ტრენინგი თემაზე - FATF-ის მე-8 რეკომენდაცია არაკომერციული იურიდიული პირებისთვის

სიახლეები | ტრენინგები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 1 ივნისი 2020

ევროკომისიის პროექტის “Global Facility on Anti-Money Laundering and Countering the Financing of Terrorism (GF-AML/CFT)” ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის იმართება საქართველოში ტრენინგი სახელწოდებით: FATF-ის მე-8 რეკომენდაცია არაკომერციული იურიდიული პირებისთვის.

 

კურსის გავლის შედეგად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ ინფორმაციას სახელმწიფოების მიერ სამოქალაქო სექტორის შიგნით ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებზე, აღნიშნული მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და საუკეთესო პრაქტიკაზე. ტრენინგის შედეგად მსმენელები შეიძენენ ცოდნას არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ზომების პრევენციული გამოყენების შესახებ.

 

ტრენინგში მონაწილეობის მიღების სურვილი გამოთქვეს შემდეგმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი; მედიის განვითარების ფონდი; ევროპის ფონდი; საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი; კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC); საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო; ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC); სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია(GYLA).

 

ტრენინგი ჩატარდება ინგლისურ ენაზე 1 ივნისიდან 5 ივნისის ჩათვლით, 19:00-დან 20:00 საათამდე პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. საქართველოში ტრენინგის ორგანიზების მხარდამჭერია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI).

სხვა ტრენინგები ამ თემაზე
სიახლეები

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) სამუშაო ჯგუფს ერთობლივი ანგარიში წარუდგინეს

17.06.2025

საერთაშორისო მხარდაჭერის ირიბი აკრძალვა საქართველოში (ახალი ცვლილებები „გრანტების შესახებ” კანონში)

12.06.2025

მარეგულირებლის უფლებამოსილების გაზრდა მედიაზე დამატებითი ზეწოლისათვის არის მიმართული

06.06.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024