უზენაესმა სასამართლომ IDFI-ის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო და „საქართველოს ეროვნულ არქივს“ საჯარო ინფორმაციის გაცემა დაავალა

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები | IDFI-ს სასამართლო პრაქტიკა | სტატია 20 მაისი 2022

IDFI-მ სტრატეგიული სამართალწარმოების კიდევ ერთი საქმე დაასრულა წარმატებით. დავის ფარგლებში „საქართველოს ეროვნულ არქივს“ დაევალა იმ საჯარო ინფორმაციის გაცემა, რომელსაც ორგანიზაცია  2018 წლის 29 ივნისის შემდეგ ითხოვს - IDFI-მ საჯარო უწყებიდან გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რამდენ განმცხადებელს ეთქვა უარი ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებთან დაშვებაზე და რა საფუძვლით.

 

თავდაპირველად, ინფორმაციის გაცემის ვალდებულება ეროვნულ არქივს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკისრა, ხოლო შემდგომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის პოზიცია და ძალაში დატოვა ხსენებული გადაწყვეტილება. ეროვნული არქივის სამართლებრივი არგუმენტები არც საკასაციო  სასამართლომ მიიჩნია სარწმუნოდ  და საბოლოოდ მას IDFI-ს სასარგებლოდ საჯარო ინფორმაციის გაცემა დაავალა.

 

მესამე ინსტანციაში დავის განხილვის ფარგლებში, კასატორი ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებას.

 

საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად,  საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ საჩივარი დაუშვებლად ცნო. პალატამ მიუთითა, რომ ის იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, ასევე, მიიჩნია, რომ საქმეზე მიღებულია არსებითად სწორი გადაწყვეტილება.

 

გადაწყვეტილების თანახმად, „სახელმწიფო დაწესებულებებში დაცული საჯარო ინფორმაციის ღიაობა წარმოადგენს სახელმწიფო ორგანოების საქმიანობაზე ეფექტიანი საზოგადოებრივი კონტროლის მნიშვნელოვან წინაპირობას, ღია მმართველობა არსებითად მნიშვნელოვანია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო დაწესებულებებსა და მოქალაქეებს შორის ნდობის განსამტკიცებლად, დარღვევების პრევენციისთვის და დროულად გამოსავლენად. სახელმწიფო დაწესებულებაში არსებული ინფორმაციის გაცნობა ინფორმაციული თვითგამორკვევისა და პირის თავისუფალი განვითარების უფლების მნიშვნელოვანი პირობაა.“

 

გადაწყვეტილებაში ასევე საუბარია ეროვნულ საარქივო ფონდში დაცულ  დოკუმენტებზე მკვლევრის დაშვების კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებასა და წესზე, რომლის მიხედვითაც სასამართლომ დაადგინა, რომ მკვლევრის დოკუმენტებთან დაშვებამდე ხდება მის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა, ხოლო შემდგომ მისი სარეგისტრაციო ჟურნალში აღრიცხვა. ამასთანავე, ეროვნული არქივის ერთ-ერთ ფუნქციას შეადგენს საარქივო დოკუმენტებით სარგებლობის ორგანიზების შესახებ სტატისტიკურ-ანალიტიკური მონაცემების შეგროვება, დამუშავება, კლასიფიკაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს შეფასებით,   კასატორის მოსაზრება, რომ მოთხოვნილი ინფორმაციის დამუშავება არ შედის მის კომპეტენციაში, რაც გამორიცხავს მისი გაცემის შესაძლებლობას არ ეფუძნება სათანადო ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს და არ ასაბუთებს გასაჩივრებული განჩინების უსწორობას.

 

გადაწყვეტილებაში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ IDFI ითხოვს იმ ინფორმაციის გაცემას, რომლის შესახებ მონაცემების არსებობაც სსიპ „საქართველოს ეროვნულმა არქივმა“   თავადვე დაადასტურა.

 

ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი კანონმდებლობის ხარვეზებისა და ძირეული რეფორმის საჭიროების გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის ამგვარი გადაწყვეტა მნიშვნელოვანია კონსტიტუციით აღიარებული ინფორმაციის თავისუფლების რეალიზებისთვის.

 

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად IDFI აქტიურად განაგრძობს  სასამართლო დონეზე საქმეების წარმოებას.

 

 

/public/upload/Analysis/uzenaesi.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023