გორის დრამატულ თეატრში პროექტის - „აღმოაჩინე გორი“ პრეზენტაცია გაიმართა

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია 15 თებერვალი 2023

2023 წლის 14 თებერვალს, გორში, გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში პროექტის - „აღმოაჩინე გორი“ პრეზენტაცია გაიმართა.

 

პროექტმა „აღმოაჩინე გორი“ ქალაქის კულტურული იდენტობის უკეთ წარმოსაჩენად, გორში არსებული ისეთი ლოკაციები და პერსონები გააცოცხლა, რომლებიც ხაზს უსვამენ ქალაქის მნიშვნელობას ქვეყნის სოციალ-ეკონომიკურ განვითარებაში.

 

პროექტის ფარგლებში იდენტიფიცირებულ სხვადასხვა ისტორიულ და მივიწყებულ ლოკაციებსა და სახლ-მუზეუმებთან აღიმართა საინფორმაციო დაფები, რომლებიც ქალაქის მივიწყებულ ისტორიებს ჰყვება, შეიქმნა „იდენტობის რუკა“ და ვებგვერდი www.gorimaps.ge, სადაც რეგიონის შესახებ საინტერესო ფოტო-ვიდეო მასალასა და საარქივო დოკუმენტია ატვირთული.

 

ახალი მიმართულებების გაცნობის შესაძლებლობა 14 თებერვალს ისტორიკოსებს, გიდებს, მედიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ქალაქის ალტერნატიული ტურის ფარგლებში მიეცათ.

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელის, ანტონ ვაჭარაძის განცხადებით, გორში ალტერნატიული მარშრუტების განვითარება ხელს შეუწყობს როგორც ქალაქის ტურისტული პოტენციალის, ასევე მისი შემოსავლების ზრდას.

 

„პროექტს ორი მიზანი აქვს: პირველი, ვაჩვენოთ ტურისტებს, რომ გორს ძალიან ბევრი აქვს მოსაყოლი და, მეორე, ამ გზით გავზარდოთ გორის ტურისტული პოტენციალი, როგორც შიდა, ასევე უცხოელი ვიზიტორებისთვის” - აცხადებს ის.

 

ტურის ფარგლებში, სტუმრებს გადაეცათ ქალაქის განახლებული რუკა, რომელზეც ყველა ახალი ლოკაციაა დატანილი. ქალაქზე ალტერნატიული ისტორიების მოძიება კი შესაძლებელია ვებგვერდზე: www.gorimaps.ge.

 

პროექტი „აღმოაჩინე გორი“ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, USAID-ისა და Zinc Network-ის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.

 

პროექტი, ინფორმაციის სანდოობის პროგრამის ფარგლებში, ფინანსურად უზრუნველყო USAID-მა, ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსი და საქართველოს შედეგები

25.06.2024

ფილმის - Najgruzińszy/a- პრემიერა და დისკუსია

17.06.2024

ტრენინგი ციფრული უსაფრთხოების პრაქტიკულ რჩევებზე

17.06.2024

სენსიტიური ისტორიის სწავლება - პედაგოგიური გზამკვლევი

14.06.2024
განცხადებები

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024

ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

30.05.2024

რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

16.05.2024
ბლოგპოსტები

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024