ტრენინგები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან კომუნიკაციაზე

სიახლეები | ტრენინგები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 29 აპრილი 2022

აჭარის უმაღლესი საბჭოს თანამშრომლებს ჩაუტარდათ ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან კომუნიკაციის შესახებ. ტრენინგზე მონაწილეები გაეცნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორიცაა, შეზღუდული შესაძლებლობის კატეგორიები და ბარიერები, სტერეოტიპები და ტერმინოლოგია, საკანონმდებლო ჩარჩო, უნივერსალური დიზაინი და გონივრული მისადაგება, სეგრეგაცია, ინტეგრაცია და ინკლუზია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან კომუნიკაციისა და ურთიერთობის სტანდარტები.

 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან კომუნიკაციის ეტიკეტსა და სტანდარტში თანამშრომელთა გადამზადებას ითვალისწინებს აჭარის უმაღლესი საბჭოს მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის კონცეფცია. აჭარის უმაღლესი საბჭოში მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის ამოქმედება გათვალისწინებული იყო ღია მმართველობის 2020-2021 წლის სამოქმედო გეგმის მე-3 ვალდებულებაში.

 

ტრენინგი ხელს შეუწყობს უმაღლეს საბჭოს უზრუნველყოს საზოგადოების ყველა ჯგუფის ხელმისაწვდომობა საბჭოს საქმიანობაში და ამ გზით კიდევ უფრო გაზარდოს მოქალაქეების ჩართულობა.

 

ტრენინგს უძღვებოდნენ უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფის წევრი ორგანიზაციის „ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ წარმომადგენლები: თომა კაკაბაძე, რამინ მაჭარაშვილი, ნინო ჩხაიძე, დავით არძენაძე, სოსო ყაზაიშვილი და დეა ერემაშვილი.

 

ტრენინგები გაიმართა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით პროექტის - „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ორგანიზებით.  

სხვა ტრენინგები ამ თემაზე
სიახლეები

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ “რუსულ კანონთან” დაკავშირებით არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების საჩივარის განხილვა დაიწყო

27.03.2025

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მემორანდუმის მიმოხილვა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ

27.03.2025

ივანიშვილის ფარა ქართული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ

24.03.2025

კოალიციის განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ დამოუკიდებელი ჟურნალისტების დევნის შესახებ

23.03.2025
განცხადებები

მედია კოალიცია რეგიონული მედიის საქმიანობის შეზღუდვის ფაქტებს ეხმიანება

28.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
ბლოგპოსტები

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024