ტრენინგი კორუფციასთან მებრძოლთა პროგრამის მონაწილეებისთვის

სიახლეები | ტრენინგები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 25 მაისი 2022

2022 წლის 22 მაისს, “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) ჩაატარა ტრენინგი კორუფციასთან მებრძოლთა სასერტიფიკატო პროგრამის წარმომადგენლებისთვის. ტრენინგში მონაწილეობას იღებდნენ სასერტიფიკატო პროგრამის როგორც სამაგისტრო, ასევე, საბაკალავრო საფეხურის მონაწილეები, მათ შორის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.

ტრენინგის მიმდინარეობისას „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) წარმომადგენლებმა პროგრამის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია სპორტულ ფედერაციებში არსებული კორუფციის შესახებ. კერძოდ, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და კორუფციის აღმოსაჩენად ღია წყაროების გამოყენების საკითხები და იმსჯელეს ჭიდაობისა და რაგბის ფედერაციებში კორუფციის რისკების შემთხვევებზე.

ტრენინგი მოიცავდა, როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ საკითხებს და მიმდინარეობდა აქტიური კითხვა-პასუხის და დისკუსიის ფონზე.

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის განხორციელება „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) 2019 წლიდან დაიწყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.

პროგრამას ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ღია საზოგადოების მხარდაჭერის ფონდი პროექტის „მდგრადი ადამიანური რესურსების განვითარება კორუფციასთან საბრძოლველად“ ფარგლებში.

სხვა ტრენინგები ამ თემაზე
სიახლეები

ვენეციის კომისიამ სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

22.10.2025

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

20.10.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება მშვიდობიანი პროტესტის აკრძალვის შესახებ

14.10.2025

„რუსული კანონის“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა წერილობითი კომუნიკაცია წარადგინეს

23.09.2025
განცხადებები

ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024