საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) სამოქმედო გეგმის შესრულების 2020 წლის მეორე ნახევრის ალტერნატიული მონიტორინგის ანგარიშები

სიახლეები | კორუფციასთან ბრძოლა | ღია მმართველობა | ანგარიში 20 ივლისი 2021

19 ივლისს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან (GYLA) ერთად საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) სამოქმედო გეგმის შესრულების 2020 წლის მეორე ნახევრის ალტერნატიული მონიტორინგის ანგარიშები წარადგინა.

 

ღონისძიებაზე დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს IDFI-ს პროგრამების დირექტორმა ლევან ავალიშვილმა, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის მართვისა და ადამიანური კაპიტალის პროგრამის გუნდის ხელმძღვანელმა კოლომბ დე მერსიმ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორმა ვახუშტი მენაბდემ და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ანი ბარისაშვილმა.

 

პრეზენტაციის ფარგლებში მონაწილეებმა ისაუბრეს სამოქმედო გეგმის პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის, ანგარიშვალდებულების, სახელმწიფო სერვისების მიწოდებისა და საჯარო ფინანსების მართვის მიმართულებებზე. როგორც მონიტორინგის ფარგლებში გამოიკვეთა:

 

- საჯარო მმართველობის რეფორმის 2019 – 2020 წლების სამოქმედო გეგმაში მოცემული ამოცანები და ინდიკატორები საჭიროებს დახვეწას S.M.A.R.T. კრიტერიუმების შესაბამისად. გარდა ამისა, ამოცანების რეალურად მისაღწევად აუცილებელია მეტი აქტივობის განსაზღვრა და მათი შესრულებისთვის რეალური ძალისხმევის გაწევა;

 

- ზოგიერთი ამოცანის გასაზომად სამოქმედო გეგმით არასაკმარისი და ნაკლებად ამბიციური ინდიკატორებია გათვალისწინებული, რაც მნიშვნელობას უკარგავს ამოცანებს;

 

- ზოგიერთ შემთხვევაში ამოცანისთვის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების შესრულება თუ შეუსრულებლობა ამოცანის შესრულებაზე გავლენას არ ახდენს;

 

- მონიტორინგის პროცესში თავი იჩინა იმ არაერთმა ისეთმა ხარვეზმა და გამოწვევამ, რაც საქართველოში პოლიტიკის შემუშავების პროცესს ახასიათებს, მათ შორის, იდენტიფიცირებული რისკების შემცირებისა თუ აღმოფხვრის მექანიზმების არარსებობა სამოქმედო გეგმაში, უწყებებს შორის თანამშრომლობისა და კოორდინაციის ნაკლებობა, ზედამხედველობის სისუსტე და სხვა;

 

- პასუხისმგებელი უწყებები, როგორც ჩანს, სერიოზულად არ აღიქვამენ საჯარო მმართველობის სამოქმედო გეგმას და გეგმით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. ამაზე მეტყველებს პანდემიის, როგორც შემაფერხებელი გარემოების შაბლონური გამოყენება ვალდებულებათა უმეტესობის შემთხვევაში ისე, რომ კონკრეტულად არ ხდება მითითება პანდემიით გამოწვეულმა რომელმა კონკრეტულმა ფაქტორმა და როგორ განაპირობა ამა თუ იმ ღონისძიების შეუსრულებლობა;

 

- სამოქმედო გეგმით პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის მიმართულებით საანგარიშო პერიოდში გათვალისწინებული ოთხი ამოცანიდან ერთი მეტწილად შესრულდა, ხოლო სამი შეუსრულებელია; ცხრა აქტივობიდან ორი სრულად შესრულდა, ერთი - მეტწილად, ორი - ნაწილობრივ, ოთხი კი შეუსრულებელია.

 

- სამოქმედო გეგმით ანგარიშვალდებულების მიმართულებით საანგარიშო პერიოდში გათვალისწინებული ხუთი ამოცანიდან სამი ნაწილობრივ შესრულებულია, ორი კი - შეუსრულებელი. ამოცანებისთვის განსაზღვრული ექვსი ინდიკატორიდან (მათ შორის, ერთი დამატებითი ინდიკატორი) ერთი სრულად შესრულებულია, ერთი - ნაწილობრივ, ოთხი - შეუსრულებელი. რაც შეეხება აქტივობებს, 2020 წლის მეორე ნახევარში განსაზღვრული იყო ექვსი აქტივობა, რომელთაგან ორი ნაწილობრივ შესრულდა, ოთხი კი არ შესრულდა. აქტივობის შედეგის ცხრა ინდიკატორიდან სამი ნაწილობრივ შესრულდა, ექვსი კი არ შესრულდა;

 

- სამოქმედო გეგმით სახელმწიფო სერვისების მიწოდების მიმართულებით საანგარიშო პერიოდში გათვალისწინებული შვიდი ამოცანიდან, 2020 წლის მეორე ნახევრის მდგომარეობით, ერთი სრულად შესრულებულია, ერთი - მეტწილად, სამი - ნაწილობრივ, ორი კი - შეუსრულებელი. ამოცანისთვის განსაზღვრული ცხრა ინდიკატორიდან ორი სრულად შესრულებულია, ოთხი - ნაწილობრივ, სამი კი - შეუსრულებელი. რაც შეეხება აქტივობებს, 2020 წლის მეორე ნახევრის განმავლობაში განსაზღვრული ექვსი აქტივობიდან ორი ნაწილობრივ შესრულებულია, ოთხი კი - შეუსრულებელი. აქტივობის შედეგის ექვსი ინდიკატორიდან ორი ნაწილობრივ შესრულებული და ოთხი შეუსრულებელია;

 

- სამოქმედო გეგმით საჯარო ფინანსების მართვის მიმართულებით საანგარიშო პერიოდში გათვალისწინებული სამი ამოცანიდან ორი მეტწილად შესრულდა, ერთი კი  შეუსრულებელია. შვიდი აქტივობიდან ერთი სრულად შესრულდა, სამი - მეტწილად, სამი კი - ნაწილობრივ.

 

გაეცანით ანგარიშებს აქ:

 

მიმართულება 1: პოლიტიკის დაგეგმვა და კოორდინაცია

 

მიმართულება 3: ანგარიშვალდებულება

 

მიმართულება 4: სახელმწიფო სერვისების მიწოდება

 

მიმართულება 5: საჯარო ფინანსების მართვა

 

 

 

ანგარიშები მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია IDFI და იგი შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023