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით გაზრდილია, თუმცა სამართალდამცველთა მხრიდან სიძულვილით მოტივირებულ შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ დაწყებული დევნის მაჩვენებელი კვლავ დაბალია. ამასთან, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მსხვერპლთა უმრავლესობა (სექსუალური უმცირესობები) მიუთითებს სამართალდამცველთა მხრიდან ძალადობის, არასათანადო რეაგირებისა და ჰომოფობიური მოპყრობის ფაქტებზე.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა როგორც მთავრობის, ისე საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ამ სახის დანაშაულების პრევენციის მიზნით ბოლო წლებში გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, არსებული სიტუაციის ანალიზი ისევე, როგორც საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების შეფასებები ცხადყოფს, რომ პროკურატურისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ამ კატეგორიის დანაშაულებზე ეფექტიანი და სრულყოფილი სისხლისსამართლებრივი დევნის  განხორციელება. 

 

პროკურორებისთვის სირთულეს წარმოადგენს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დანაშაულის შემთხვევებში გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივის იდენტიფიცირება. ხშირ შემთხვევაში ისინი არ არიან საკმარისად ინფორმირებული გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე რეაგირებასთან დაკავშირებით არსებული სტანდარტებისა და სპეციალური მიდგომების შესახებ, რაც, ერთი მხრივ, მართლმსაჯულების ხარვეზს, მეორე მხრივ კი, მსგავსი ტიპის დანაშაულების მსხვერპლთა უფლებების დაცვისთვის მნიშვნელოვან ბარიერს წარმოადგენს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარისა და სასამართლოს რეაგირების, ასევე, არსებული პრაქტიკის შესწავლა და ანალიზი საჭიროა იმისთვის, რომ შესაბამისმა უწყებებმა უკეთ შეძლონ ამ მიმართულებით პოლიტიკის დაგეგმვა და წარმოება. შესაბამისად, პოლიტიკის დოკუმენტი მიზნად ისახავს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე, ოჯახურ დანაშაულზე, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე სისხლის სამართლის სასამართლო პროცესების მონიტორინგის შედეგად არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებასა და მათი ანალიზის საფუძველზე გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციების წარმოდგენას. 

 

/public/upload/EU/One Pager_Geo_83463-min.pdf

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023