აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 17 აგვისტო 2020

14 აგვისტოს აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიურომ უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის 2020-2021 წლების პირველი სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.  

 

სამოქმედო გეგმის შემუშავებაში აქტიურად იყვნენ ჩართული აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოს წევრები, უმაღლესი საბჭოს აპარატი და ღია მმართველობის საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფი. სამოქმედო გეგმა მიზნად ისახავს უმაღლეს საბჭოში სამოქალაქო ჩართულობისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდას, ანგარიშვალდებულების გაძლიერებას და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვას. 

 

სამოქმედო გეგმაში შესული 15 ვალდებულება მოიცავს მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის შექმნას, კანონპროექტების განხილვაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას, სხდომების ლაივ ტრანსლირებას, უმაღლესი საბჭოს ვებგვერდისა და უმაღლესი საბჭოს შენობის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მოთხოვნებისადმი ადაპტირების კონცეფციის შემუშავებას, საჯარო ინფორმაციის დამუშავებად ფორმატში გამოქვეყნებას, საბჭოსა და კომიტეტების ყოველწლიური გეგმებისა და ანგარიშების შემუშავებასა და წარდგენას საზოგადოებისათვის, უმაღლესი საბჭოს ვებგვერდის მეშვეობით საბჭოს შენობაში შესვლის, სხდომებზე დასწრებისა და საშვის გაცემის ელექტრონული სისტემის, ასევე, ელექტრონული და წერილობითი პეტიციის სისტემის დანერგვას, და სხვა ისეთ საკითხებს, რომლებიც უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში სამოქალაქო ჩართულობისა და საჯარო მომსახურების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. აღნიშნული ვალდებულებები სამოქმედო გეგმაში გაწერილი ვადების შესაბამისად 2020-2021 წლებში უნდა შესრულდეს.

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმა შემუშავებულია ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი მჭიდროდ თანამშრომლობს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI), საქართველოს პარლამენტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ღია მმართველობის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით.

 

სამოქმედო გეგმა იხილეთ აქ

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საქართველოს ნავთობის ბაზარი და მსოფლიო აშშ-ს ტარიფების მოლოდინში

11.08.2025

ნარატივი, როგორც საზღვარი: რუსეთის ფსიქოლოგიური ოპერაციების სტრატეგიის შეფასება

08.08.2025

დამალული სასამართლო სტატისტიკა

04.08.2025

ცენტრალურ აზიამდე თუ რუსეთში? - ავტომობილების რეექსპორტის რეკორდული ზრდა

30.07.2025
განცხადებები

უვიზო მიმოსვლისათვის საფრთხის შექმნაზე პასუხისმგებელი სრულად ივანიშვილის ხელისუფლებაა

16.07.2025

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024