თეზისების კრებული - საერთაშორისო კონფერენცია “სიმართლის გამოვლენა: დიდი ტერორის (1937-1938) მასობრივი სამარხები ბათუმში, საქართველოში”

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | ანგარიში 7 თებერვალი 2024

2023 წლის 5-6 ოქტომბერს, ბათუმში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), იულიუშ მიეროშევსკის დიალოგის ცენტრის (Centrum Dialogu im. Juliusza Mieroszewskiego) ფინანსური მხარდაჭერით, გამართა საერთაშორისო კონფერენცია - “სიმართლის გამოვლენა: დიდი ტერორის (1937-1938) მასობრივი სამარხები ბათუმში, საქართველოში”. 

 

კონფერენცია ეხებოდა 2019 წელს ბათუმთან ახლოს, ხელვაჩაურში აღმოჩენილ მასობრივ სამარხებს, რამაც ბათუმი და, ზოგადად, აჭარა, რეპრესირებულთა საკითხის შესწავლის კუთხით საქართველოში უმნიშვნელოვანეს რეგიონად აქცია. 2022 წელს IDFI-ს, პოლონელი ექსპერტებისა და ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ერთობლივი ძალისხმევით, მე-6 სამარხის ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარება, ნეშტების ექსჰუმაცია და ანთროპოლოგიური კვლევა გახდა შესაძლებელი - ამ პროცესში მონაწილე არქეოლოგებმა და ანთროპოლოგებმა კონფერენციაზე შესაბამისი სამეცნიერო ანგარიშები წარმოადგინეს. ქართულ საზოგადოებაში დღემდე არსებობს იდეოლოგიური დაპირისპირება კომუნისტური წარსულის მიმართ პოზიტიურად განწყობილ ადამიანებსა და იმ მოქალაქეებს შორის, რომლებიც ამ პერიოდს უარყოფითად აღიქვამენ. კონფერენციის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ამ საკითხის განხილვა, ამ კუთხით ცნობიერების ამაღლება და საზოგადოებისათვის კომუნიზმისა და სტალინიზმის რეალური, ტოტალიტარული სახის ჩვენება იყო. 

 

კონფერენციის მონაწილეთა შორის იყვნენ აკადემიური წრის გამორჩეული წევრები და დარგის ექსპერტები საქართველოდან, პოლონეთიდან, მოლდოვიდან, ჩეხეთიდან, ყაზახეთიდან და გერმანიიდან. მონაწილეთა შორის იყო მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის 2022 წლის ლაურეატი ორგანიზაციის, საზოგადოება “საერთაშორისო მემორიალის” თავმჯდომარე, იან რაჩინსკი, რომელმაც საბჭოთა რეპრესიების კვლევის სირთულესა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

 

გარდა მასობრივი სამარხების თემისა, კონფერენცია ტოტალიტარული წარსულის მქონე ქვეყნების მეხსიერების პოლიტიკასა და, ამ კუთხით, არქივების მნიშვნელობას შეეხებოდა. ორი დღის განმავლობაში მონაწილეებმა სხვადასხვა ქვეყანაში ამ მიმართულებით არსებულ პრაქტიკებზე, გამოცდილებაზე, პრობლემებსა და გამოწვევებზე  ისაუბრეს.  

 

კონფერენციასა და მისი მონაწილეების მიერ განხილული თემების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად, IDFI აქვეყნებს მომხსენებელთა მიერ მოწოდებული თეზისების კრებულს. 

 

კრებულში იხილავთ იან რაჩინსკის, გიორგი მამულიას, მაცეი ვირვას, ლუკაშ შლეშკოვსკის, იგორ კაშუს, ანტონ ვაჭარაძისა და სხვა მოხსენებელთა თეზისებს. საერთო ჯამში, კრებული მოიცავს 18 მოხსენებას, რომელიც სრულად შეგიძლიათ იხილოთ აქ.

 

კონფერენციის დღის წესრიგს გაეცანით აქ.

 

კრებული შეიქმნა პოლონეთის იულიუშ მიეროშევსკის სახელობის დიალოგის ცენტრის (Centrum Dialogu im. Juliusza Mieroszewskiego) ფინანსური მხარდაჭერით.

 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური არ ასაჯაროებს იმ პერსონალურ მონაცემებს, რომელთა გამოქვეყნებასაც რუსული კანონი სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებს ავალდებულებს

30.08.2024

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024

ღონისძიებები ახმეტის მუნიციპალიტეტში 1924 წლის აჯანყების მე-100-ე წლისთავთან დაკავშირებით

05.08.2024

ინტერვიუ KARTA-ს ცენტრის თანადამფუძნებელთან, ალისია ვანცეჟ–გლუზასთან

01.08.2024
განცხადებები

მმართველი პარტია მართლმსაჯულების საკითხებს პროპაგანდისტული და პარტიული ინტერესებისათვის იყენებს

21.08.2024

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024
ბლოგპოსტები

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა ჩეხეთის რესპუბლიკაში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024