IDFI-ის კვლევითი საქმიანობა 2013 წელს

კვლევითი საქმიანობა 28 აპრილი 2014

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) 2013 წელს მნიშვნელოვნად გააფართოვა კვლევითი საქმიანობის სფეროები და შესაბამისად, მოახერხა დაეგროვებინა ანალიტიკური ექსპერტიზა მრავალი მიმართულებით.

 

კვლევითი მიმართულებების გამრავალფეროვნებასთან ერთად, ინსტიტუტმა 2013 წლის 21 მაისს ხელი მოაწერა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამის“ (G-PAC) დახმარებით შექმნილ ხარისხისა და ეთიკის სახელმძღვანელო პრინციპების დოკუმენტს.

 

ეს დოკუმენტი სტანდარტების კრებულია, რომელიც ანალიტიკურ ორგანიზაციებს თავიანთ საქმიანობაში გაუძღვება. მისი მიზანია ჩამოაყალიბოს უპირატესი პრინციპები და უზრუნველყოს ანალიტიკური ორგანიზაციების მიერ უმაღლესი პროფესიული სტანდარტების დაცვა. ეთიკის ნაწილი აერთიანებს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებული მმართველობა ორგანიზაციაში, ხოლო ხარისხის სტანდარტების მოიცავს კვლევის ხარისხის, ანალიზის და ადვოკატირების პროცესს. ხარისხისა და ეთიკის სახელმძღვანელო პრინციპების დოკუმენტის ხელმოწერით, IDFI-იმ აიღო ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რომ დაიცვას მასში ჩამოყალიბებული ძირითადი პრინციპები. ეს თავის მხრივ უზრუნველყოფს ინსტიტუტის რეპუტაციის, სანდოობისა და კვლევის ხარისხის გაუმჯობესებას მომავალში.

 

აღნიშნულ წელს ორგანიზაციამ ფართო საზოგადოებას შესთავაზა ყოვლისმომცველი კვლევითი ნაშრომები შემდეგ ძირითად საკითხებზე: ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და კარგი მმართველობა, მედია და ციფრული მაუწყებლობა, ინტერნეტი და ელექტრონული მმართველობა, საჯარო სამსახურის რეფორმა, ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა.

 

ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და კარგი მმართველობა

 

საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრაქტიკის გაუმჯობესებისა და ამ მიმართულებით კანონმდებლობის დახვეწის მიზნით, ინსტიტუტის ექსპერტებმა მოამზადეს მრავალი კვლევა, მათ შორის საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზი სხვადასხვა ჭრილში. ამ მიმართულებით მომზადებული ნაშრომების ძირითადი საკითხები გახლდათ: მთავრობის სხდომის ღიაობის ცნებაინფორმაციის ხელმისაწვდომობის საერთაშორისო სამართლებრივი პრაქტიკაინფორმაციის კომისიონერის ცნება და ა.შ.

 

აღსანიშნავია, რომ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საუკეთესო პრაქტიკის კვლევის შედეგებმა საფუძველი დაუდო არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის წარდგენილ სარეკომენდაციო პაკეტს. ამ დოკუმენტზე დაყრდნობით, მოგვიანებით საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება “საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“. აღნიშნული სამართლებრივი აქტით, საქართველოში მკვიდრდება სახელმწიფო ორგანოების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სრულიად ახალი, პროაქტიული სტანდარტი.

 

მედია და ციფრული მაუწყებლობა

 

საქართველოში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში არსებული გამოწვევების და აღმოჩენილი პრობლემების გადაჭრის გზების საძიებლად, ინსტიტუტის ექსპერტებმა ამ საკითხის სხვადასხვა ასპექტზე მრავალი ანალიტიკური პროდუქტი წარმოადგინეს. მათ შორისაა, ამ პროცესის საინფორმაციო კამპანია და დაფინანსება, სახელმწიფო სუბსიდირების პოლიტიკის ორიენტირები და ბენეფიციარებიკონკურენციის რეგულირების პოლიტიკატექნიკური და ტექნოლოგიური ასპექტებიციფრულ საეთერო მაუწყებლობის ქსელის მულტიპლექსორთან დაშვების ტარიფები, საქართველოს ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგია და რეკომენდაციები.

 

საგულისხმოა, რომ ორგანიზაციის მიერ შემუშავებული სტრატეგიები და ინიციატივები ხელისუფლებამ გამოიყენა ამ მიმართულებით სტრატეგიის შემუშავების დროს 2014 წელს, რაც ორგანიზაციის კვლევითი მიმართულების ერთ-ერთ მთავარ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს მიმდინარე წლისთვის.

 

ინტერნეტი და ელექტრონული მმართველობა

 

ამ წელს ორგანიზაციამ მნიშვნელოვნად გააფართოვა კვლევითი საქმიანობა ელექტრონული მმართველობის საკითხებზე. კერძოდ, ორგანიზაცია გააქტიურდა ახალი ტექნოლოგიების დახმარებით, საჯარო პოლიტიკაში საზოგადოების ჩართულობის კუთხით საქართველოს რეალობისა და უცხოური პრაქტიკის ანალიზის თვალსაზრისით. ამ საკითხებზე მომუშავე ინსტიტუტის ანალიტიკოსებმა შეიმუშავეს სახელმწიფო დაწესებულებებისა და მოქალაქეების კომუნიკაციის შეფასების ყოვლისმომცველი მეთოდოლოგია და მასზე დაფუძნებით მოამზადეს კვლევები შემდეგ საკითხებზე: სახელმწიფო დაწესებულებებისთვის მოქალაქეებთან ურთიერთობაში სატელეფონო კომუნიკაციისსოციალური ქსელებისოფიციალური ონლაინ რესურსების როლიკომუნიკაციის სტრატეგია და ა.შ.

 

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზზე დაყრდნობით, IDFI-იმ წარმოადგინა და შემდეგში ხელისუფლებას წარუდგინა, საკუთარი ხედვა იმისა, თუ რა ფუნქციონალი და მექანიზმები უნდა არსებობდეს მოქალაქეთა მონაწილეობის პლატფორმაზე www.ichange.ge. საგულისხმოა, რომ საერთაშორისო ინიციატივის - „ღია მმართველობის პარტნიორობა“ (OGP) - ფარგლებში საქართველოს მთავრობამ აიღო ვალდებულება დანერგოს მოქალაქის პლატფორმა, რომლის მიზანი გადაწყვეტილების მიღებაში ფართო საზოგადოების მონაწილეობისთვის საჭირო საშუალებების დანერგვაა.

 

ელექტრონული მმართველობის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა ინტერნეტის განვითარება. ამ მიმართულებით ძირითადი ტენდენციების საჩვენებლად, ჩატარდა კვლევები ინტერნეტ აბონენტებისა და ამ საკითხის ძირითადი ასპექტების შესახებ. ამავე დროს, ინსტიტუტმა მოამზადა ელექტრონულ კომუნიკაციასა (ეროვნულ დონეზე) და საჯარო კონსულტაციასთან (საერთაშორისო დონეზე) დაკავშირებული სამართლებრივი საფუძვლების ანალიზი.

 

საჯარო სამსახურის რეფორმა

 

2013 წლიდან IDFI აქტიურად იყო ჩართული საჯარო სამსახურის რეფორმირების პროცესში, რაც გამომდინარეობდა იმ ექსპერტიზით, რაც ორგანიზაციის მკვლევარებს გააჩნიათ ამ მიმართულებით. ინსტიტუტმა საზოგადოებას შესთავაზა საკუთარი ანალიზი და პოზიცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, საჯარო სამსახურში დისციპლინური პასუხისმგებლობამამხილებლის ინსტიტუტის ცნება და საერთაშორისო პრაქტიკაანაზღაურების სისტემა და სხვა ქვეყნების გამოცდილება.

 

მოგვიანებით, IDFI-იმ საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან მჭიდრო თანამშრომლობით, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტთან და SMART CONSULTING-თან ერთად დაიწყო პროექტის, „საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება“, განხორციელება. ინიციატივის ფარგლებში შექმნილმა კონცეფციამ ხელი უნდა შეუწყოს საქართველოში საჯარო სამსახურის თანამედროვე მოდელის ჩამოყალიბებას.

 

საგულისხმოა, რომ ორგანიზაცია დღემდე ჩართულია საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში.

 

 

ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა

 

ერთ-ერთი ახალი კვლევითი მიმართულება, რომელიც ორგანიზაციამ ბოლო პერიოდში აირჩია, არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკების შეფასება და ანალიზი. მაგალითისთვის, აღნიშნულ წელს IDFI-ის ექსპერტებმა წარმოადგინეს საკუთარი ხედვა დამსაქმებლისა და დასაქმებულის ურთიერთობის ცალკეული ასპექტების და შრომის კანონმდებლობის შესახებ.  

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ „საქართველოს შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პარლამენტისთვის წარდგენისას, ნაწილობრივ გაითვალისწინა ინსტიტუტის მიერ სამსახურიდან გათავისუფლებული პირის მიერ გამოუყენებელი შვებულების ნაცვლად კომპენსაციის მიღების საკითხის კანონით დარეგულირების გარშემო მანამდე გაგზავნილი წინადადებები.

 

ამ წელს IDFI-იმ დაიწყო კვლევითი ორგანიზაციებისთვის განკუთვნილი გრანტის ფარგლებში მხარდაჭერილი პროექტის „საქართველოში სახელმწიფოს კუთვნილი კომპანიები და მათი ეფექტურობის კვლევა - ფოკუსი: სოფლის მეურნეობის სფერო“ განხორციელება. პროექტის ფარგლებში იგეგმებოდა იმ სოფლის მეურნეობის პროფილის სახელმწიფო საწარმოების შესწავლა, რომელშიც 50%-ზე მეტ წილს სახელმწიფო ფლობს. კვლევის მიზანია დადგინდეს ამ საწარმოების ეფექტიანობა და მათი არსებობის მიზანშეწონილობა. IDFI აღნიშნულ ინიციატივას გადასახადის გადამხდელთა კავშირთან ერთად, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის -“საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში” (G-PAC), ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია

22.10.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024