ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თემატური მოკვლევის ანგარიშის განიხილვა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 19 თებერვალი 2020

2019 წლის 29 მაისს, ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ (საბჭო) შექმნა  სახელმწიფო უწყებებში არსებული სამოქალაქო ჩართულობის ინსტრუმენტებისა და პრაქტიკების შემსწავლელი თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფი (სამუშაო ჯგუფი).  

 

მოკვლევის მიზანს წარმოადგენდა სამინისტროებისა და მთავრობის ადმინისტრაციის მიერ პოლიტიკის შემუშავების პროცესში დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის პრაქტიკისა და რეგულაციების შესწავლა, არსებული საკანონდებლო და პრაქტიკული ხარვეზების გამოვლენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.  

 

სამუშაო ჯგუფი შეიქმნა საბჭოს თავმჯდომარის ირინა ფრუიძის ინიციატივით. ინიციატივის ფინანსური მხარდაჭერა კი განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ. თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრებს წარმოადგენდნენ: ირინე ფრუიძე (მთავარი მომხსენებელი), გუგული მაღრაძე, გიორგი კახიანი, ოთარ კახიძე, ემზარ კვიციანი და გიორგი ხატიძე.

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), როგორც საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის წვერი ორგანიზაცია, აქტიურად იყო ჩართული თემატური მოკვლევის პროცესში.  

 

სამუშაო ჯგუფმა ზეპირი მოსმენები ჩაატარა სამინისტროთა წარმომადგენლებთან და მიიღო მათგან ინფორმაცია პოლიტიკის შემუშავების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მხრივ არსებული პრაქტიკისა და უწყებებში არსებული შესაბამისი რეგულაციების შესახებ. სამუშაო ჯგუფმა გაანალიზა ასევე მოქმედი ეროვნული კანონმდებლობა და შეისწავლა მოქალაქეთა ჩართულობის საკითხზე არსებული საერთაშორისო რეგულაციები. თემატური მოკვლევის პროცესში მიღებული ინფორმაციის გაანალიზების შემდეგ მომზადდა  თემატურიმოკვლევისანგარიში, რომელიც მოიცავს შესწავლის შედეგად გამოვლენილ ძირითად მიგებებს და საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს.

 

მიმდინარე წლის 19 თებერვალის საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფის მომხსენებელმა ირინა ფრუიძემ წარადგინა თემატური მოკვლევის ანგარიშის ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები (იხ. ვიდეო)

 

ძირითადი მიგნებები

 

არსებულ საკანონმდებლო რეგულირებასთან და პრაქტიკასთან დაკავშირებით ანგარიშში მოცემული ძირითადი მიგნებებიდან ხაზგასასმელია შემდეგი:

 

- არ არსებობს დაინტერესებულ პირთა პოლიტიკის შემუშავების ადრეულ ეტაპზე ჩართულობის უზრუნველყოფის საკანონმდებლო ვალდებულება; 

- პოლიტიკის შემუშავების შემდგომ ეტაპებზე (როდესაც შემუშავებულია პოლიტიკის დოკუმენტის სამუშაო ვერსია) მოქალაქეთა ჩართულობის საკითხები გაბნეულია სხვადასხვა ნორმატიულ აქტში და ისინი ვერ უზრუნველყოფენ პოლიტიკის შემუშავების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ერთიანი, სავალდებულო სტანდარტის არსებობას;

- მოქმედი კანონმდებლობა მოიცავს რეგულაციებს ბიუჯეტის შემუშავების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ, ძირითადად, წარმომადგენლობითი ხელისუფლების ფარგლებში. მწირია რეგულაციები როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლების როლზე მოცემულ პროცესში;

- სამინისტროების დონეზე პოლიტიკის შემუშავების პროცესში დაინტერესებული მხარეების ჩართულობის მაგალითები არსებობს, თუმცა პრაქტიკა საგრძნობლად განსხვავდება როგორც სამინისტროებს შორის, ასევე  კონკრეტულ სამინისტროში   სხვადასხვა პოლიტიკის შემუშავების პროცესებს შორის;

- ხშირ შემთხვევაში სამინისტროების მიერ ხდება ჩართულობის გაიგივება ინფორმირებულობასთან. ამასთან უმეტესად პოლიტიკის შემუშავების პროცესი არ აკმაყოფილებს ჩართულობის ყველაზე მინიმალური ინფორმირებულობის კრიტერიუმს. მოსახლეობის ინფორმირება ხდება მხოლოდ პოლიტიკის დოკუმენტების მიღების შემდეგ, როდესაც აღნიშნული აუცილებელია პოლიტიკის განხორციელებისთვის;

- სათათბირო ორგანოები (საბჭოები და კომისიები) შექმნილია თითქმის ყველა სამინისტროში, თუმცა მათი მანდატი, საქმიანობის წესი და პროცედურული რეგულაციები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. საკონსულტაციო საბჭოებისა და კომისიების შექმნის ძირითადი მიზანი პოლიტიკის შემუშავების პროცესში სახელმწიფო უწყებათა შორის კოორდინაციის ორგანიზებაა და არა პოლიტიკის შემუშავების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა.

 

 

რეკომენდაციები

 

თემატური მოკვლევის ანგარიშის ერთ-ერთ მთავარ რეკომენდაციას წარმოადგენდა პოლიტიკის შემუშავების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ერთიანი სტანდარტის შექმნა, რომლის დაცვაც სავალდებულო იქნება პოლიტიკის შემუშავების ადრეული ეტაპიდანვე ე.ი. მანამ, სანამ დაიწყება პოლიტიკის დოკუმენტის ტექსტზე მუშაობის პროცესი და მიმდინარეობს მსჯელობა კონკრეტული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის შესახებ.

 

თემატური მოკვლევის დასრულების შემდეგ რამდენიმე თვეში საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის დადგენილებით დამტკიცდა  პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგის და შეფასების წესი. წესი მათ შორის მოიცავს პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების ეტაპების აღწერასა და ამ პროცესში დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის რეგულაციებს, რომლებიც ძალაში შევა 2021 წლის 1 იანვრიდან. მართალია მოცემული დოკუმენტი წარმოადგენს წინგადადგმულ ნაბიჯს, თუმცა ის არ ასახავს პოლიტიკის დოკუმენტთა მომზადების პროცესში ჩართულობის მაღალ სტანდარტს. კერძოდ, დოკუმენტი სავალდებულოდ აწესებს პოლიტიკის დოკუმენტთა შემუშავების პროცესში ჩართულობის უზრუნველყოფას მხოლოდ პოლიტიკის დოკუმენტის საბოლოო პროექტის შემუშავების შემდეგ, შედარებით ადრეულ ეტაპებზე კი აღნიშნული მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს.  

 

თემატური მოკვლევის ანგარიშში სამინისტროებსა და მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმართებით წარმოდგენილ იქნა რეკომენდაციები შემდეგი მიმართულებებით (დეტალურად რეკომენდაციები იხილეთ თემატური მოკვლევის ანგარიშში, გვ.33-დან):

 

- პოლიტიკის შემუშავების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ერთიანი სტანდარტის შექმნა, რომლის დაცვაც სავალდებულო იქნება პოლიტიკის შემუშავების ადრეული ეტაპიდანვე

 

- მოცემული სტანდარტის შესრულების მიზნით სამინისტროების შესაბამისი წარმომადგენლების გადამზადება.

 

- საჯარო კონსულტაციების ერთიანი ვებგვერდის შექმნა (ევროკავშირის/ევროკომისიის სტანდარტით), სადაც თემატიკის მიხედვით შესაძლებელი იქნება მიმდინარე და დასრულებულ კონსულტაციებზე ინფორმაციის მიღება.

 

- დაინტერსებულ მხარეთა გაერთიანებებთან, ასოციაციებთან და სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან პირდაპირი სამიზნე კონსულტაციების ჩასატარებლად დაინტერესებულ მხარეთა ერთიანი ბაზის შექმნა, რომელიც გამოქვეყნდება საჯარო კონსულტაციების ერთიან ვებგვერდზე და ნებისმიერ სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციას თუ გაერთიანებას, ინტერესის საგნიდან გამომდინარე, შეეძლება განაცხადის გაკეთება მასში საკუთარი მონაცემების დასამატებლად.

 

- სახელმწიფო ბიუჯეტის შემუშავების თანამონაწილეობითი პროცესის უზრუნველყოფის მიზნით საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ სახელმძღვანელო დოკუმენტის მომზადება.

 

შემდგომი ნაბიჯები

 

საქართველოს პარალმენტის რეგლამენტის თანახმად თემატური მოკვლევის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციები ეგზავნება შესაბამის უწყებებს, რის შემდეგაც საქართველოს პარალმენტი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს გაწეული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს. ვიმედოვნებთ, რომ თემატური მოკვლევის ჯგუფის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები გაზიარებული იქნება აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოების მიერ, შედეგად კი გადადგმული იქნება საწყისი ნაბიჯი პოლიტიკის დოკუმენტთა შემუშავების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის მიმართულებით.  

 

IDFI მადლობას უხდის ღია მმართველობის საპარლამენტო საბჭოს მოცემულ თემაზე თემატური მოკვლევის ინიცირებისთვის და გაეროს განვითრების პროგრამას ინიციატივის მხარდაჭერისთვის.

 

 

 

 

ზეპირი მოსმენები

 

თემატური მოკვლევის მიმდინარეობის პროცესში პოლიტიკის დოკუმენტთა შემუშავების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის პრაქტიკის სიღრმისეული შესწავლის მიზნით, ჩატარდა ზეპირი მოსმენები სამოქალაქო სექტორისა და სამინისტროთა წარმომდგენლებთან. ზეპირ მოსმენათა შესახებ ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ.

 

24 სექტემბერი, 2019 - დასაბუთებული მოსაზრებების ავტორთა ზეპირი მოსმენა (UNDP,ა(ა)იპ „მწვანე ალტერნატივა“,  ა(ა)იპ „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი“, ა(ა)იპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, ა(ა)იპ „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი“) - იხ. აუდიო ჩანაწერი.

 

8 ოქტომბერი, 2019 - სახელმწიფო უწყებათა ზეპირი მოსმენა (მთავრობის ადმინისტრაცია,  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო) - იხ. აუდიო ჩანაწერი.

 

9 ოქტომბერი, 2019 - სახელმწიფო უწყებათა ზეპირი მოსმენა (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო) - იხ. აუდიო ჩანაწერი.

 

10 ოქტომბერი, 2019 - სახელმწიფო უწყებათა ზეპირი მოსმენა (საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს შინაგან სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო) - იხ. აუდიო ჩანაწერი.

 

11 ოქტომბერი, 2019 - სახელმწიფო უწყებათა ზეპირი მოსმენა (საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო,  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო) - იხ. აუდიო ჩანაწერი.

 

17 ოქტომბერი, 2019 - სახელმწიფო უწყებათა ზეპირი მოსმენა (საქართველოს თავდაცვის სამინისტრო). 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024