საქართველოს ღია მმართველობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო

კოალიციური საქმიანობა | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 5 მაისი 2022

ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) დაფუძნდა 2011 წელს, როგორც მისი წევრი სახელმწიფოების მთავრობების ღიაობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერების საერთაშორისო პლატფორმა. დღეისათვის პლატფორმა აერთიანებს 80-მდე სახელმწიფოს და მოიცავს როგორც სამთავრობო, ასევე, საპარლამენტო და ადგილობრივ მიმართულებებს.

 

საქართველო OGP-ის 2011 წელს შეუერთდა. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), ინიციატივის დაფუძნების დღიდანვე აქტიურად იყო ჩართული ღია მმართველობის პარტნიორობის პრინციპების საქართველოში დანერგვასა და განხორციელებაში. 

 

OGP-ის რეგულაციების შესაბამისად, სამოქმედო გეგმის შემუშავება უნდა მოხდეს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერითა და საზოგადოებასთან მჭიდრო კონსულტაციების გზით. ამასთან, OGP-ის სახელმძღვანელო დოკუმენტებით გათვალისწინებულია ეროვნულ დონეზე კოორდინაციისა და მონიტორინგის მექანიზმის არსებობის აუცილებლობა.

 

აღნიშნული მიზნებისთვის შექმნილი იყო ღია მმართველობა საქართველოს საკონსულტაციო მექანიზმი "ღია მმართველობა საქართველოს ფორუმი", რომელიც 2020 წელს ჩაანაცვლა ღია მმართველობის უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ. 

 

საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში შედიან სახელმწიფოს სამივე შტოს წარმომადგენლები - სამინისტროების წარმომადგენლები, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე და საქართველოს პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარე. ამავდროულად, სააკოორდინაციო საბჭოს წევრები სათათბირო ხმის უფლებით არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რაც საკოორდინაციო საბჭოში გადაწყვეტილების მიღებას შესაძლებელს ხდის სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების კუმულატიური უმრავლესობით. თუ არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობა მისაღები გადაწყვეტილების წინააღმდეგია, ასეთი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული.

 

ღია მმართველობა საქართველოს ფორუმისგან განსხვავებით, საკოორდინაციო საბჭოში სავალდებულო წესით წარმოდგენილი არიან უმაღლესი თანამდებობის პირები, რამაც დადებითი გავლენა უნდა მოახდინოს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) წინაშე აღებული ვალდებულებების განხორციელებაზე. ღია მმართველობის ფორუმში სამინისტროების მონაწილეობა დამყარებული იყო ნებაყოფლობით პრინციპზე, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობას არ შეეძლო მისაღები გადაწყვეტილების დაბლოკვა. ღია მმართველობის საქართველოს ფორუმი შენარჩუნებული იქნება, თუმცა მხოლოდ საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული სამუშაო ჯგუფის სახით, რომელმაც მოსაზრებები, რეკომენდაციები და ღია მმართველობა საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია უნდა წარუდგინოს საკოორდინაციო საბჭოს.

 

საკოორდინაციო საბჭოს მუდმივ წევრებად განსაზღვრული არიან სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, და სხვა სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლები. დებულებით საბჭოს თავმჯდომარეობს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი.

კოალიციის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

2024 წელს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025

IDFI-ის მოსაზრებით საჯარო სამსახურის ბიუროს გაუქმება პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელებაა

06.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024