პროექტის სახელწოდება: ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის მონიტორინგი და მხარდაჭერა
პროექტის დაფინანსება: ფონდი ღია საზოგადოება საქართველო -OSGF
პროექტის ბიუჯეტი: 60 645,04 USD
პროექტის ხანგრძლივობა: 2014 წლის აპრილი - 2015 წლის იანვარი
პროექტის აღწერა:
2013 წლის განმავლობაში IDFI-ის აქტიური ჩართულობით და მონაწილეობით ციფრულ საეთერო მაუწყებლობასთან დაკავშირებით განხორციელდა ინტენსიური და იმ ეტაპისათვის უმნიშვნელოვანესი აქტივობები, თუმცა მიუხედავად არსებითი პოზიტიური ცვლილებებისა დემონოპოლიზაციის, დაშვების ტარიფების გამჭვირვალობის, რეგიონული მედიის ინტერესების გათვალისწინების, კონკურენტული და ღია საკონკურსო პროცედურების დანერგვის და სხვა მიმართულებით, პრობლემები კვლავ მრავლად რჩება. 2014 წლის თებერვალში საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო სტრატეგიაში, მცირე გამონაკლისების გარდა, აისახა ჩვენი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი წინადადებები, რეკომენდაციები და შენიშვნები, თუმცა გარკვეული პრობლემები სტრატეგიული ამოცანების განსაზღვრის ეტაპზეც კვლავ რჩება.
უმნიშვნელოვანესია ადვოკატირების ეტაპი, რადგან გარდა იმისა რომ უნდა მიღებულ იქნას მთელი რიგი გადაწყვეტილებები ბოლო მომხმარებლის მხარეს განსახორციელებელი აქტივობების მიმართულებით (ინფორმირება), უნდა მომზადდეს უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც კარდინალურად ცვლის მედია გარემოს ტექნოლოგიური და იურიდიულ ბაზისს. განსაკუთრებულ ყურადღებას და ჩართულობას მოითხოვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ჩასატარებელი კონკურის ციფრული მაუწყებლობის საეთერო პლატფორმის ოპერატორის შესარჩევად.
პრიორიტეტულია, რომ მჭიდროდ გაკონტროლდეს საქართველოში არსებული ეროვნული, ადგილობრივი და რეგიონული მაუწყებლების საეთერო სიგნალების ქსელთან წვდომის საკითხები, ე.წ. სისტემური და არასისტემური დაბრკოლებების გამოსავლენად და აღმოსაფხვრელად. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის როლი. პროცესი, სამთავრობო გეგმის შესაბამისად უნდა დაიწყოს 2014 წელს. სრული კონკურენტული ბაზრის ფორმირება სავარაუდოდ უნდა დასრულდეს 2017 წლამდე, რამდენიმე ალტერნატიული ქსელის ფორმირებით, რა დროსაც საქართველოს მედია გარემოს სიჯანსაღისათვის უმნიშვნელოვანესია გაკონტროლდეს ციფრულ საეთერო ქსელთან დაშვების ტარიფები, დაშვების პირობების გამჭვირვალეობა და არადისკრიმინაციულობა, ისევე როგორც სამაუწყებლო კონტენტის ოპერატორების ტრანსლირებისთვის დადგენილი ტარიფების ხარჯებზე ორიენტირებულობა და გონივრულ
მომდევნო 7 თვიან პერიოდში, ვფიქრობთ, რომ საქართველოს ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის მონიტორინგის კუთხით, პროექტის ფარგლებში მოცული იქნება შემდეგი მნიშვნელოვანი მიმართულებები:
- ციფრული საეთერო მაუწყებლობის პლატფორმაზე გადასვლის პროცესის დემოკრატიულ ჩარჩოებში და ქართული მედია ბაზრის ოპერატორების, ასევე ევროკავშირის დირექტივების და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად წარმართვა, ხარვეზების გამოვლენა და ნაკლოვანებების აღმოფხვრის გზების განსაზღვრა;
- ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის ტექნიკური, კონკურენციის და ეკონომიკური მიმართულებების პრობლემური მხარეების და ბარიერების აღმოფხვრა;
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, სსიპ "ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს" საქმიანობის მონიტორინგი, არსებული პრაქტიკის და პროცესის რეგულირებისთვის მიღებული სამართლებრივი აქტების კვლევა და რეკომენდაციების წარდგენა და ადვოკატირება. საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ წინადადებების წარდგენა საქართველოს პარლამენტისათვის და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთვის.
პროექტის ამოცანები:
პროექტით განსაზღვრულ პერიოდში, ქართული მედია გარემოს გაუმჯობესების კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანია აქტივობები უნდა განხორციელდეს შემდეგი ოთხი მიმართულებით:
• ციფრული საეთერო მაუწყებლობის პლატფორმაზე გადასვლის პროცესის მონიტორინგი, ადვოკატირება და ხელშეწყობა რეკომენდაციების მომზადებით და წარდგენით, ასევე მაღალპროფესიონალური კვლევების საშუალებით,
• მოსახლეობის ინფორმირებულობის ხელშეწყობის კამპანიის მონიტორინგი და მხარდაჭერა, მისი რეალიზაციის ეფექტურობის კვლევა;
• ციფრული საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის ფაქტობრივი სამუშაოების კვლევა, შეფასება, რეკომენდაციების წარდგენა, განხორციელების ხელშეწყობა და ადვოკატირება;
• საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ "ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს", საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, შპს "საქართველოს ტელერადიო ცენტრის", სსიპ "საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის" იმ აქტივობების მონიტორინგი, რომელიც უკავშირდება ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესს. მათი პრაქტიკის და სამართლებრივი აქტების კვლევა და მონიტორინგი, რეკომენდაციების წარდგენა და ადვოკატირება;
• საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესთან დაკავშირებული 2014-2015 წლების საქმიანობის მონიტორინგი, რეკომენდაციების მომზადება და მათი იმპლემენტაციის ადვოკატირება.