ტრენინგი CSO-ებისთვის: ეფექტური ჩართულობა და თანამშრომლობა ციფრული მოწყვლადობის საკითხებზე

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | სტატია 5 ივლისი 2022

2022 წლის 30 ივნისს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და ელექტრონული მმართველობის აკადემიის (eGA) საერთო პროექტის, “DRIVE: ციფრულად მოწყვლადი მოქალაქეების საჭიროებების კვლევა” ფარგლებში ვებინარი ჩატარდა, რომელიც ეფუძნებოდა მაისში გამოქვეყნებულ ანგარიშს ციფრული მოწყვლადობის შესახებ. ტრენინგი განკუთვნილი იყო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის და მოიცავდა სამოქალაქო ჩართულობის ეტაპებს, დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის ინსტრუმენტებს და ეფექტური კომუნიკაციის საკითხებს.

 

ვებინარს უძღვებოდა კრისტინა მანდი ელექტრონული მმართველობის აკადემიიდან. მან ისაუბრა თუ როგორ შეუძლიათ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს დაამყარონ კავშირები სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან, ითანამშრომლონ ერთობლივ ინიციატივებზე და ეფექტურად გაითვალისწინონ ციფრული მოწყვლადობის საკითხები. გარდა ამისა, კრისტინამ ისაუბრა დაინტერესებულ მხარეთა შორის მონაწილეობისა და თანამშრომლობის კონკრეტულ წარმატებულ მაგალითებზე და გავრცელებულ საუკეთესო პრაქტიკაზე.

 

ონლაინ ღონისძიება 4 საათს გაგრძელდა. ვებინარის მონაწილეები ჩაერთნენ ინტერაქციულ აქტივობებში და ერთობლივად იმსჯელეს ეფექტური ჩართულობის, თანამშრომლობის, კომუნიკაციისა და სხვა მსგავს საკითხებზე.

 

ვებინარის მეორე ნაწილს გაუძღვნენ IDFI-ის ადგილობრივი მმართველობის | ინტერნეტი და ინოვაციების მიმართულებების ხელმძღვანელი, თეონა ტურაშვილი და IDFI-ის ანალიტიკოსი, დავით ერისთავი. მათ მონაწილეებს წარუდგინეს საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგების მოკლე მიმოხილვა, მთავარი მიგნებები და შემუშავებული რეკომენდაციები. ხოლო ჯგუფური აქტივობის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება მიეცათ დაეფიქსირებინათ თავიანთი მოსაზრებები ცალკეული რეკომენდაციების მიმართ.

 

პროექტ DRIVE-ის შემდგომი აქტივობის ფარგლებში, ტრენინგის ყველა მონაწილე ასევე მოწვეული იქნება 2022 წლის შემოდგომაზე დაგეგმილ ტრენინგზე, საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად. 

 

პროექტ DRIVE-ის მიზანია უკრაინასა და საქართველოში ციფრულად მოწყვლადი ჯგუფებისთვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, საჭირო პირობების შექმნით, ცნობიერების ამაღლებით და უნარ-ჩვევების განვითარებით, რათა მათ შეძლონ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ციფრულად ჩართვა და ჰქონდეთ სერვისებზე ონლაინ წვდომა.

 

IDFI-მ და eGA-მ ღონისძიება გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაციის, Luminate-ის მხარდაჭერით გამართეს.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური ჩართულობა და მათი ელექტორალური ქცევა

12.09.2024

ფარული მეთვალყურეობის ზედამხედველობა: კანონმდებლობა და პრაქტიკა

05.09.2024

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური არ ასაჯაროებს იმ პერსონალურ მონაცემებს, რომელთა გამოქვეყნებასაც რუსული კანონი სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებს ავალდებულებს

30.08.2024

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024
განცხადებები

მმართველი პარტია მართლმსაჯულების საკითხებს პროპაგანდისტული და პარტიული ინტერესებისათვის იყენებს

21.08.2024

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024
ბლოგპოსტები

ფარული მეთვალყურეობის ზედამხედველობა: კანონმდებლობა და პრაქტიკა

05.09.2024

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024