ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის მონიტორინგი და მხარდაჭერა (2015)

პროექტები | დასრულებული პროექტები 2 ივნისი 2015

პროექტის სახელწოდება: ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის მონიტორინგი და მხარდაჭერა
პროექტის დაფინანსება: ფონდი ღია საზოგადოება საქართველო -OSGF
პროექტის ბიუჯეტი: 40,814.98 USD
პროექტის ხანგრძლივობა: 2015 წლის აპრილი - 2016 წლის თებერვალი

 

პროექტის აღწერა

 

2014 წელს განხორციელებული აქტივობებიდან უმნიშვნელოვანესია შემდეგი მიმართულებები: კერძო კომპანიის მიერ მაუწყებლობის ქსელის მშენებლობისთვის საჭირო სიხშირული ლოტების შესყიდვა და რეგიონული ტელევიზიებისთვის სიხშირეების უსასყიდლოდ გადაცემა, პროგრამების გასავრცელებლად ტელევიზიებისთვის საშუალო ევროპულ ფასთან 30-35%-ით დაბალი ტარიფის განსაზღვრა და კერძო საქსელო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყება; საზოგადოებრივი მაუწყებლობისთვის საჭირო ქსელის მშენებელი კომპანიის კონკურსის შედეგად გამოვლენა და აღნიშნული ქსელის მშენებლობის დაწყება; სოციალურად დაუცველი ბოლო მომხმარებლისთვის 220 000 ცალი რისივერების უფასოდ დარიგების შესახებ გადაწყვეტილების მიღება და ამ აპარატურის შესარჩევად კონკურსის შედეგად დაბალი საკონკურსო ფასის ფიქსაცია (40 ლარამდე); რეგიონული და ადგილობრივი ტელევიზიებისთვის ლიცენზიების უსასყიდლოდ გაცემა და მათთვის განკუთვნილი სიხშირეების ოპტიმიზაცია.

 

მიუხედავად აღნიშნული დადებითი შედეგებისა, სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი აქტივობების დიდი ნაწილი ვერ დასრულდა 2014 წლის ბოლოსთვის, რიგი სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო. დროულად ვერ მოხდა სამაუწყებლო ქსელის მშენებლობის დაწყება, ისევე როგორც რისივერების დარიგების პროცესის და საინფორმაციო კამპანიის დაწყება. შესაბამისად, ვერ მოხდა ამ პროცესის ადვოკატირების განხორციელება.

 

2015 წელი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს პერიოდს საქართველოს ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლისთვის. ივნისსა და აგვისტოში ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს ეროვნული საეთერო მაუწყებლობის ანალოგური ქსელების გამორთვა. რეგიონული და ადგილობრივი მაუწყებლებისთვის ანალოგური გადამცემების გამორთვა უნდა დასრულდეს 2015 წლის 31 დეკემბერს, თუმცა მათი ამოქმედება მიმდინარე წლის ივლისისთვის იგეგმება. პროექტის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა საინფორმაციო კამპანიის ადვოკატირება და ხელშეწყობა.

 

2015 წლისთვის აუცილებელია ორგანიზაციის ჩართულობა და პროცესის ზედამხედველობა ქსელის აგების და სალიცენზიო პირობების შესრულების, ბოლო მომხმარებლებისთვის განკუთვნილი რისივერების დარიგების, ასევე ციფრული საეთერო მომსახურებისთვის განკუთვნილი ტერმინალების ბაზრის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით. ასევე 2015 წელს უნდა მოხდეს ცვლილებების შეტანა ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებში, პირველ რიგში კი "ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ" და "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონებში. აღნიშნული ცვლილებები განსაზღვრავს საეთერო, და ზოგადად სამაუწყებლო ბაზრის კონიუნქტურას და მომავალს. უმნიშვნელოვანესია აღნიშნულ პროცესში ინტენსიური მონაწიელობა, ჩართულობა და მისი მჭიდრო ადვოკატირება. საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიის იმპლემენტაციის ანუ ე.წ. მეორე ეტაპის ადვოკატირება არანაკლებ მნიშვნელოვანია, სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავებასთან ერთად. უმთავრესია, რომ სწორად და დაგეგმილი პროცედურების დაცვით მოხდეს პროცესის ბოლო ეტაპის წარმართვა.

 

პრიორიტეტულად მოგვაჩნია, რომ მჭიდროდ გაკონტროლდეს საქართველოში არსებული ეროვნული, ადგილობრივი და რეგიონული მაუწყებლების საეთერო სიგნალების ქსელთან წვდომის საკითხები, ე.წ. სისტემური და არასისტემური დაბრკოლებების გამოსავლენად და აღმოსაფხვრელად. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის როლი. პროცესი, სამთავრობო გეგმის შესაბამისად დაიწყო 2014 წელს და სრულდება 2015 წლის ბოლოს.

 


მიზნები

 

მომდევნო 10 თვიან პერიოდში, ვფიქრობთ, რომ საქართველოს ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის მონიტორინგის კუთხით, პროექტის ფარგლებში მოცული იქნება შემდეგი ძირითადი მიმართულებები:


- ციფრული საეთერო მაუწყებლობის პლატფორმაზე გადასვლის პროცესის დასკვნითი ეტაპის დემოკრატიულ ჩარჩოებში წარმართვა და პროცესში ქართული მედია ბაზრის ოპერატორების და მაუწყებლების ინტერესების მაქსიმალურად ასახვა;
- ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის ტექნიკური, სამართლებრივი და ეკონომიკური მიმართულებების პრობლემური მხარეების და ბარიერების აღმოფხვრა აქტიური ჩართულობით;
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, სსიპ "ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს", ციფრული საეთერო ქსელის ლიცენზიანტების, შპს "საქართველოს ტელერადიოცენტრის", საქართველოს საზოგადეობრივი მაუწყებლის, მაუწყებლების საქმიანობის მონიტორინგი, პრობლემური მხარეების გამოკვეთა, რეკომენდაციების წარდგენა და აღნიშნული პროცესის ადვოკატირება.

 

ამოცანები

 

პროექტით განსაზღვრულ პერიოდში, ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის დასკვნითი ეტაპის წარმატებით განხორციელება ქართული მედია გარემოს გაუმჯობესების კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანია. აქტივობები უნდა განხორციელდეს შემდეგი ოთხი მიმართულებით:


• ციფრული საეთერო მაუწყებლობის პლატფორმაზე გადასვლის საინფორმაციო კამპანიის პროცესის მონიტორინგი, ადვოკატირება და ხელშეწყობა რეკომენდაციების მომზადებით და წარდგენით, ასევე მაღალპროფესიონალური კვლევების საშუალებით, მოსახლეობის ინფორმირებულობის კამპანიის ეფექტურობის მონიტორინგი და მისი რეალიზაციის ეფექტურობის კვლევა;
• ციფრული საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესთან დაკავშირებული სამართლებრივი ცვლილებების შემუშავების და მისი იმპლემენტაციის პროცესში ჩართულობა, შეფასება, რეკომენდაციების წარდგენა, განხორციელების ხელშეწყობა და ადვოკატირება;
• საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ "ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს", საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, შპს "საქართველოს ტელერადიო ცენტრის", სსიპ "საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის", ციფრული საეთერო ქსელის კერძო ლიცენზიანტების (ეროვნული და ადგილობრივი დაფარვის ოპერატორების) იმ აქტივობების მონიტორინგი, რომელიც უკავშირდება ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესს;
• ციფრული საეთერო მაუწყებლობის მისაღებად განკუთვნილი აპარატურის დარიგების პროცესის მონიტორინგი, ბაზრის და მოსახლეობის მზაობის კვლევა, რეკომენდაციების მომზადება და მათი იმპლემენტაციის ადვოკატირება.

 

განხორციელების გზები

 

აქტივობამ პროექტის ფარგლებში უნდა მოიცვას შემდეგ ძირითადი მიმართულებები:


• შპს "საქართველოს ტელერადიო ცენტრის", შპს "სტერეო+"-ის და ადგილობრივი საეთერო ციფრული მაუწყებლობის ქსელების ლიცენზიანტების მიერ სალიცენზიო პირობების, მათ შორის მოსახლეობის დაფარვის, სატელევიზიო პროგრამების განთავსების და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებების შესრულების მონიტორინგი, პრობლემური მხარეების კვლევა და განსახორციელებელი აქტივობების რეკომენდაციების წარდგენა;
• სსიპ "საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის", კომერციული მაუწყებლების ციფრულ საეთერო პლატფორმაზე გადასვლის საინფორმაციო კამპანიის სტრატეგიის, ასევე საკანონმდებლო ცვლილებების და დაგეგმილი აქტივობების კვლევა და რეკომენდაციების წარდგენა;
• ციფრული მაუწყებლობის მხარდასაჭერად მოსახლეობის ინფორმირების საინფორმაციო კამპანიის მიმდინარეობის, მისი ინტენსივობის, მოსახლეობასთან კომუნიკაციის არხების ეფექტურობის და სხვა დაკავშირებული საკითხების შეფასება. საინფორმაციო კამპანიის ეფექტურობის და მოსახლეობის მზაობის ინდექსის დადგენა;
• ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესთან დაკავშირებული სოციალურად დაუცველი მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინების, ასევე შშმ მომხმარებლების ინტეგრაციის და სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ღონისძიებების კვლევა და რეკომენდაციების განსაზღვრა არსებული ხარვეზების გამოსავლენად;

• ადგილობრივი ტელევიზიების ციფრულ საეთერო პლატფორმებზე გადასვლის პრობლემების კვლევა და რეკომენდაციების პრეზენტაცია; 

• ციფრულ საეთერო სატელევიზიო ქსელში არხების განთავსების პირობების გამჭვირვალეობის, არადისკრიმინაციული და ხარჯებზე ორიენტირებული დაშვების პირობების შესახებ რეკომენდაციების იმპლემენტაციის პროცესის ხელშეწყობა და ადვოკატირება;
• იმ პრობლემების კვლევა, რომელიც წარმოიშვება ბოლო მოხმარებების სუბსიდირებისას, ასევე ციფრული საეთერო ქსელის სიგნალების მიმღები აპარატურის დარიგებისას და ინსტალაციისას, ასევე სხვა პრობლემები დაკავშირებული მიმღები ანტენების ინსტალაციისას და სხვა ტექნიკური საკითხების მოწესრიგებასთან;
• რისივერების პროგრამული უზრუნველყოფის ღიაობის და თავსებადობის საკითხების კვლევა და რეკომენდაციების წარმოდგენა;
• სამაუწყებლო ქსელის განვითარების მდგომარეობის, აგების ვადების და ხარისხის კვლევა ე.წ. 20 სატესტო წერტილის შერჩევით;
• ეთნიკური უმცირესობების ინტერესების დაცვის საკითხების კვლევა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში.

პროექტის რეალიზაცია მოხდება შემდეგი საშუალებების გამოყენებით: არსებული მდგომარეობის კვლევა ინფორმაციის გამოთხოვის, უშუალო შეხვედრების და მრგვალი მაგიდის საშუალებით, შედეგების და SWAT ანალიზი პრობლემური მიმართულებების გამოსაკვეთად, რეკომენდაციების წარდგენა შესაბამისი უწყებისათვის და პრეზენტაციების მოწყობა, კანონმდებლობის შემუშავების პროცესში ჩართვა და მისი პრაქტიკაში დანერგვის პროცესის დაკვირვება და ანალიზი. შედეგების შესახებ მომზადდება კვარტალური ანგარიშები და მიმართულების შესახებ ანგარიშები. 

 

პროექტის მედია გაშუქება

პროექტის შუალედური ანგარიში

     

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024