ტრენინგები აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშების მომზადებაში

სიახლეები | ტრენინგები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 1 აპრილი 2022

საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშების მომზადება და საჯაროდ წარდგენა, როგორც ანგარიშვალდებულების ერთ-ერთი ფორმა, აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის 2020-2021 წლის სამოქმედო გეგმით აიღო როგორც ვალდებულება.

 

აღნიშნული ვალდებულების შესაბამისად, აჭარის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში აისახა უმაღლესი საბჭოს, დეპუტატების და უმაღლესი საბჭოს ორგანოების მიერ ანგარიშის მომზადების და წარდგენის წესი და პერიოდულობა.

 

საქმიანობის ანგარიშის პერიოდულად, საჯაროდ, მოქალაქეთათვის წარდგენა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ანგარიშვალდებულების გასაზრდელად და უზრუნველყოფს როგორც საჯარო მომსახურების, ისე მოქალაქეთა ჩართულობის გაუმჯობესებას უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში.

 

29-30-31 მარტს, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, კომიტეტების აპარატის თანამშრომლებმა და ღია მმართველობის საბჭოსა და უმაღლესი საბჭოს აპარატის წევრებმა გაიარეს ტრენინგები, საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშების მომზადებაში. ტრენინგები მოიცავდა ანგარიშის მომზადების როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. მონაწილეები გაეცნენ ანგარიშის შედგენის მიზანსა და ძირითად პრინციპებს, ანგარიშის შედგენის პროცესს, სტრუქტურას და ანგარიშის მომზადებისა და წარდგენის საერთაშორისო პრაქტიკას. 

 

 ტრენინგების სერიას უძღვებოდა დამოუკიდებელი კონსულტანტი, საჯარო მმართველობის დოქტორი, ლაშა გოგიძე.

 

ტრენინგები გაიმართა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის - „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი მჭიდროდ თანამშრომლობს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI), საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში ღია მმართველობის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით

 

სხვა ტრენინგები ამ თემაზე
სიახლეები

მარეგულირებლის უფლებამოსილების გაზრდა მედიაზე დამატებითი ზეწოლისათვის არის მიმართული

06.06.2025

IDFI-ის 2024 წლის ანგარიში

05.06.2025

ეკონომიკური ზრდა ნეგატიური პერსპექტივით (Fitch შეფასება)

04.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024