კორუფციასთან მებრძოლთა საგანმანათლებლო პროგრამის მეორე წლის შედეგები

სიახლეები | კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 2 აგვისტო 2021

2021 წლის ივლისში კორუფციასთან მებრძოლთა საგანმანათლებლო სასერტიფიკატო პროგრამის მეორე სასწავლო წელი დასრულდა. პროგრამა მიმდინარეობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებთა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ბაზაზე. პროგრამის ფარგლებში შეთავაზებული იყო ორი სასწავლო კურსი ბაკალავრიატის, ხოლო ორი სასწავლო კურსი მაგისტრატურის საფეხურზე სტუდენტებისა და კონკურსის წესით შერჩეული სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის, საჯარო და კერძო უწყებებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისათვის.

 

პროგრამის პირველი სასწავლო წლის განმავლობაში, უფრო მეტი ფოკუსირება იყო პროფესიულ მოდულებზე, კერძოდ, პროგრამის მსმენელებისათვის შეთავაზებული იყო რვა პროფესიული მოდული. თუმცა მეორე სასწავლო წელს კორუფციასთან მებრძოლთა საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული მოდულები გარდაიქმნა და შემუშავდა სულ ოთხი სასწავლო კურსი, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების  ფაკულტეტის აკადემიური კურიკულუმის ნაწილი გახდა. სასწავლო კურსების წარმატებით გავლის შედეგად, სერტიფიკატებთან ერთად, ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებს, კრედიტების (ECTS) მიღებაც შეუძლიათ. კორუფციასთან ბრძოლის პროგრამის განახლებული ფორმატი ორი საბაკალავრო და ორი სამაგისტრო აკადემიური სასწავლო კურსისგან შედგება. კერძოდ, საბაკალავრო პროგრამაზე პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით შეთავაზებულია შემდეგი საგნები: „კარგი მმართველობა და კორუფცია“ და „პოლიტიკა და კორუფცია“, ხოლო საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში შეთავაზებულია - ,,ანტიკორუფციული პოლიტიკის მართვა საჯარო და კერძო დაწესებულებებში“, და ,,კორუფციასთან ბრძოლა - საერთაშორისო აქტორები, ანტიკორუფციული პლატფორმები’’.

 

მეორე სასწავლო წლის დასაწყისში, კონკურსის საფუძველზე, შერჩეულ იქნა 20 მონაწილე საბაკალავრო კურსებისათვის. პროგრამის ფარგლებში შეთავაზებული საგნები, ასევე, აირჩიეს ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებმაც. კერძოდ, საბაკალავრო პროგრამაზე შეთავაზებული საგნები აირჩია ილიას უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის 42-მა სტუდენტმა. აღნიშნული სტუდენტების რაოდენობიდან 33-მა სტუდენტმა დაასრულა ბაკალავრიატზე კორუფციასთან მებრძოლთა პროგრამის მიერ შეთავაზებული მინიმუმ ერთი საგანი მაინც. ხოლო ილიას უნივერსიტეტის ორმა სტუდენტმა გაიარა ორივე შეთავაზებული სასწავლო კურსი. კონკურსის წესით არჩეული 20 მონაწილედან ორივე საგანი წარმატებით გაიარა შვიდმა მონაწილემ.

 

სამაგისტრო სასწავლო კურსების გასავლელად კონკურსის წესით შეირჩა 24 მონაწილე. პროგრამის ფარგლებში შეთავაზებული საგნები, ასევე, აირჩიეს ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებმაც. კერძოდ, კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის საგნები სულ აირჩია მაგისტრატურის საფეხურის 16-მა სტუდენტმა, რომელთაგან 14-მა სტუდენტმა გაიარა მინიმუმ ერთი საგანი მაინც. აქედან ერთმა სტუდენტმა გაიარა ორივე საგანი. კონკურსის წესით არჩეული მონაწილეებიდან 9 მსმენელმა წარმატებით გაიარა ორივე სასწავლო კურსი.

 

შესაბამისად, საბაკალავრო და სამაგისტრო კურსების გათვალისწინებით, პროგრამის 19-მა მონაწილემ (როგორც კონკურსის წესით არჩეულმა, ასევე, ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებმა) სრულად გაიარა კორფუციასთან მებრძოლთა სასერტიფიკატო პროგრამა. აღნიშნული 19-დან, 13 მონაწილე არის ქალი. პროგრამის მონაწილეებს გადაეცემათ სასერტიფიკატო პროგრამის წარმატებით დასრულების სერტიფიკატები.

 

დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ საბაკალავრო და სამაგისტრო კურსების გათვალისწინებით, პროგრამაში მონაწილეობას იღებდა 102 მსმენელი (როგორც კონკურსის წესით არჩეული კანდიდატები, ასევე, ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები), რომელთაგან 46-მა გაიარა პროგრამის მინიმუმ ერთი საგანი მაინც.

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით 2021 წლის შემოდგომის სემესტრიდან განაახლებს კორფუციასთან მებრძოლთა საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში შემუშავებულ აკადემიურ კურსებზე მსმენელების მიღებას. პროგრამის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების მხარდაჭერის ფონდი, რომელიც ხელს უწყობს კორუფციასთან საბრძოლველად მდგრადი ადამიანური რესურსების განვითარებას.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023