სახელმწიფო უწყებების გამჭვირვალობა - მონიტორინგის შედეგები - მედია მიმოხილვა

სიახლეები | IDFI მედიაში 24 მაისი 2016

IDFI პერიოდულად ახორციელებს საჯარო დაწესებულებების ვებ-გვერდების მონიტორინგს, რითაც აფასებს მათ მიერ ვალდებულებების შესრულებას. ბოლო მასშტაბური მონიტორინგი IDFI-მ განახორციელა 2014 წლის მიწურულს, რომლის ფარგლებშიც შესწავლილ იქნა 133 უწყების ვებგვერდზე განთავსებული 2013-2014 წლების სავალდებულოდ გამოსაქვეყნებელი მონაცემები. საჯარო დაწესებულებებს გაეწიათ შესაბამისი რეკომენდაციები, რომ მომავალში მაქსიმალურად უზრუნველყოფილიყო ადმინისტრაციული ორგანოების ფინანსური გამჭვირვალობა და სხვა საზოგადოებრივი მნიშვნელოვანი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.


2016 წლის 1-15 მაისის პერიოდში IDFI-მ განახორციელა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და 16 სამინისტროს ვებგვერდის მონიტორინგი. საკვლევი პერიოდი მოიცავდა 2015 წელსა და 2016 წლის პირველ კვარტალს.


IDFI-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევას ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა ტელეკომპანია პირველმა. გადაცემა დღის ამბებში კვლევის შესახებ სპეციალური სიუჟეტი მომზადდა. გადაცემაში სტუმრად მისულმა IDFI-ს დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა კვლევის ძირითად ასპექტებზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მნიშვნელობაზე. კლდიაშვილმა აღნიშნა, რომ „ცალკეულმა სამინისტროებმა ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების და ინფორმაციის გამჭვირვალობის მაჩვენებელი 100%-მდე გაზარდეს, მაშინ როდესაც მთავრობის ადმინისტრაციის შემთხვევაში იგივე მაჩვენებლები გაუარესდა.“ მან კვლევაზე დაფუძნებულ რეკომენდაციებზეც ისაუბრა - ,,უწყებებმა გაითვალისწინონ და კარგად გაიაზრონ რა მნიშვნელობა აქვს ანგარიშვალდებულებას’’ აღნიშნა ინტერვიუს დასასრულს.

 

IDFI-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევას საინფორმაციო ელექტრონული პორტალები აქტიურად ეხმაურებიან. კვლევის შემცირებულ ვარიანტს აქვეყნებენ www.medianews.ge და www.newposts.ge.

 

კვლევის შედარებით უფრო ვრცელ ვერსიას საინტერესო პროცენტულ მაჩვენებლებთან ერთად აქვეყნებს www.epn.ge, www.interpressnews.ge და www.ipress.ge.

 

კვლევას ასევე ეხმაურებიან შემდეგი საინფორმაციო საშუალებები:


www.presa.ge

www.gurianews.com

www.tabula.ge

www.ick.ge

www.netgazeti.ge

www.news.ge

www.gurianews.com

www.psnews.ge



 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024