ტრენინგი ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის ადგილობრივი შემფასებლებისთვის

სიახლეები | ტრენინგები | სტატია | ადგილობრივი მმართველობა 2 აპრილი 2021

2021 წლის 31 მარტსა და 1 აპრილს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრმა (CTC) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრმა (MSDC) რეგიონული ორგანიზაციებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის შესახებ ორდღიანი ონლაინ ტრენინგი ჩაატარეს.


ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი ხსენებული ორგანიზაციების ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც მუნიციპალიტეტების ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობას აფასებს.


ტრენინგი მიზნად ისახავდა პარტნიორი რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგნელებისთვის ინდექსის შეფასების მეთოდოლოგიის გაცნობას. მომავალში მათ ამ მეთოდოლოგიით მუნიციპალიტეტების აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოები უნდა შეაფასონ. კერძოდ, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების შეფასება 5 აპრილიდან იწყება.


ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს მუნიციპალიტეტების ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის შეფასების როგორც თეორიული ცოდნა, ისე პრაქტიკული გამოცდილება. კერძოდ, ისინი დეტალურად გაეცნენ ინდექსის მეთოდოლოგიას და განიხილეს შეფასების ცალკეული გარემოებები. მონაწილეები ასევე გაეცნენ ინფორმაციის ხარისხის შეფასების ინდიკატორებსა და ინფორმაციის სანდოობის გადამოწმების საშუალებებს.

 

ტრენინგი წარიმართა შემფასებლებისთვის მომზადებული სპეციალური სახელმძღვანელოს მიხედვით. ინდექსის მეთოდოლოგია სამი ნაწილისგან შედგება: საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება, ელ-მმართველობა და მოქალაქეთა მონაწილეობა და ანგარიშვალდებულება.


ტრენინგს IDFI-დან უძღვებოდნენ თეონა ტურაშვილი და გოგა თუშურაშვილი, CTC-დან – თამარ ნასყიდაშვილი და MSDC-დან – კოკა კიღურაძე.


ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს შემდეგი რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა: ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო (LDA), ასოციაცია „დეა“, დემოკრატ მესხთა კავშირი (UDM), მწვანე კავკასია, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი - ბათუმი (CSI), სათემო ორგანიზაცია ნუკრიანი და საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი.


ტრენინგი ჩატარდა პროექტის -ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი - 2021 - ფარგლებში, ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით. 

სხვა ტრენინგები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025
განცხადებები

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024