კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის გაზაფხულის სემესტრი დაიწყო

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 6 მარტი 2024

2024 წლის 5 მარტს USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, IDFI-მ კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის გაზაფხულის სემესტრი დაიწყო. პროგრამა გაიხსნა სამაგისტრო საგნით „კორუფციასთან ბრძოლა - საერთაშორისო აქტორები და ანტიკორუფციული პლატფორმები“. 

 

სასწავლო კურსს უძღვება - ქეთევან ცანავა, რომელიც არის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგეგმვისა და სამთავრობო კოოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი, ღია მმართველობა საქართველოს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და საჯარო მმართველობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელი.

 

„კორუფციასთან ბრძოლა - საერთაშორისო აქტორები, ანტიკორუფციული პლატფორმების“ კურსის ფარგლებში დაიფარება ისეთი თემები როგორიცაა, ანტიკორუფციული სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები, კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტები, კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო და რეგიონული პლატფორმები, კორუფცია სასამართლო სისტემაში და საჯარო სერვისები და კორუფცია. კურსს ესწრებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოში ავტორიზებული სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, ასევე, კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. პროგრამის მონაწილეები გაიღრმავებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას ანტიკორუფციულ და კარგი მმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით.

 

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის განხორციელება IDFI-მ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, 2019 წლიდან დაიწყო. ბოლო წლების მანძილზე პროგრამა გაიარა 200-მდე მონაწილემ. 2024-2025 აკადემიური წლების განმავლობაში სასერტიფიკატო პროგრამის გაგრძელებასთან ერთად, USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, IDFI დამატებით შესაძლებლობებს სთავაზობს აღნიშნული პროგრამის კურსდამთავრებულთა ქსელის წევრებსა და საჯარო პოლიტიკის საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს. კურსის გახსნით ნაწილში სწორედ ამ დამატებით შესაძლებლობებზე ისაუბრა IDFI-ის წარმომადგენელმა და პროგრამის კოორდინატორმა, თეონა ტურაშვილმა. კერძოდ, ახალი ინიციატივის ფარგლებში ახალგაზრდა მკვლევრებსა და პროფესიონალებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ საჯარო პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების კონკურსში, რომლის ფარგლებშიც ჩატარდება ღია ლექციები, ონლაინ ტრენინგები, საკონსულტაციო სესიები. გამორჩეული პოლიტიკის დოკუმენტის ავტორებს შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი ანალიტიკური დოკუმენტი წარუდგინონ საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლებს, მოიპოვონ ანაზღაურებადი სტიპენდია ან/და მონაწილეობა მიიღონ კარგი მმართველობის საკითხებზე დაგეგმილ საზამთრო სკოლაში. 

 

ხსენებული აქტივობები დაგეგმილია ახალი პროექტის - ახალგაზრდების გაძლიერება მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებისთვის - ფარგლებში, რომლის მიზანია ახალგაზრდების, სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალების გაძლიერება, რათა აქტიური წვლილი შეიტანონ პოლიტიკის შემუშავების პროცესში, შესაძლებლობების განვითარების, პრაქტიკული გამოცდილების/საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ანალიზის მომზადებისა და კომუნიკაციის სხვადასხვა შესაძლებლობის უზრუნველყოფით. 

 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური ჩართულობის შეფასება

25.07.2024

საზაფხულო სკოლა მასწავლებლებისთვის - წინააღმდეგობრივი მეხსიერება

22.07.2024

არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების “გამჭვირვალობის” კვლევით დაკავებული ხელისუფლების გამჭვირვალობა

18.07.2024

ონლაინ ტრენინგი საჯარო პოლიტიკის ანალიზის საკითხებზე

15.07.2024
განცხადებები

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024
ბლოგპოსტები

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსის შედეგები აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში

04.07.2024

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024