შსს-ში ტრენინგი ,,ინფორმაციის თავისუფლება და დემოკრატიული მმართველობა ” ჩატარდა

სიახლეები | ტრენინგები 18 სექტემბერი 2014

IDFI-ს წარმომადგენლებმა თემაზე „ინფორმაციის თავისუფლება და დემოკრატიული მმართველობა (საქართველო და საერთაშორისო პრაქტიკა) შინაგან საქმეთა სამინისტროში ორდღიანი ტრენინგი ჩაატარეს.


ტრენინგს შსს-ს ის თანამშრომლები ესწრებოდნენ, რომლებიც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე არიან პასუხისმგებელნი. ტრენინგის მიზანი იყო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გამჭვირვალობის შესახებ დამსწრეთათვის მაქსიმალური ინფორმაციის მიწოდება, მათთვის საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობა და კვალიფიკაციის ამაღლება. შესაბამისად, თემები, რომლებზეც IDFI-ს დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა და ანალიტიკოსმა გოგა თუშურაშვილმა, ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მაია კოპალეიშვილმა ისაუბრეს, ეხებოდა შემდეგ საკითხებს:

 

  • დემოკრატიული მმართველობა და ინფორმაციის თავისუფლება,
  • საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება (საქართველო და საერთაშორისო გამოცდილება)
  • ღია მმართველობა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა,
  • ინფორმაციის თავისუფლება და ადამიანის უფლებები,
  • ღია მმართველობა, ინფორმაციის თავისუფლება და ეთიკა საჯარო სამსახურში.

 

IDFI საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და პროაქტიულად გამოქვეყნების საკითხებზე აქტიურად მუშაობს. ორგანიზაცია მუდმივად ანახლებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირთა მონაცემთა ბაზას.

სხვა ტრენინგები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024