X მოწვევის პარლამენტმა „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ პრობლემური კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | აქტუალური თემები | სტატია 11 ივნისი 2021

საქართველოს პარლამენტმა, 77 ხმით 2-ის წინააღმდეგ, მესამე მოსმენით დაამტკიცა  ცვლილებები „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ” კანონში, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ევრო დირექტივის (ქსელებისა და ინფორმაციული სისტემების (Network and Information Systems (NIS)) დირექტივა) ცალკეულ მოთხოვნებთან.

 

ინიცირებული ცვლილებები, დარეგისტრირების დღიდან, ფართო მსჯელობისა და კრიტიკის საგანია  სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და სფეროს ექსპერტების მხრიდან. IDFI აქტიურად მონაწილეობდა კანონპროექტის განხილვის, ცვლილებებთან დაკავშირებული რისკების შესწავლისა და ანალიზის პროცესში. პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები კარდინალურად ცვლის საქართველოს კიბერუსაფრთხოების სისტემას და შეიცავს მნიშვნელოვან რისკებს.

 

ვისზე ვრცელდება ახალი კანონი ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ?

 

ახალი კანონის მოქმედება ვრცელდება სუბიექტების 3 კატეგორიაზე:

 

ა) პირველი კატეგორიის სუბიექტებში შეიძლება მოხვდეს ყველა სახელმწიფო ორგანო და დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი და სახელმწიფო საწარმო. პირველი კატეგორიის სუბიექტებზე ყველაზე მკაცრი რეგულაციები ვრცელდება, რაც ნიშნავს, რომ მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნებისმიერი ასეთი დაწესებულების (მაგალითად საქართველოს პარლამენტი, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ქალაქ თბილისის მერია, ცენტრალური საარჩევნო კომისია, საქართველოს რკინიგზა და ა.შ.) ინფორმაციულ აქტივებზე, ინფორმაციული სისტემებსა და ინფრასტრუქტურაზე სრული წვდომა ეძლევა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს;

 

ბ) მეორე კატეგორიის სუბიექტებში მოხვდნენ ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიები, რაც ნიშნავს, რომ სატელეკომუნიკაციო კომპანიები, ინტერნეტ-პროვაიდერები და ა.შ. ასევე ძალოვანი უწყების მკაცრი მონიტორინგის ქვეშ მოექცნენ;

 

გ) მესამე კატეგორიის სუბიექტებში მოიაზრება მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული კერძო სამართლის იურიდიული პირები, როგორებიც, მაგალითად, არიან ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები. მათზე კანონი შედარებით ლოიალურ რეგულაციებს ავრცელებს, რაც ნიშნავს, რომ მესამე კატეგორიის სუბიექტებზე ზედამხედველობას განახორციელებს იუსტიციის სამინისტროს სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტო.

 

რა უფლებამოსილებები მიენიჭა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს (OTA)?

 

- ქსელური ნაკადის მონიტორინგის მიზნით, განახორციელოს პირველი კატეგორიის, ხოლო თანხმობის არსებობის შემთხვევაში, მეორე კატეგორიის სუბიექტების ქსელური სენსორის კონფიგურირება და მართვა;

 

- მოთხოვნისთანავე (კომპიუტერულ ინციდენტზე რეაგირებისთვის) მიიღოს წვდომა პირველი/მეორე კატეგორიის სუბიექტების ინფორმაციულ აქტივზე, ინფორმაციულ სისტემაზე ან/და ინფორმაციულ ინფრასტრუქტურაში შემავალ საგანზე;

 

- სავალდებულო წესით, გეგმიური ან არაგეგმიური გზით განახორციელოს საინფორმაციო ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შემოწმება;

 

- შემოწმების შედეგად შემუშავებული დასკვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში განსაზღვროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობა/ სანქცია;

 

- პირველი და მეორე კატეგორიების სუბიექტებისათვის კანონქვემდებარე აქტით დაადგინოს ინფორმაციული უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნები;

 

- განიხილოს ინფორმაციული უსაფრთხოების შინასამსახურებრივი გამოყენების წესები პირველი და მეორე კატეგორიების კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების შემთხვევაში;

 

- სავალდებულო წესით გამოითხოვოს ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავებასთან, დანერგვასთან, მონიტორინგსა და გაუმჯობესებასთან დაკავშირებული ინფორმაცია;

 

- ჰქონდეს წვდომა სუბიექტების ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტებსა და ინფორმაციული შეღწევადობის (პენეტრაციის) ტესტის დასკვნებზე (გარდა ფინანსური ინსტიტუტებისა).

 

შეიძლება ითქვას, რომ ახალი კანონით, OTA-ს ეძლევა შესაძლებლობა, გააჩნდეს პირდაპირი წვდომა საკანონმდებლო, აღმასრულებელი თუ სასამართლო ხელისუფლების, ასევე სატელეკომუნიკაციო სექტორის ინფორმაციულ სისტემებზე და არაპირდაპირი წვდომა სისტემებში დაცულ პერსონალურ და კომერციულ ინფორმაციაზე. ძალოვან უწყებას ეძლევა შესაძლებლობა, ჰქონდეს წვდომა პერსონალურ მონაცემებთან, რამდენადაც, ნორმათა ბუნდოვანება აჩენს პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერად და არაპროპორციულად დამუშავების რეალურ საშიშროებას.

 

უფრო დეტალურად იხილეთ ჩვენი კვლევა: კიბერუსაფრთხოების რეფორმა საქართველოში: არსებული გამოწვევები, საერთაშორისო პრაქტიკა და რეკომენდაციები 

 

____

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023