IDFI-იმ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებისთვის ტრენინგი ჩაატარა

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | ტრენინგები | სტატია 12 თებერვალი 2022

2022 წლის 11 თებერვალს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ერთობლივი პროექტის „პერსონალური მონაცემების დაცვის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლების ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგი შეეხებოდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრაქტიკას პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე.

 

ტრენინგის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს IDFI-ის კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მიმართულების ხელმძღვანელმა - ქეთევან კუკავამ,ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა - მააიკე ვან კოლდამმა  და სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილემ - სოფიო ჯიაძემ.

 

„დღეს ჩვენ განვიხილავთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ მიღებულ 10 მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. ჩვენი მიზანია, გაგაცნოთ პრეცედენტული სამართლის განვითარება და არსებული რეალობისა და გამოწვევების შესაბამისად განვითარებული ახალი მიდგომები. ჩვენი სურვილია, ხელი შევუწყოთ ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას სასამართლოების უახლესი პრაქტიკის შესახებ ცნობიერების ამაღლების გზით,“ - განაცხადა ქეთევან კუკავამ.

 

ტრენინგს უძღვებოდნენ IDFI-ის კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მიმართულების ხელმძღვანელი ქეთევან კუკავა და IDFI-ის იურისტი - ნატა ახალაძე.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კრებული ხელმისაწვდომია აქ.

 

          

          

 

ტრენინგის ფოტოალბომი იხილეთ აქ.

 

ტრენინგი ჩატარდა პროექტის „პერსონალური მონაცემების დაცვის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ.

 

 

სხვა ტრენინგები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024